x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა დღეს დაქორწინდით? - იცოდით, რომ თარიღი გავლენას ახდენს ბედზე?
იცოდით, რომ ვარსკვლავების განლაგება კავშირშია ბედზე, როდესაც დაქორწინებას გადაწყვეტთ? გარკვეული თარიღი გავლენას ახდენს თქენს ბედსა და თანაცხოვრებაზე. იპოვეთ მოცემულ რიცხვებსა და თვეებში თქვენი ქორწინების თარიღი და ნახეთ რა ბედი ელის თქენს წყვილს.


image



რა დღეს დაქორწინდით? - იცოდით, რომ თარიღი გავლენას ახდენს ბედზე?



1). 21 მარტი - 19 აპრილი - ქორწინება ვერძის ნიშნის ქვეშ.

image


ქორწინებამდე: თვალის დახამხამებაც ვერ მოასწარით, უცებ აღმოჩნდით საკურთხეველთან, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები.


ქორწინების შემდეგ: თქვენ შორის ურთიერთობა ორივე მხრიდან ძალიან იმპულსურია, ამიტომ ოჯახურ ცხოვრებაში სერიოზულ ბრძოლებს ვერ აიცილებთ თავიდან.


შესაძლო პრობლემები: ყველაზე დიდი პრობლემა თქვენს წყვილში არის ორივე მხარის სიჯიუტე კომპრომისებზე წასვლაზე. ხანდახან ზედმეტად პირდაპირი ხართ, რაც აგრესიულს და გაღიზიანებულს გხდით.


მნიშვნელოვანი რჩევა: უნდა ისწავლოთ თქვენი გაღიზიანებისა და აგრესიის გამოდევნა საძინებელში, რადგან ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა დაძაბულობის მოსახსნელად.





2). 20 აპრილი - 20 მაისი - ქორწინება კუროს ნიშნის ქვეშ. image

ქორწინებამდე: გაცნობის მომენტიდან თქვენ ყურადღებით შეისწავლეთ ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ფინანსური მდგომარეობა.


ქორწინების შემდეგ: ორივეს გჭირდებათ მოზომილი და მშვიდი ცხოვრება, საკმაოდ პატივისცემით ხართ განსჭვალული ერთმანეთის მიმართ, რაც თქვენს ურთიერთობას ძალიან ათბობს.


შესაძლო პრობლემები: თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თქვენ ორივეს გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. იმუშავეთ ამაზე და შედეგად თქვენს სახლში ყოველთვის იქნება სიყვარული და სიმშვიდე.


მნიშვნელოვანი რჩევა: საყვარელი ადამიანის მიმართ სასიყვარულო სიტყვებს მოქმედებით უნდა დაუჭიროთ მხარი.





3). 21 მაისი – 21 ივნისი – ქორწინება ტყუპების ნიშნის ქვეშ. image

ქორწინებამდე: შემთხვევით შეხვდით, ალბათ ეს იყო კარგი ფრაზა ან ხუმრობა, რამაც დაგაკავშირათ. ძალიან მოკლე დროში მოახერხეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დიდი რაოდენობის თემების განხილვა.


ქორწინების შემდეგ: ერთი შეხედვით, თქვენი ურთიერთობა ძალიან ჰაეროვანი და ზედაპირული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან სერიოზული და ღრმაა.


შესაძლო პრობლემები: ასეთ ურთიერთობებში რომანტიკა წარმოუდგენლად სწრაფად ქრება და მხოლოდ მოგონებებს ტოვებს.


მნიშვნელოვანი რჩევა: მთავარია გახდეთ საუკეთესო მეგობრები და მხოლოდ ამის შემდეგ - შეყვარებულები. კარგი იქნება თუ დაეხმარებით ერთმანეთს სამუშაოში ან იპოვნით ერთობლივ ჰობს.





4). 22 ივნისი - 22 ივლისი - ქორწინება კირჩხიბის ნიშნის ქვეშ. image

ქორწინებამდე: მაშინვე მიხვდით, რომ ერთმანეთის მონათესავე სულები იყავით, ორივეს მშვიდი სიბერე გინდათ.


ქორწინების შემდეგ: იცით, როგორ წაიკითხოთ ერთმანეთის აზრები, თქვენ შორის მიზიდულობა ძალიან ძლიერია.


შესაძლო პრობლემები: თქვენ გაქვთ ისეთი მსგავსი ჰობი, სურვილები და გემოვნება, რომ შეიძლება ამან ცოტათი შეგაშინოთ.


მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. ისიამოვნეთ ცხოვრებით!





5). 23 ივლისი - 22 აგვისტო - ქორწინება ლომის ნიშნის ქვეშ.image

ქორწინებამდე: წარმოუდგენელი და თავბრუდამხვევი რომანი გააჩაღეთ, აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით, რომ შეხვდით თქვენი ოცნების ადამიანს.


