x
image
davit-p13
ქართული ლაშქრის განლაგება
საქართველოს ყოველი კუთხე ბრძოლის კულტურით, შეიარაღებით მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.ბრძოლის დროს ერთიანი ლაშქრის შეკრება და მათი სწორედ განლაგება ჭეშმარიტად გამჭრიახ, ძლიერ მხედართმთავარს საჭიროებდა.

ძველ დროში ბრძოლის წინ ქართული ლაშქარი, როგორც წესი, დიდუბის ველზე (დღევანდელი სამგორის ან დიღმის ტერიტორია) იკრიბებოდა, სადაც მეფის მიერ მისი დათვალიერება და საბრძოლო წყობით განლაგება ხდებოდა.


ბრძოლის წინა ხაზი ჯერ კიდევ აშოტ კურაპალატის მეფობის დროიდან მომდინარე ტრადიციის მიხედვით, ქრთული ლაშქრის მოწინავე პოზიცია ცხენოსან მესხ მებრძოლებს ეკავათ, რომელთაც სათავეში ათაბეგი ედგათ.ე.წ საკვეთი შუბი შეიარაღებულ მესხთა რაზმს მტრის ცენტრალური ნაწილის გარღვევა ევალებოდა.ცხენის მეტი მანევრირების მიზნით, მესხი მეომრები მსუბუქად იყვნენ შეჯავშნული.


ცენტრალური პოზიცია

ქართლელები, მთიულები, ფშავ-ხევსურები და ოსები ქართული ლაშქრის ცენტრს, ანუ ძირითად ნაწილს შეადგენდნენ.ბრძოლის მთელი სიმძიმე მათზე გადადიოდა, რის გამოც მათი შეიარაღება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.მძიმედ შეჯავშნულ ქვეით მებრძოლთა შეიარაღებაში-ქართული გორდა ხმალი, ხანჯალი, სასროლი მოკლე შუბი და ცხენოსანი მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად განკუთვნილი პატარა სახმლო ფარიც შედიოდა.

ფლანგების ლაშქარი

ფლანგების ლაშქრის ძირითად ფუნქციას მტრის მანევრების შეზღუდვა და მათზე მოულოდნელი თავდასხმა წარმოადგენდა.ქართული ჯარის ფლანგებს იმერელი, გურული და აჭარელი ცხენოსანი მეომრები შეადგენდნენ, რომლებიც მესხების მსგავსად ძირითადად ხმლებით იყვნენ შეიარაღებული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხმალთან ერთად აღჭურვილობაში ფარიც შედიოდა.ძველი ქართული იარაღი


4
704
10-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
704
  
2013, 30 ივნისი, 0:14
როგორც ვიცი ყველაზე მაგარი მებრძოლები მესხები და მთიულები იყვნენ...
2013, 11 მარტი, 19:31
აბა რა მართლა ლომები ვართ
2013, 11 მარტი, 19:29
მესხები-ლომები!!!
2013, 24 თებერვალი, 2:49
აშოტ კურაპალატის დროს ათაბაგის ხსენებაც არ იყო,ლაშქარს კრებდნენ და აწყობდნენ საბრძოლო გეგმის და არა კუთხური წარმომავლობის მიხედვით.შეიარაღებაც არ იყო სტანდარტიზებული,აზნაურთა და მსახურთა ფენას გლეხებთან შედარებით კარგი იარაღი ჰქონდათ.ცხენოსან მოწინააღმდეგეს შუბით ებრძოდნენ და არა "სახმლო ფარით"(უბის ფარით).დანარჩენი კარგია ;)
0 1 4