x
image
ხიზანიშვილი
ასლან ჰუსოიანი და ქართველი ე.წ. "ავტორიტეტები"

image- ქურდული სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი მეთაურის ასლან ჰუსოიანის მკვლელობამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა საქართველოს სამწუხარო კავშირი ამ სამყაროსთან. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ე.წ. კანონიერი ქურდების ნახევარზე მეტი წარმოშობით საქართველოდანაა. ყველაზე მწვავე და სისხლიანი დაპირისპირებაც სწორედ მათ შორის მიმდინარეობს. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ასლან ჰუსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" მკვლელობის ერთ-ერთი ვერსიაც სწორედ ქართველებს უკავშირდება.

- ასლან ჰუსოიანს მთელი "დიდი საბჭოეთი" დედ ჰასანად იცნობდა. ამჟამად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კანონიერი ქურდის წოდებას 1285 ადამიანი ატარებს, მათგან სულ ცოტა ნახევარი წარმოშობით საქართველოდანაა და მათგან მოსკოვში 300 ცხოვრობს.

- 75 წლის დედ ჰასანი, რომელიც მოსკოვის ქუჩებში კორტეჟით დადიოდა ღარიბ ადამიანთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა. როგორც ამბობენ მის დაჯგუფებას სხვა უამრავ ბიზნესთან ერთად დიდი წილი ჰქონდა, სოჭის ოლიმპიადისთვის, 40 მილიარდიან უდიდეს სახელმწიფო შეკვეთებში, მაშასადამე შეუძლებელია მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონოდა რუსეთის ხელისუფლებასთან.

- ჰუსოიანის არათუ მკვლელობის, არამედ დაკრძალვის ამბავიც კი გაუგებარია, პარასკევის, მოსკოვური პანაშვიდის შემდეგ, შაბათს, გამთენიისას საგანგებო რეისი მისი ცხედრით დონეცკის აეროპორტში დაეშვა, თვითმფრინავიდან არავინ გადმოსულა თუმცა ამბობენ, რომ მასში 30-მდე ე.წ ავტორიტეტი იჯდა და სრული შესაძლებელია სწორედ ამ მიზეზით განაცხადა უარი საქართველოს მთავრობამ მის მიღებაზე.

1
453
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
453
  
0 1 1