x
image
davit-p13
საქართველო სსრკ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

საბჭოთა წყობილების რღვევის პირველმა სიმბტომებმა თავი იჩინა სტალინის მოღვაწეობის ბოლო წლებში.მისი გარდაცვალების(1953 წლის 5მარტი)შემდეგ ამ სიმბტომებმა აშკარა პოლიტიკური კრიზისის ფორმა მიიღო.პარტიის ცენტრალურ კომიტეტში დამკვიდრებულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მოხერხებულად გზიდან ჩამოიშორა ქვეყნის ხელმძღვანელ მუშაკთა მთელი ჯგუფი(ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და სხვები), რომელმაც სახელმწიფო ხელისუფლების პარტიული მეურვეობისაგან გათავისუფლება გადაწყვიტა.სტალინის სიკვდილიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ მთელი ძალაუფლება კვლავ გადავიდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომელსაც ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა.ამიტიმ თავისი ერთპიროვნული დიქტატურა მან ადვილად დაამყარა.თავისი მოღვაწეობა მან დაიწყო ე.წ ოტეპელით “ (დათბობით), რაც, უპირველეს ყოვლისა, 30-იან წლების რეპრესირებულთა რეაბილიტაციით გამოიხატა.

ხრუშჩოვშჩინისპირველ პერიოდში საბჭოთა კავშირი სამეურნეო და კულტურული ზრდის გარკვეულ შესაძლებლობებსაც ინარჩუნებდა.1957წლის 4 ოქტომბერს გაუშვეს დედამიწის პირველი თანამგზავრი.1961წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი გაფრინდა იური გაგარინი.მალე მწყობრში ჩადგა პირველი ატომური ყინულმჭრელი ლენინი “.მაგრამ როგორც კი პოლიტიკური და სამეურნეო რეფორმები სოციალისტური სისტემისსაფუძვლებს მიუახლოვდა, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.დარგობრივი სამინისტროების გაუქმებამ და ტერიტორიული სახალხო მეურნეობის საბჭოების შექმნამ ვერც დაგეგმვის ცენტრალიზაცია და ვერც მატერიალური დაინტერესების გაზრდა უზრუნველყო.

0
156
5-ს მოსწონს
ავტორი:davit-p13
davit-p13
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0