x
image
davit-p13
300$-ის ნაცვლად შენარჩუნებული მკვლელის სიცოცხლე

image

25 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე ალაპარაკებული მშობელი, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის მიუხედავად, თავისი შვილის მკვლელი სიკვდილისთვის მაინც არ გაიმეტა.
"ფოტოზე გამოსახულია ჩემი შვილი, რომელიც 25 წლის წინ მოკლეს. მე ის საწოლში მკვდარი ვიპოვნე.
8 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ შვილის მკვლელობის შემდეგ სიმშვიდე მეპოვნა.
მე ვიცოდი მკვლელის ვინაობა, ის მალე ციხეშიც ჩასვეს, თუმცა ერთ დღეს ადამიანმა, რომელიც ჩემი შვილის მკვლელთან ერთად იმყოფებოდა ციხეში, შემომთავაზა მისი მოკვლა თუ მას 300 დოლარს გადავუხდიდი.
ვუთხარი, რომ მის წინადადებას განვიხილავდი და პასუხს შევატყობინებდი.
ძალიან გატეხილი და გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა ჩემი შვილის მკვლელი მკვდარი მენახა და ამისთვის არც თანხას დავზოგავდი, მაგრამ ერთ დღეს რაღაცამ შემაჩერა.
ახლა კი მოხარული ვარ, რომ შემოთავაზებას არ დავთანხმდი, ამას საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებდი.
ჩემი შვილის მკვლელმა უნდა იცხოვროს მთელი ცხოვრება იმ ფიქრით, რომ მან საშინელება ჩაიდინა, თუ მას სინდისი ქენჯნის ან ნანობს საკუთარ საქციელს ეს მისი პრობლემაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს.
ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიას გიზიარებთ, შეიძლება ჩემი გამოცდილება ვინმეს დაეხმაროს, ვინც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება."

0
249
4-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0