x
image
შორენა-ალაზნისპირელი
შვილისადმი
უნდა ივარგო მამულის მცველად,

მისი მტრის გახდე რისხვა და შიში,

უცხო ზეცის ქვეშ მაძღარს, კმაყოფილს,

ვერვინ მოგიკლავს სამშობლოს შიმშილს.



იდექ მამულის სადარაჯოზე,

მისთვის ჩაუქრობ ცეცხლად აენთე,

გახსოვდეს, რომ თვით ოკეანესაც

პატარ-პატარა ზღვები აერთებს.


დახედე მიწას, სისხლით განბანილს,

დიდგორისა და კრწანისის მნახველს,

წინაპართ ლანდებს გაესაუბრე

და ვერ შეარცხვენ ქართველის სახელს.


მიენდე უფალს, ადიდე ხატი,

ქვეყნად სიმართლის გზებით იარე...

გულში ვერ დაგჭრას ავკაცის ტყვიამ, -

არ შეუშინდე ზურგში იარებს.


ვალი მაქვს, -ქვეყნად კაცად დაგტოვო,

რომ გულს არ მაწვეს დარდის ლოდები...

გახსოვდეს მაშინ, სიკვდილის შემდეგ

შენში სიცოცხლედ განვმეორდები.

შორენა-ალაზნისპირელიimage

4
22
5-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
22
  
2013, 30 ივლისი, 17:42
არაფერს შორენა.:))
დიდი მადლობა რაფაელა
2013, 30 ივლისი, 16:34
ძალიან კარგი ლექსია.
0 1 4