ქორწინების შემდეგ: თქვენ მხოლოდ რომანტიკა არ გაკავშირებთ, თქვენი ურთიერთობა, გარდა ამისა, ინტელექტუალურადაც შესაფერისია. გაქვთ ღრმა გულწრფელობა და ჭეშმარიტი ერთგულება ერთმანეთის მიმართ. თქვენს საძინებელში ნამდვილი ვნება სუფევს, რადგან არ ერიდებით თქვენს სურვილებზე თამამად ლაპარაკს.


შესაძლო პრობლემები: თქვენს შემთხვევაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია სიყვარულით ძალიან არ გაიტაცოთ. ბავშვის დაბადებასთან ერთად სჯობს ნამდვილი გრძნობების გამყარება.


მნიშვნელოვანი რჩევა: იმისათვის, რომ პარტნიორმა არ დაკარგოს თქვენს მიმართ სურვილი და ნდობა, თქვენი სურვილები თავს არ მოახვიოთ.





6). 23 აგვისტო - 22 სექტემბერი - ქორწილი ქალწულის ნიშნის ქვეშ. image


ქორწინებამდე: რჩეულის გვერდით თავს დაცულად გრძნობდით. თქვენ ორივე აფასებთ ერთმანეთს, გაქვთ მომავლშიც ნდობა და ურთიერთობაში სტაბილურობის იმედი.


ქორწინების შემდეგ: თქვენ გაქვთ ყველა შანსი გახდეთ სამაგალითო ოჯახი. მიწაზე მყარად დგახართ, რადგან ღრუბლებში ასვლის დრო არ გაქვთ. ორივე ერთგული ხართ, ამიტომ ეჭვიანობის და ჭურჭლის დამტვრევის სცენები არ გაქვთ. თქვენს წყვილში ვნება შორს არის პირველ ადგილზე ყოფნისაგან, რადგან თქვენთვის ინტიმური ურთიერთობა ცოლქმრული მოვალეობის შესრულების ტოლფასია.


შესაძლო პრობლემები: შეწყვიტეთ პარტნიორისთვის ყოველი განვლილი დღის შესახებ თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად მოსაწყენი გახდება.


მნიშვნელოვანი რჩევა: მოერიდეთ მუდმივ წუწუნს და მოსაწყენ ქცევას.





7). 23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი - ქორწინება სასწორის ნიშნის ქვეშ.image

ქორწინებამდე: თქვენი გემოვნება პრაქტიკულად დაემთხვა და ამიტომაც მოგწონთ ერთმანეთი. თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი თანასწორობაზეა აგებული.


ქორწინების შემდეგ: ორივე ყოველთვის ცდილობთ იყოთ საკუთარ სიმაღლეზე. საკმაოდ ხშირად იქნებით სტატუსის ღონისძიებებზე. ორივე დაინტერესებული ხართ ადამიანებით, თუმცა თქვენი ინტერესი ყოველთვის გულწრფელი არ არის. საწოლში თქვენი ურთიერთობა ემოციური და მგრძნობიარეა. იცით, როგორ უთხრათ კომპლიმენტი პარტნიორს, ამიტომ უყვარს მას თქვენი გაოცება.


შესაძლო პრობლემები: ორივემ უნდა ისწავლოთ დათმობაზე და კომპრომისზე წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოჩნდებით ძალიან რთულ სიტუაციებში.


მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ მოაწყობთ სკანდალებს, იყავით ტაქტიანები. ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნეთ წყვილის იმიჯი.





8). 24 ოქტომბერი - 21 ნოემბერი - ქორწინება მორიელის ნიშნის ქვეშ. image

ქორწინებამდე: მაგნიტივით მიგიზიდათ ერთმანეთი. თქვენი ურთიერთობა მაქსიმალურად ინტენსიურია დაიდუმალებიათაა მოცული.


ქორწინების შემდეგ: თქვენი წყვილი ყოველდღე ახალ თავგადასავალში ებმება. თითქოს თქვენ ორნი თამაშობთ სპექტაკლს. ამ სპექტაკლს აქვს ყველაფერი: გიჟური ეჭვიანობა და გიჟური ვნება, სინაზე და რბილობა. ეს ქორწინება დიდხანს გემახსოვრებათ! თქვენს შორის საწოლში არის მძვინვარე ვნება, რომელმაც არ იცის შეზღუდვები და საზღვრები. შენდამი სიყვარული მისტიკური რიტუალია, რომელიც ყოველდღე აუცილებლად უნდა შესრულდეს.


შესაძლო პრობლემები: რაღაც მომენტში ასეთი ტურბულენტური ურთიერთობა დაგამძიმებთ და მოგინდებათ ამ ბორკილების მოხსნა საკუთარ თავისთვის.


მნიშვნელოვანი რჩევა: თუ გსურთ თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდეს, მაშინ უნდა იყოთ მომთმენი. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენს პარტნიორს შეუძლია მოგცეთ აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა კომფორტისა და სიმშვიდისა.





9). 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი - ქორწინება მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ.image

ქორწინებამდე: შეხვედრის შემდეგ საკმაოდ სწრაფად დაიწყო თქვენ შორის რომანი, ორივემ დიდი სიამოვნება მიიღეთ ამ ურთიერთობისგან.


