x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108991
  • ვიდეო:351292
  • სურათი:477862
რუმინეთში ნათლობის დროს დამხრჩვალი ბავშვის გამო პეტიცია შედგა

image

რუმინეთში, მართლმადიდებლური ნათლობის ცერემონიალის დროს ბავშვი დაიხრჩო.


ტრაგედია მოხდა ქალაქ სუჩეავაში. ექვსი კვირის ბიჭს ცერემონიის დროს გულის გაუჩერდა.

ორშაბათს, 1 თებერვალს, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. გაკვეთის დროს დადგინდა, ფილტვებში წყლის არსებობა. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არაწინასწარგანზრახული მკვლელობის ფაქტზე, იმ მღდლის წინააღმდეგ, რომელიც ატარებდა ნათლობის ცერემონიას.

image

ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუმინეთში, მალევე ინტერნეტში გამოჩნდა შუამდგომლობა ნათლობის რიტუალის შეცვლის შესახებ, კერძოდ, პეტიციაზე ხელიმომწერები ითხოვდნენ წყალში ჩაძირვის ტრადიციის მოხსნას. დღეისთვის უკვე შეგროვილიაა 56 ათასზე მეტი ხელმოწერა. ერთმა მომხმარებელმა დაგმო რიტუალის „სისასტიკე“, ხოლო მეორემ გააკრიტიკა, ისინი ვისაც მტკიცედ სჯერა, რომ "ეს ღვთის ნებაა“.

image

ეკლესიის წარმომადგენელემა ვასილე ბანესკუმ განმარტა, რომ მღვდლებს შეუძლიათ მხოლოდ ბავშვის შუბლზე დაასხათ ცოტაოდენი წყალი, მთლიანად წყალში ჩაძირვის ნაცვლად.თუმცა თავის მხრივ, ეკლესიის ტრადიციონალისტური ფრთის მეთაურმა მთავარეპისკოპოსმა ფეოდოსიმ განაცხადა, რომ "ნათლობის რიტუალი არ შეიცვლება."



2019 წელს რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა, იღუმენმა ფონტიამ ერთი წლის ბავშვს ნათლობისას ტრავმა მიაყენა, რის გამოც დედამ პოლიციაში იჩივლა,

როგორც გაირკვა, იღუმენ ფოტიაზე ადრეც იყო საჩივრები შემოსული, თვითონ მამაო ამტკიცებს, რომ არაფერი საშინელება არ მომხდარა, ნათლობის დროს ბავშვის ტირილი ბუნებრივია, ნათლობის შემდეგ ბავშვს დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა.(უფრო ვრცლად იხილე აქ)


2018 წელს რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ(Daily mail, Euronews და სხვა)

საქართველოში გადაღებული ქრისტიანული ნათლობის ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ ნათლავს მამაო ბავშვს სწორედ ეს გახდა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟის მიზეზი. უმრავლესობამ დაგმო ამგვარ რიტუალი და "სისასტიკე" უწოდა.



იხილეთ ასევე

პაკისტანის პოლიციამ სამი მუსლიმი მამაკაცის მიმართ გამოძიება შეწყვიტა, რომლებიც ბრალდებული იყვნენ 12 წლის ქრისტიანი გოგონას გატაცებაში, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და 5 თვიან პატიმრობაში. ფარაჰ შაჰინი, რომელიც ახლა 13 წლისაა, 25 ივნისს გაიტაცეს ფაისალაბადიდან, გოგონა ...


რომის პაპმა ფრანცისკემ სოციალურ ქსელში მეორედ მოიწონა მოდელის საკმაოდ სექსუალური ფოტო. პონტიფიკის "ლაიქს" თავად მიაქცია ყურადღება მოდელმა და ამის შესახებ Twitter- ზე დაწერა. მარგო ფოქსის( Margot Fox) მიერ გამოქვეყნებული სკრინშოტიდან ჩანს, რომ პაპის ოფიციალური აკაუნტიდან შეფასებულია მოდელის ის ფოტო, სადაც არ ჩანს მისი სახე, მაგრამ ...


მღვდლების უმეტესობა მრევლს უყვება არა მხოლოდ ბიბლიის შესახებ, არამედ პასუხობს საკმაოდ რთულ, ჩამჭრელ კითხვებს. ამასვე აკეთებს საკუთარ აკაუნტზე მღვდელი პაველ ოსტროვსკიც, რა დროსაც ადამიანებისგან სერიოზულ მსჯელობის დროს, სერიოზულადვე პასუხობს, თუმცა სადაც ხუმრობაა შესაძლებელი, მღვდელი ხელიდან არ უშვებს ამ შანსს. კ...


აშშ ს შტატ ლუიზიანაში დააკავეს მღვდელი კათოლიკური ტაძრის საკურთხეველთან ჯგუფური სექსისთვის, ამის შესახებ იუწყება New York Post 37 წლის მეუფე ტრევის კლარკი და მისი პარტნიორები ეკლესიაში შემთხვევით შესულმა მორწმუნემ ნახა . მან დაინახა, რომ ეკლესიაში შუქი ჩვეულებრივზე უფრო გვიან ენთო, ამიტომ შენობაში შესვლა გადაწყვიტა. მოწმემ ნ...

0
237
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0