x
image
შორენა-ალაზნისპირელი
გამომინათე
ყველაზე დიდი, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ჩემი მეგონა ოდესღაც, შევცქეროდი მდიდარი მეოცნების კმაყოფილებით, მილიონ ვარსკვლავში გამოვარჩიე, ავიჩემე...დავიჩემე...ველოდი ღამეს.ვეძებდი, ვუზიარებდი-სურვილებს, ნატვრებს, ოცნებებს...ძილის წინ, ფარდის მიღმა, წუთით მაინც გავხედავდი, ძილი ნებისას ვუსურვებდი.მისი შუქი მინათებდა სიზმარეულ ქვეყანას...

მერე სახე და იერი იცვალა, -წამით მოპარული მზერა და თბილი ღიმილი, თვალები-ნათელი, მზერა-სევდიანი...მდიდარი ძუნწის მალული სენიც შემეყარა.შევხაროდი, ვბრაზობდი-მას მთელი სამყარო ხედავდა...

მივდევდი...ვეწეოდი...შემოკლებული მანძილი და გადაულახავი უსასრულობა...

წლები გავიდა, ღრუბელი აირია, რუხმა დაფარა ჩემი ოცნების ვარდისფერი...აღარ ვეძებდი.


მიწას ჩაჩერებული დაღლილი მგზავრი...

მისი შუქით განათებული გზაწვრილი...

ვიცი, იქ იყო, ზემოთ, თვალისგან შორს, გულთან ახლოს.თვალი მიწევდა, გული მიწევდა, ცრემლი კი იმ თვალს მიმძimageიმებდა, რომლითაც მისთვის უნდა მეცქირა...

ათასი მეოცნებე, ათასი ცისკენ მაცქერალი თვალი, ღიმილიანი მზერა-ათასი.

-"ჩემი ვარსკვლავი უყვარს"...-ცრემლი მდინარეებად და იმ მდინარეში არეკლილი ჩემი მნათობი.

უმთვარო ღამეები, ქარი, სახურავზე წვიმის რექვიემი.თეთრი ღამეები, უსასრულოდ თეთრი.უიმედობის რევანშები.

...და სასწაული, დღე-სასწაული.დღე შემოდგომის, ყვითელი, ფერადი, დაღლილი მზე-ძალაგამოცლილი სხივებით...ღამე ისევ თბილი, სიცივესთან მებრძოლი.ჩემს თვალებში არეკლილი ვარსკვლავი-ყველაზე კაშკაშა, ყველაზე ნათელი, ყველაზე თბილი...ვერმიწვდენილი, შორს დარჩენილი...და მაინც ჩემი...

ისევ მივყვები მისი შუქით შემოსილ გზაწვრილს...

გამომინათე!...ნურასოდეს ნუ ჩამიქრები!...

(შორენა-ალაზნისპირელი)

2
8
6-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
8
  
გმადლობ ნანა
2013, 19 ივნისი, 10:29
ისევ მივყვები მისი შუქით შემოსილ გზაწვრილს...
გამომინათე!...ნურასოდეს ნუ ჩამიქრები!.+5
0 1 2