x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოდვების ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაიგე, რას სცოდავ შენ!
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.




თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ბნელი მხარე, რომლებთან ბრძოლა ძალზედ რთულია. ასტროლოგებიც ამტკიცებენ ფაქტს, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს სწრაფვა რაღაც ცუდისკენ და არ ძალუძთ გაუმკლავდნენ საკუთარ სისუსტეებს. მოდით, ვნახოთ თუ რა ცოდვისკენაა მიდრეკილი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.




ვერძი - ვერძს შეუძლია მოკლას! რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არა, თუმცა რატომაც და არა. ის ძალზედ ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა. ადვილად გამოდის მდგომარეობიდან, ამიტომ მოუწოდებენ, რომ შეძლონ გრძნობების კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავნებენ ვინმეს (ან საკუთარ თავს).



კურო - კუროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდვა მისი სიბრაზისკენ მიდრეკილებაა. ის ყველაფერზე ბრაზობს - საჭმელი, სექსი, უყურადღებობა... მისი კიდევ ერთი ცოდვა არის ნარცისიზმი. ის მუდმივ მოლოდინშია, რომ გარშემო ყველა დატყვევდება და აღფრთოვანდება მისით.



ტყუპები - ტყუპების ცოდვა, არაკეთილსინდისიერებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა დაემუქრება, თუ არ მოიტყუება, შენიღბავს მაინც ტყუილს.



კირჩხიბი - კირჩხიბის ტენდენციაა გააღმერთოს ყველა და ყველაფერი. შეუძლიათ შეიყვარონ და შემდეგ გააღმერთონ ის, გადადონ საკუთარი თავი და ყველაფერი მხოლოდ მისთვის აკეთონ. რა მოხდება, ერთხელაც თუ ეს "თქვენი ღმერთი" მიგატოვებთ? საკუთარ თავზეც უნდა იფიქროთ.



ლომი - ლომი უმეტესწილად ნარცისია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ურთიერთობებს ეხება. ის ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტური ნიშანია. ქედმაღალი და ამპარტავანია, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არ აინტერესებს როგორ მიაღწევს ამას, ყველაფერი მხოლოდ ხელის ერთი მოძრაობით უნდა. სწორედ ამიტომ, ყველა გაურბის მასთან ურთიერთობას. აბა, ვის მოუნდება ურთიერთობა პიროვნებასთან, რომელიც ყველაფერში მხოლოდ საკუთარ გამოსახულებას ხედავს?!



ქალწული - ქალწულის ნაკლია ის, რომ ის ეჭვიანია. ასევე, ის შურიანია, თუ მალე ვერ მიაღწია იმას, რაც სურს, შური მას შიგნიდან დიდხანს შეჭამს.



სასწორი - სასწორს საკუთარი სილამაზის გარდა, არაფერი ადარდებს გარშემო. ტკბება სარკის წინ საკუთარი ვიზუალით და ამით ძალას იძენს. თუმცა, ისიც კარგად იცის, რომ მხოლოდ გარეგნული შეფუთვით ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას.



მორიელი - მორიელის ცოდვაა ლტოლვა. მათ აქვთ ჰიპერტროფიული სურვილი, იყვნენ ახლო მეგობრები ყველასთვის, ვინც ხვდებათ ცხოვრების გზაზე. ამ „გაფართოების“ გამო, მორიელები ძნელად პოულობენ ნამდვილ სიყვარულს. და თუ ვინმე უარს ამბობს მასთან მეგობრობაზე, მაშინ მორიელისთვის ეს პირადი ტრაგედიაა.



მშვილდოსანი - მშვილდოსანი ღალატისკენაა მიდრეკილი. მათ ყველასთან უყვართ ფლირტი. მისთვის სექსი სახალისო და გასართობია, ამიტომ ძალზედ ძნელია მისთვის სერიოზული ურთიერთობის შენარჩუნება და ერთგულად ყოფნა. მაშინაც კი, თუ მართლა უყვართ ვინმე, მათი თვალები მაინც სხვა მსხვერპლის ძიებაშია.



თხის რქა - თხის რქა სიხარბეს განიცდის. ამიტომ, ყოველთვის მეტს სწავლობენ, სამსახურში გვიანობამდე რჩებიან, ყოველივე ამისათვის კი "ფინიშის ხაზზე" ელოდებიან აღიარებას, პრემიას, მოკლედ, ყველა სახის "კეთილშობილებას". ყველაფერს სისხლით და ოფლით შოულობს, თუმცა არ ხარჯავს, აგროვებს.



მერწყული - მერწყულები თვლიან, რომ განსაკუთრებულები არიან. თუ საქმე გარეგნობას ეხება, თვლიან, რომ ყველაზე ლამაზები და უჩვეულოები არიან, ხოლო თუ გონებას, ყველაზე ჭკვიანები. დროა დედამიწაზე დაშვან და გააცნობიერონ, რომ ყველა ადამიანი გარკვეულწილად ლამაზი და ჭკვიანია.



თევზები - თევზებს უყვართ ღრუბლებში ფრენა. ზოგჯერ, თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობენ. ოცნებობს დიდებაზე და ავიწყდება ყოველდღიური ცხოვრება. გარშემომყოფებს მიაჩნიათ, რომ თევზი ზარმაცია, თუმცა თევზი ფიქრობს, რომ "უნდა დაიჭირო ყოველი წამი".






0
1238
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0