x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, კვირის რომელი დღე მოგიტანთ წარმატებას? - იხილეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის არსებობს ენერგეტიკულად დამუხტული დღეები, რაც ეხმარება მას სირთულეების დაძლევაში. ამ ბედნიერ დღეებში წარმატება არ აყოვნებს და განწყობაც პოზიტიური ხდება. ვარსკვლავები თანაბრად ანაწილებენ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ამ ენერგეტიკას მათივე ტემპერამენტის მიხედვით.




image





გაინტერესებთ, რომელია თქვენი ყველაზე წარმატებული კვირის დღე? (წაიკითხეთ შესაბამისი ნიშანი)






1. ვერძი.


ვერძმა ორიენტირება უნდა მოახდინოს თავის მმართველ პლანეტებზე - წითელი მარსი პასუხისმგებელია სამშაბათზე, ხოლო მზე - კვირაზე. ნებისმიერი ინიციატივისთვის, სასარგებლო დღეებია ქმედებისთვის. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც სამშაბათს შესრულდება, სარგებელს მოიტანს. კვირადღე კი, რეკომენდებულია პირად ურთიერთობებს დაუთმოთ. მზის თბილი ენერგია ვერძს აძლევს საშუალებას, თავისი დადებითი თვისებები გამოხატოს.




2. კურო.


კურო ორი მნათობის გავლენის ქვეშ მყოფი ნიშანია: მთვარე და ვენერა. მთვარე პასუხისმგებელია ორშაბათზე, ხოლო სიყვარულის პლანეტა ვენერა კი, პარასკევზე. კვირის პირველივე დღე კუროსთვის საუკეთესოა ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად. ნებისმიერი ხარჯები, საუკეთესო ინვესტიცია იქნება მომავლისთვის. პარასკევს უნდა დაისვენოთ, ის საუკეთესო დღეა მეგობრებისთვის და ხანგრძლივი რომანტიკული ალიანსების შესაქმნელად.




3. ტყუპები.


ტყუპების სამუშაო პიკი ოთხშაბათ დღეს არის. სწორედ ამ დღეზე ახდენს მისი პლანეტა მერკური გავლენას. მმართველი პლანეტა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხელს უწყობს ბიზნესსა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ასევე, კვირის შუა დღე საკეთესოა მეგობრებისგან მხარდაჭერის მისაღებად.




4. კირჩხიბი.


მთვარის დაცვის ქვეშ მყოფი ეს ნიშანი თავს კარგად ორშაბათობით იგრძნობს. თუ სხვა ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები ორშაბათობით მხოლოდ იღვიძებენ, კირჩხიბს უკვე მიზნები აქვს დაპყრობილი. ამ დღეს, მთელი მათი გეგმები ხორციელდება ბოლომდე. ასევე სანდოა ხუთშაბათი დღე, რადგან ამ პერიოდში იუპიტერის ბენეფიციარს პლანეტის ხელშეწყობით უცვლელად მოაქვს მათ პირად ცხოვრებაში ბედნიერება.




5. ლომი.


ლომები არასოდეს ჩქარობენ. ისინი მშვიდად მოქმედებენ მთელი კვირის განმავლობაში. ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი სტაბილური ხასიათისა, ასევე აქვთ კვირის ერთი გნასაკუთრებული დღე და ეს კვირის ბოლოა. მზის გავლენა, კვირადღეს საშუალებას აძლევს ლომებს, რომ მატერიალურ და სულიერ მხარეს მიხედონ, რათა ახალი მწვერვალების დასაპყრობად მოემზადნონ.




6. ქალწული.


ტყუპების მსგავსად, ქალწულსაც პლანეტა მერკური იცავს. მათ წარმატებაზე ოთხშაბათი დღე აგებს პასუხს. ფინანსური ოპერაციებისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის ყველაზე მომგებიანი და პერსპექტიულია ოთხშაბათი. ამ დღეს, ასევე ყველაზე კარგად გრძნობენ ქალწულები ახლის მოახლოებას და მათი გამძაფრებული ინტუიცია რეალობასთან არსებულ გეგმებს ყნოსავენ.