ქორწინების შემდეგ: აგრძელებთ მოგზაურობას და აფართოებთ თქვენი ჰორიზონტის საზღვრებს, ასწავლით და სწავლობთ. ეს ასე იქნება სამუდამოდ! საწოლში ყოველთვის რაღაც ახალს იგონებთ, ვარდის ფურცლები და სურნელოვანი სანთლები თქვენი ინტიმური ურთიერთობის მნიშვნელოვანი ატრიბუტებია.


შესაძლო პრობლემები: თქვენს წყვილში თავიდანვე ძალზე მნიშვნელოვანია მისაღები თავისუფლების საზღვრების დადგენა, რადგან თქვენი შესანიშნავი კავშირი შეიძლება დაიშალოს სასიყვარულო სამკუთხედის გამო.


მნიშვნელოვანი რჩევა: ერთად წადით ვიზიტებზე, მოაწყეთ ერთობლივი არდადეგები და იმოგზაურეთ რაც შეიძლება ხშირად. მხოლოდ მდიდარი და ენერგიული ცხოვრება დაეხმარება თქვენს ქორწინებას იყოს ბედნიერი და ხანგრძლივი.





10). 22 დეკემბერი - 20 იანვარი - ქორწინება თხის რქის ნიშნის ქვეშ. image


ქორწინებამდე: საკმაოდ დიდხანს უყურებდით ერთმანეთს, სანამ დაქორწინებას გადაწყვეტდით, რადგან არასავალდებულო ფლირტში აზრს ვერ ხედავთ.


ქორწინების შემდეგ: მშვენივრად იცით, რა გინდათ ერთმანეთისგან და ცხოვრებისგან. თქვენ ერთად, წინასწარ განიხილავთ მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს, ამიტომ ქორწინებაში გახსნილი ხართ პარტნიორის მიმართ, ბედავთ ექსტრავაგანტულ ქმედებებს და წყვეტთ ასკეტობას. საძინებელში ძალიან მოსიყვარულეები ხართ ერთმანეთის მიმართ და გულწრფელად ზრუნავთ პარტნიორზე.


შესაძლო პრობლემები: თქვენ უნდა იყოთ სრულიად დარწმუნებული ურთიერთობაში, რომ თქვენი კავშირი სამუდამოდ გაგრძელდეს. არასოდეს მოატყუოთ საყვარელი ადამიანი.


მნიშვნელოვანი რჩევა: არც კი იფიქროთ ერთმანეთის ინტერესების ღალატზე, ყოველთვის მიჰყევით დაგეგმილ კურსს.





11). 21 იანვარი - 19 თებერვალი - ქორწინება მერწყულის ნიშნის ქვეშ. image

ქორწინებამდე: თქვენი ურთიერთობა ორიგინალურად და მოულოდნელად დაიწყო. თქვენ ორივე დამოუკიდებელი ხართ და თავისუფლებისმოყვარე, ამან გაგაერთიანათ.


ქორწინების შემდეგ: თქვენს ქორწინებაში მეგობრობა პირველ ადგილზეა. ერთად ოცნებობთ მომავალზე, რეგულარულად ისვენებთ მეგობრების გარემოცვაში და ყოველთვის ყველაფერში ხედავთ ნიშნებსა და სიმბოლოებს. ბევრი თქვენი ინტიმური იდეა რჩება არარეალიზებული იმის გამო, რომ ძალიან შეზღუდულები ხართ. შეეცადეთ გათავისუფლდეთ საძინებელში.


შესაძლო პრობლემები: თქვენ ორივეს გაქვთ პარტნიორის გაიდეალების უნარი, ამიტომ ხანდახან გიწევთ გამოსვლა საკუთარი თავისგან, რათა საყვარელი ადამიანი იმედგაცრუებული არ დარჩეს.


მნიშვნელოვანი რჩევა: მეტი ყურადღება მიაქციეთ ერთმანეთის იდეებს.





12). 20 თებერვალი - 20 მარტი - ქორწინება თევზების ნიშნის ქვეშ.image


ქორწინებამდე: ერთხელ წარმოსახვაში თქვენთვის იდეალური პარტნიორი წარმოიდგინეთ. სწორედ ამ ფიქტიურ იდეალთან ხართ ურთიერთობაში. ფრთხილად იყავით, რომ არ გაგიცრუვდეთ იმედები.


ქორწინების შემდეგ: გულდასმით უვლით საყვარელ ადამიანს და ერთი შეხედვით უგებთ ერთმანეთს. თუ თქვენი პარტნიორი არასწორ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ ყოველთვის აძლევთ მას შეცდომის გამოსწორების მეორე შანსს. არ უნდა გააკრიტიკოთ ერთმანეთი ინტიმურ საკითხებში, ორივეს გიყვართ ნაზი კოცნა და მოფერება.


შესაძლო პრობლემები: თქვენი კავშირი არის სრული ილუზია. თუ გიყვართ ტანჯვა, მაშინ იტანჯებით, თუ ოცნებობთ მარადიულ სიყვარულზე, დაე ასეც იყოს.


მნიშვნელოვანი რჩევა: ხანდახან მარტო უნდა იყოთ, რომ პარტნიორი მოგენატროთ.


0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0