x
image
ხიზანიშვილი
ყველაზე არასტრესული პროფესიები
image-ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული სპეციალური კვლევის შედეგად ყველაზე ნაკლებად სტრესული პროფესიების რეიტინგში ბიბლიოთეკარის საქმიანობა ლიდერობს. ამ სფეროს წარმომადგენლებს მშვიდ ატმოსფეროში უწევთ მუშაობა, რაც შრომის ნაყოფიერებაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. დამატებითი ბონუსი, მრავალფეროვან ლიტერატურასთან შეუზღუდავი წვდომაა, რაც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ინტელექტუალური განათლების რეალურ შანსს აძლევს და მათ მომავალ პროფესიულ წინსვლას უზრუნველყოფს.

- ამერიკული გამოკითხვის მიხედვით გაუმართლათ სტილისტებსაც. მათი საქმიანობა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, როგორც წესი მაღალანაზღაურებადია. მართალია სტილისტებს, მთელი დღის განმავლობაში, უამრავი კლიენტის მომსახურება უწევთ, მაგრამ სწორედ განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობაა მათი სამუშაოს ერთ-ერთი დადებითი და სასიამოვნო ნაწილი. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სტილისტისა და მისი კლიენტების ურთიერთობა უბრალო თავაზიანობის საზღვრებს სცილდება და მათ შორის გაცილებით ახლო, მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება. სწორედ ეს კომუნიკაციაა იმ დაღლილობის კომპენსაცია, რომელიც, როგორც წესი ნებისმიერი სამუშაოს თანმხლებია.

- ყველაზე ნაკლებადსტრესული პროფესიების ჩამონათვალშია დიეტოლოგების საქმიანობაც. ისინი ამერიკელთა ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობენ, იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულ შტატებში სიმსუქნის პრობლემასთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მტკივნეული საკითხია. დიეტოლოგთა უმრავლესობას სხვადასხვა ასაკისა და ცხოვრების წესის მქონე პაციენტების მკურნალობა უწევთ. ამ პროფესიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან და პატივსაცემ ადამიანებად მიიჩნევენ.

- სასიამოვნოს სტატუსი მიანიჭეს ამერიკელებმა იუველირის საქმიანობასაც. მათი შრომის შედეგი ყველგან ყურადღების ცენტრში ექცევა. იუველირის ფანტაზია, პროფესიონალიზმი, ნიჭი და გემოვნება იმ სამკაულებშია თავმოყრილი, რომლებსაც მილიონობით ადამიანისთვის სიხარული და თავდაჯერება მოაქვთ. სამუშაოს სპეციფიკაა ისიც, რომ იუველირები თავად განაგებენ დღის განრიგს, მათ არ ყავთ მკაცრი შეფი და მუშაობისა და დასვენების რეჟიმს არავის უთანხმებენ. მათი საქმიანობის დამატებითი ბონუსია ისიც, რომ იუველირებს მუდმივად ლამაზი და ბრჭყვიალა ნივთების გარემოცვაში უწევთ მუშაობა, რაც მათ განწყობაზეც დადებითად აისახება.


- ნაკლებას სტრესული პროფესიების ჩამონათვალშია მკერავის საქმიანობაც. ის ტანსაცმელს საკუთარი ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით ქმნის, დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს და საქმეს შემოქმედებითად უდგება. მათი უმრავლესობა მშვიდ გარემოცვაში მუშაობს, რაც მკერავს საშუალებას აძლევს საქმეზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს.

- ყველაზე სასიამოვნო პროფესიების წარმომადგენლებს შორის არიან უნივერსიტეტის პროფესორებიც. მათი საქმიანობა დაფასებული და მატერიალურად მაღალანაზღაურებადია. მათ გარდა იმისა, რომ ყველა პატივს სცემს, მუდმივად ახალგაზრდა სტუდენტებთან უწევთ ურთიერთობა, რაც ნებისმიერი ასაკის მეცნიერის განწყობასა და მსოფმხედველობაზე პროგრესულად აისახება.

1
41
18-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
41
  
2013, 27 ივნისი, 15:14
ბიბლიოთეკარი მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოოდი,დანარჩენზე ვფიქროობ საკამაოდ სტესულია სტილისტპბაც მკერავობაც და უნივერსიტეტის პროფესორობაც...შეიძლება საქართველოშია ესე :)
0 1 1