7. სასწორი.


წონასწორობისთვის საწორს აქვს პარასკევი დღე. მმართველი პლანეტა ვენერა ხელს უწყობს სასწორს მეგობრებისგან და ახლობლებისგანაც მიიღოს ამ დღეს მხარდაჭერა და სითბო. ამ დღეს, ნებისმიერი ფულიანი პროექტი კარგად დასრულდება და მიზნებს ადვილად მიაღწევენ.




8. მორიელი.


მორიელს ვერავინ მართავს სამშაბათობით. მარსია ამ ნიშანზე პასუხისმეგებელი და კვირის ამ დღეს დაიცავს ნებისმიერი პრობლემისგან. მორიელები სამშაბათს განიცდიან ძლიერ ენერგეტიკას და შეუძლიათ ადვილად გადაჭრან ყველაზე რთული საკითხებიც კი. მთავარია, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს და კომპეტენტურად მართონ საკუთარი ძალები.




9. მშვილდოსანი.


მათი მფარველი იუპიტერი განსაკუთრებით მფარველობს მშვილდოსნებს ხუთშაბათს. თუ ისინი მოგზაურობას ან ახალ პროექტებს გეგმავენ ხუთშაბათს, მაშინ ბედნიერება და წარმატება გახდება მათი მეგზური. მშვილდოსანი ადვილად აღწევს მოლაპარაკებებს, იჩენს სანაცნობო წრეს, თუმცა არ უნდა დაავიწყდეს, რომ კვირის ყველაზე წარმატებული დღე სწორედ რომ ხუთშაბათია.





10. თხის რქა.


თხის რქა უნდა დაეყრდნოს შაბათს, რადგან ის ამ დღეს განსაკუთრებით ხდება ძლიერი. სატურნი ხსნის მის ყველა შეზღუდვას და აძლევს შესაძლებლობებს, რომ გამოავლინოს ფარული ნიჭი და ჩაატაროს გადამწყვეტი საქმეები, რაც მისი გამდიდრების ერთ-ერთი ძირითადი გაანგარიშება იქნება.




11. მერწყული.


მერწულს ორი ბედნიერი დღე აქვს - შაბათი და ოთხშაბათი. ეს კი განპირობებულია ფაქტით, რომ მას ორი მმართველი პლანეტა ჰყავს- სატურნი და მერკური, რომელთა კომბინაცია მოთმინების და დიპლომატიურობის უნარს იძლევა. სატურნი პასუხისმგებელია შაბათზე და მერწულის მოთმინებაზე, ხოლო მერკური ოთხშაბათზე და მის დიპლომატიურ ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, მერწყულს შეუძლია მშვიდად დააბალანსოს ამ დღეებში ყველაფერი და ეტაპობრივად აითვისოს მისთვის სასარგებლო ცოდნა, რადგან ერთი რომელიმე დღე ამ ორიდან, აუცილებლად მოუტანს სარგებელს.




12. თევზები.


ისინი, ვინც ყველაზე იღბლიანები არიან, არიან თევზები, რადგან მათ წყალობთ კვირის სამი დღე. მათი იღბლიანი მარათონი იწყება ორშაბათს, რომელსაც განაგრძობს ხუთშაბათი და ასრულებს პარასკევი. მათი მმართველი პლანეტა იუპიტერი პასუხისმგებელია ხუთშაბათზე, რომელიც აუცილებლად წარმატებით დასრულდება, ხოლო ორშაბათს და პარასკევს თევზებს შეუძლიათ, საყვარელი საქმიანობით დაკავდეს.







იხილეთ აგრეთვე:



ის, თუ რომელ საათზე დაიბადეთ, თქვენს ბედზე ახდენს გავლენას - შეამოწმეთ!image





image

1
2764
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2764
  
2019, 6 თებერვალი, 13:43
მართალია, სამშაბათობით მორიელები ვგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
0 1 1