x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში დააკავეს მღვდელი საკურთხეველთან ჯგუფური სექსის გამო
image

აშშ – ს შტატ ლუიზიანაში დააკავეს მღვდელი კათოლიკური ტაძრის საკურთხეველთან ჯგუფური სექსისთვის, ამის შესახებ იუწყება New York Post


37 წლის მეუფე ტრევის კლარკი და მისი პარტნიორები ეკლესიაში შემთხვევით შესულმა მორწმუნემ ნახა . მან დაინახა, რომ ეკლესიაში შუქი ჩვეულებრივზე უფრო გვიან ენთო, ამიტომ შენობაში შესვლა გადაწყვიტა.

image


მოწმემ ნახა ნახევრად შიშველი მღვდელი, რომელსაც სექსი ჰქონდა ორ ქალთან, რომლებსაც კორსეტები და მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვათ. საკურთხეველზე დადგმული იყო სცენის განათება, იქვე იდო სექს- სათამაშოები, ხოლო შტატივზე დამაგრებული მობილური ტელეფონი, ვიდეოზე აფიქსირებდა რაც ხდებოდა.


მრევლმა ამათ გარყვნილება ვიდეოზე გადაიღო და პოლიციას გამოუძახა. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა დააკავეს მღვდელი ორ ქალთან - 41 წლის მინდი დიქსონთან და 23 წლის მელისა ჩენგთან ერთად.

image

ისინი უხამსი საქციელის ბრალდებით სასამართლოს გადასცეს.

დიქსონმა, რომელიც პორნომსახიობია, აღიარა, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ინციდენტის წინა დღეს მან გამომწერებს განუცხადა, რომ ახალი ორლეანისკენ მიდიოდა, სადაც ღვთის სახლი უნდა შეებილწა.

image

ინციდენტის შემდეგ ახალი ორლეანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ეწვია ეკლესიას სპეციალური რიტუალის შესასრულებლად, რათა აღედგინა წაბილწული საკურთხევლის სიწმინდე. გარყვნილი მღვდელი ეპარქიამ ეკლესიიდან მოკვეთა.


0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0