x
image
davit-p13
1956 წლის 9 მარტის ტრაგედია თბილისში
საბჭოთა წყობილების რღვევა, რაც იმპერიის არსებობას უშუალოდ ეხებოდა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ სფეროში გამომჟღავნდა.

საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში ეს ყველაზე ადრე ბრლინის 1953 წლის ივნისის ანტისაბჭოთა აჯანყებით გამოიხატა.მართალია, საბჭოთა იმპერიის ჯარებმა ბერლინი ტანკებით გადათელეს და აჯანყება სისხლში ჩაახშვეს, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ევროპის ოკუპირებული ნაწილი გადამწყვეტ გამათავისუფლებელ ბრძოლას იწყებდა.

ქვეყნის საშინაო იდეოლოგიურ დარგში დასახული ღონისძიებებიდან კი ცენტრალური ადგილი''სტალინის პიროვნების კულტის"დაბლოკვამ და ლიკვიდაციამ დაიკავა.

ეს კამპანია განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებთაც ათეული წლების განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ მათი თანამემამულე სტალინი ''მთელი პროგრესიული კაცობრიობის გენიალური ბელადი"იყო.


მოძრაობა პირველ ხანებში წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებდა.ერთი მხრივ, ისმ მიმართული იყო ''რევიზიონისტი''ხრუშჩოვის წინააღმდეგ და ფაქტობრივად, ლენინისა და სტალინის მიერ შექმნილი საბჭოთა იმპერიის შენარჩუნებას ემსახურებოდა.მეორე მხრით კი იგი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოცოცხლების რეალურ საფუძველს ჰქმნიდა.წლების განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ ძალუმად ამოხეთქა.

მღელვარება 1956 წლის 5 მარტს, ე.ი სტალინის გარდაცვალების მესამე წლისტავზე დაიწყო.განსაკუთრებით აქტიურობა თბილისის სტუდენტობა.მალე მთელი საქართველოს ყველა სოციალურ ფენას მოედო.თბილისის ქუჩები დემონსტრანტებითა და მანიფესტანტებით დაიფარა.სადღეღამისო ხასიათი მიიღო მრავალათასიანმა მიტინგმა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ სტალინის მონუმენტთან.მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მუქარისა, ხალხი არ იშლებოდა.ეს უკვე აჯანყება იყო.საბჭოთა კავშირი

0
430
5-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0