x
image
ხიზანიშვილი
"შოპინგმანიამ" შეიწირა
image- დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა მოხუცი ქალი, რომელიც სხვადასხვა საქონლის შეძენის ჟინით იყო შეპყრობილი. პენსიონერი ქალი საკუთარ სახლში გაუხსნელი ყუთების გროვაში გაიგუდა.

- მანჩესტერის საგრაფოს პოლიციამ აღმოაჩინა 77 წლის ქალის სხეული, რომელიც სტოკპორტში, საკუთარ სახლში ცოცხლად იყო დამარხული.

- პოლიციის მონაცემებით, მოხუცი ქალი ჯოან კიონეინი უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში დაგროვილი, ჯერაც გაუხსნელი საქონლით სავსე ყუთების გროვის ქვეშ მოჰყვა. ოთახში ერთმანეთზე ეწყო ელექტრო საქონლით სავსე ყუთები, ჩემოდნები ტანსაცმლით, სხვადასხვა აქსესუარებით. მაგალითად ერთ ყუთში ზუსტად ერთნაირი 300 შარფი აღმოჩნდა. ყუთები სავსე იყო ქოლგებით, ვიდეოკასეტებით. მსგავსი საქონლით გამოტენილი იყო, აგრეთვე, პენსიონერის გარაჟი და მანქანაც კი. მისი საცხოვრებელი ბინა ნაყიდი საქონლით ისე იყო გადატვირთული, პრაქტიკულად, გასასვლელი ადგილი აღარ იყო დატოვებული.

- მოხუცებული მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ის ექიმთან მორიგ მიღებაზე არ გამოცხადდა. პოლიციას ორი დღე დასჭირდა იმისათვის, რომ გადაექექა დაგროვილი "ქონების" გროვა, რომლის ქვეშაც ქალის უსულო სხეული იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, დაღუპული საძინებლისკენ მიემართებოდა და ის ყუთების ზვავმა დაფარა. სასამართლოს ექსპერტიზის მონაცემებით, მოხუცი, სხეულის გაუწყლოებით გარდაიცვალა, რაც საკმაოდ მტანჯველი სიკვდილია.


- უფრო ადრე, გაერთიანებულ სამეფოში, 74 წლის გორდონ სტიუარტის გვამი იპოვეს, რომელიც ბრუგტონში, საკუთარ სახლში ზუსტად ისევე მოექცა დიდი ხნის განმავლობაში ნაგროვები, საკუთარი ხელით დალაგებული ყუთების ქვეშ, როგორც ჯოან კიონეინი.

1
32
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
32
  
2013, 13 იანვარი, 10:52
უცნაური გატაცება ჰქონია
0 1 1