x
image
ხიზანიშვილი
აღდგება თუ არა უახლოვესი 3 დღის განმავლობაში მიკროავტობუსების მოძრაობა თბილისში

image- ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები კვლავ აქციას მართავენ თბილისის მერიასთან და შესაძლოა დღეს მორიგი მოლაპარაკებაც გაიმართოს. ამ მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობა, რომელიც უკვე 6 დღეა შეწყვეტილია.
- პარალელურად კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად შეთანხმება მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის ვერ შედგა და მათი ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ ისინი მიუხედავად ამისა მაინც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოონ მოლაპარაკებები გაფიცულ მძღოლებთან. თუ ვერ იქნება შეთანხმება მიღწეული "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, რომ გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება მოიჯარე მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც უკვე მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა.
- კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" განცხადება: "მათი ბოლო მოთხოვნა, სრული ყოველდღიური გადასახადი შემცირდეს 30%-ით, რაც თითოეულ მძღოლზე ორ კვირაში 300-დან 600 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, კომპანიას ფინანსურ ზარალს მოუტანს და ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამის მიუხედავად კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის 3 დღის განმავლობაში კიდევ აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები გაფიცულ მძღოლებთან. ამის შემდეგ "თბილისის მიკროავტობუსი" იძულებული იქნება გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მოიჯარე მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა."

1
26
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
26
  
2013, 30 იანვარი, 16:13
აუ,ნერვები მეთხრება მაგრად :@
0 1 1