x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რკინის ლედი - ყველაზე მყარი ხასიათის 3 ზოდიაქო
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.





ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ კოლოსალური ნებისყოფა და არასოდეს ნებდებიან - ისინი მიზნისკენ მოძრაობენ და აღწევენ კიდეც მას. ზსტროლოგები მათთან კონფლიქტს არ გირჩევენ.


რკინის ლედი -ყველაზე მყარი ხასიათის 3 ზოდიაქო





1. ☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - გარეგნულად ისინი შეიძლება ჩანდნენ სუსტი, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მატყუარაა. ვერძი ძალიან აფასებს დამოუკიდებლობას და მზადაა ბოლომდე იბრძოლოს პირადი იდეალებისთვის. სანამ ომს არ გამოუცხადებთ, ისინი მშვიდად იქცევიან, წვრილმანებზე არ გაამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, როგორც კი გადალახავთ მის საზღვრებს, ვერძი მყისიერად გადადის შეტევაზე და ყველაზე ხშირად ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის.




2. ☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი) - კურო ქალები ყოველთვის ღია და კეთილგანწყობილი არიან სხვების მიმართ. ვერც კი იტყვით, რომ მათში რკინის ლედი იმალება. მაგრამ პერსონაჟის განსჯა მხოლოდ გარეგანი ნიშნებით, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა. თუ კუროს პირად სივრცეს დაარღვევთ, თქვენს წინაშე სრულიად განსხვავებულ ადამიანს დაინახავთ – გაბრაზებულს, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში მოგწმინდოთ დედამიწის პირისაგან. ამიტომ, კუროებთან ურთიერთობისას ძალიან ფრთხილად იყავით.




3. ☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - ყველაზე ხშირად, ისინი წესიერების ფარგლებში იქცევიან - ძალიან იშვიათად გაიგონებთ მათგან გინებას ან უკონტროლო ემოციების მოზღვავებას. გარეგანი გულგრილობა ფუნდამენტური პოზიციაა ცხოვრებაში. ამგვარად, თხის რქები თავს იცავენ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მათი თვითშეფასების განზრახ დაქვეითება სურთ. თუ კლასიკური ტექნიკა არ მუშაობს, მაშინ თხის რქები იწყებენ უფრო აქტიურ მოქმედებებს. სჯობს დაიცვათ მათთან უსაფრთხო დისტანცია.



0
33
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0