x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს შეუძლია უარყოფითი ენერგეტიკის თავიდან აცილება - შენ ხარ სიაში?

ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.


image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.




თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ენერგეტიკული ველი. ის თუ სუსტია, ადვილი შესაძლებელია უარყოფითმა ენერგეტიკამ მოახდინოს მასზე გავლენა. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის დროს თქვენი განწყობა და ფიზიკური ძალები დაქვეითდა. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ თქვენი სუსტი ენერგეტიკული ველის წყალობით შემოაღწია უარყოფითმა ენერგეტიკამ, რომელსაც გარკვეული ადამიანები ატარებენ. თუმცა, არის ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთაც ძლიერი ენერგეტიკული ველი აქვთ და შეუძლიათ თავიდან აიცილონ (აირეკლონ) ნებისმიერი ნეგატივი.




№ 3. image


მე-3 ადგილზეა თხის რქა - თხის რქა საკმაოდ პრაქტიკულია. მას არ სჯერა ეზოთერიკის და მისტიციზმის, ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებს. ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი და არ ხელმძღვანელობს სხვისით, თუ ის მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.


როდესაც თხის რქა ხვდება, რომ გარკვეულ პიროვნებასთან კომუნიკაცია სასიამოვნო არ არის, ცდილობს გაწყვიტოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს დიალოგი. ასევე არსებობს იმის ტენდენცია, რომ თუ თხის რქას ცუდს უსურვებთ, ის აუცილებლად თქვენ დაგიბრუნდებათ. ასე, რომ არ გადაკვეთოთ თხის რქის გზა.






№ 2. image


მე-2 ადგილზეა ტყუპები - ტყუპებისთვის მარტივია უცხოებთანაც კი საერთო ენის პოვნა. მათ შეუძლიათ საათობით ისაუბრონ, თუნდაც უინტერესო თემებზე. საუბრისას ტყუპები მთლიანად ანეიტრალებენ და ათავისუფლებენ უარყოფით ენერგიას.


ტყუპებმა იცის თუ როგორ ააშენოს მის გარშემო შეუღწევადი კედელი. მას აქვს შენიშვნებისა და კრიტიკის მიმართ იმუნიტეტი და ყველა უარყოფითს ადრესატს უგზავნის. "საუკეთესო დაცვა- თავდასხმაა", სწორედ ამ წესით ცხოვრობს და ხელმძღვანელობს ის და ეს ეხმარება გაუძლოს და არ შეაღწევინოს საკუთარ ენერგეტიკაში სხვა უარყოფით მუხტს.






№ 1. image


პირველ ადგილზეა თევზები - იმისდა მიუხედავად, რომ თევზები გარე სამყაროზე ძალიან მგრძნობიარენი არიან, მაინც არ ექცევიან მათი გავლენების ქვეშ. მათ აქვთ საკუთარი საიდუმლო თავშესაფარი და იციან როგორ დაიმალონ იქ.


თევზებს შეუძლია გაიგოს როდის მოდის მოსაუბრისგან უარყოფითი ენერგეტიკა და თავი აარიდოს მასთან საუბარს. ამრიგად, თევზები ამ დროს იმალება თავის შინაგან აკლდამაში და აჩერებს ბოროტი ძალების ზემოქმედებას მასზე. ასევე შეუძლია გაორმაგებული რაოდენობით დაუბრუნოს უკან მას.


გირჩევთ, თევზებთან ექსპერიმენტებს მოერიდოთ!







იხილეთ აგრეთვე:




ზოდიაქოს ნიშნები უარყოფითი ენერგეტიკით - გაიგე, ხარ თუ არა სიაშიimage






რა პრობლემები გაქვთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?image






ყველაზე ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები - შენ ხარ სიაში?image






3 ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშანიimage

0
1345
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0