x
image
ხიზანიშვილი
რუსმა სამხედროებმა, სოფელ დიცში, საკუთარ ბაღში ახალგაზრდა დააკავეს

image- რუსმა სამხედროებმა, გადმოწეულ საოკუპაციო ზოლთან, სოფელ დიცში, საკუთარ ბაღში 24 წლის როსტომ სოსიაშვილი დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სისტემატიურად მედიკამენტების მიღება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უწყებამ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როსტომ სოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს განცხადებით უკვე დაწყებულია მუშაობა დაკავებულის გათავისუფლების მიზნით.


1
18
17-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
18
  
0 1 1