x
image
davit-p13
საქართველოს დამოუკიდებლობა

1991წელს საქართველომ მე-XX საუკუნის მანძილზე მეორეჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა.პირველი რესპუბლიკისგან განსხვავებით, ამჯერედ საქრთველო მთელმა მსოფლიომ დამოუკიდებლად აღიარა.

1989 წლის 9 აპრილს თბილისის ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქაეთველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აღარ ფარავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას კომუნისტურ პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.დღის წესრიგში დადგა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა, რომლის წარმატებას ხელი შეუწყო მთელ საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებმა.1990 წლის 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ყრილობის მიერ ''რსფსრ-ის სახელმწიფო სუვერენიტეტის საბჭოთა კავშირიშესახებ''დეკლარაცია მიიღო და რესპუბლიკური კანონების საერთო საკავშირო კანონებზე მაღლა დააყენა.ამან მკვეთრად დაასუსტა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება.1990 წლის გაზაფხულზე ბალტიისპირეთის რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა ერთი მეორის მიყოლებით მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.ასეთ ფონზე საქართველოს ეროვნულმა ძალებმა მიაღწიეს უფლებას, საბჭოთა კავშირში პირველად ჩაეტარებინათ მრავალპარტიული არჩევნები.

1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულმა საქართველოს ახალი უმაღლესი საბჭოს (მალე მას''უზენაესი საბჭო''ეწოდა)არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა ბლოკს''მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო''ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა 97 პროცენტმა დაუჭირა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის აღდგენას.რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.26 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

0
488
8-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0