x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რომის პაპმა ისევ მოიწონა დიდმკერდიანი მოდელის ფოტო
image
რომის პაპმა ფრანცისკემ სოციალურ ქსელში მეორედ მოიწონა მოდელის საკმაოდ სექსუალური ფოტო.


პონტიფიკის "ლაიქს" თავად მიაქცია ყურადღება მოდელმა და ამის შესახებ Twitter- ზე დაწერა.


მარგო ფოქსის( Margot Fox) მიერ გამოქვეყნებული სკრინშოტიდან ჩანს, რომ პაპის ოფიციალური აკაუნტიდან შეფასებულია მოდელის ის ფოტო, სადაც არ ჩანს მისი სახე, მაგრამ სამაგიეროდ მოდელის სხვა ქალური ღირსებებია გამოფენილი - სავსე მკერდი შავ საცურაო კოსტუმში.

image


როგორც International Business Times იუწყება, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს ამ ფაქტზე, გოგონამ დახურა საკუთარი გვერდი, თან დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი აკაუნტი იყო.


შეგახსენებთ, ნოემბრის შუა რიცხვებში რომის პაპმა მოიწონა ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტო, სადაც ის სკოლის ფორმაში გამოწყობილი ძალზე სექსუალურად პოზირებდა.

image

მომხმარებლებმა უმალ შეამჩნიეს ეს, თუმცა ფრანცისკოს ოფიციალური გვერდიდან, რომელსაც 7, 5 მილიონი ადამიანი ადევენებს თვალს, "ლაიქი" უცებ გაქრა. ამის შემდეგ ვატიკანმა დაიწყო გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.


უფრო ადრე პაპმა ფრენცისკემ "ღვთაებრივი" უწოდა საყვარელ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობას ან კარგი საჭმლით სიამოვნებას.


- სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის, ეს არც კათოლიკურია, არც ქრისტიანული და არც სხვა არაფერი, უბრალოდ ღვთიურია, - თქვა ფრენსისმა(იტალიელი მწერლის კარლო პეტრინის წიგნიდან TerraFutura, სადაც პაპის გამონათქვამებია გამოქვეყნებული)

0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0