x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე მშობიარობას - 10 დადებითი და უარყოფითი მხარე
image

ზოგი კაცი სიამოვნებით ესწრება მეუღლის მშობიარობის პროცესს, ზოგი კი თავს იკავებს. ეს ფაქტი უამრავ კითხვას აჩენს პროცესზე მამის დასწრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ამიტომაც მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს თითოეულ შემთხვევაში.






უარყოფითი მხარე #1: შესაძლოა, ტკივილი უფრო ძლიერი გახდეს.

ოქსიტოცინი, ცნობილი როგორც სიყვარულის ჰორმონი, აუცილებელია უფრო მარტივი და ნაკლებად მტკივნეული მშობიარობისთივს. ამიტომ უმჯობესია, თუ ქმარი მზად არ არის, საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და პროცესის ეშინია, მშობიარობას არ დაესწროს. მისმა შფოთვამ შეიძლება დაძაბული გარემო შექმნას და ბიძგი მისცეს სიტუაციას, როცა დედის ორგანიზმში ადრენალინის დონე მაღლა იწევს და სიყვარულის ჰორმონები მცირდება.

image






უარყოფითი მხარე #2: შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდეს.


არიან კაცები, რომლებიც მშობიარობაზე დასწრების შემდეგ თავს უძლურად და უიმედოდ მიიჩნევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ პროცესის დროს მათ არ შეუძლიათ დახმარება, პერსონალი მათ თავიდან მოშორებას ცდილობს და განიცდიან საყვარელი ქალის ტკივილს. ხშირად კაცი ამ გრძნობებს არ გამოხატავს და მის ქვეცნობიერში ილექება, რაც დეპრესიას იწვევს. დეპრესიის სიმპტომები შეიძლება იყოს წონის მომატება/დაკლება, თავის ტკივილი, დაღლილობა, იზოლაცია ოჯახისგან და მეგობრებისგან.

image






უარყოფითი მხარე #3: შეიძლება, თქვენი სასიყვარულო ცხოვრება გართულდეს.

კაცების უმეტესობა მშობიარობის პროცესზე დასწრების შემდეგ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამისთვის მზად არ იყვნენ. სწორედ ამიტომ მეუღლეებს შორის ურთიერთობა იძაბება. მშობიარობამ შესაძლოა დაასუსტოს წყვილის რომანტიკული გრძნობები ერთმანეთის მიმართ და მათი ურთიერთობა ნელ-ნელა მეგობრობას დაემსგავსოს.

image






უარყოფითი მხარე #4: შესაძლოა, მშობიარობა მეტ ხანს გაგრძელდეს.

როცა დედა შვილს იყვანს ხელში, მთელ ყურადღებას მას აქცევს. შვილის თვალებში ჩახედვა პირველად, მისი სუნის შეგრძნება და შეხება ქალს ყველაფრისგან წყვეტს, რაც ირგვლივ ხდება. ეს მას პლაცენტის მოშორებაშიც ეხმარება, რადგან სიყვარულის ჰორმონის გამოყოფა მშობიარობის შემდეგაც აუცილებელია. თუ ბავშვის მამაც იქვეა, ის შეიძლება გახდეს ადრენალინის მომატებისა და ამ ჰორმონების შემცირების მიზეზი.

image






უარყოფითი მხარე #5: შეიძლება, გაგაღიზიანოთ.

მაშინაც კი, თუ კაცი თავად იჩენს მშობიარობაზე დასწრების ინიციატივას, ეს შეიძლება კარგი აზრი არ იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროცესი 12 საათზე მეტ ხანს გრძელდება. ზოგი კაცი იწყებს ოთახში ჭამას, მობილურში ვიდეოების ყურებას და ოთახიდან წამდაუწუმ გასვლას. შეიძლება, ადრენალინის აწევის გამო ჩაეძინოს კიდეც, რაც ქალს აღიზიანებს.

image






დადებითი მხარე #1: ის დაესწრება ბავშვის ამ სამყაროში მოვლენის პირველ წუთებს.

მაშინაც კი, თუ ზოგ კაცს ეშინია ამ დიდი მომენტის და გარკვეული ეჭვებიც აქვს, მოულოდნელი სიხარული მას ყველაფერ ნეგატიურს ავიწყებს. საყვარელი ქალის გვერდით ყოფნასა და მისი ტკივილის ყურებას მოსდევს დაუვიწყარი მომენტი - შვილის სამყაროში მოვლინების პირველი წუთების ხილვა.

image






დადებითი მხარე #2: მას შეუძლია, ბავშვის გამოკვებაში დაგეხმაროთ.

ბავშვის ძუძუთი გამოკვება დედისთვის პირველ ჯერზე არც ისე მარტივია, ამ სიტუაციაში მეუღლეს შეუძლია დაგეხმაროთ. მას შეუძლია მოგაწოდოთ წყალი, დაგიდოთ საჭირო რაოდენობის ბალიშები, მოეფეროს ახალშობილს ან მსუბუქი მასაჟი გაგიკეთოთ.

image






დადებითი მხარე #3: ის ფიზიკურ და ემოციურ მხარდაჭერას გაგრძნობინებთ.

მეუღლეს შეუძლია, მშობიარებამდე ქალს ემოციური დახმარება გაუწიოს და გააცინოს. ბავშვის შეხვედრის მოლოდინთან დაკავშირებული მღელვარე საუბრებიც კი ეხმარება წყვილის ურთიერთობის გაუმჯობესებას. მშობიარობის შემდეგ დედა ძალაგამოცლილი იქნება, სავარაუდოდ მასზე წამლებიც იმოქმედებენ, ამ დროს მეუღლის იქ ყოფნა ქალს ამშვიდებს და აგრძნობინებს, რომ ბავშვი საიმედო ხელში იქნება.image






დადებითი მხარე #4: ის შვილთან უფრო დიდ კავშირს იგრძნობს.

ბოლო დროს მამები მეტად არიან ჩართულები შვილების ცხოვრებაში. ისინი საყვარელ ქალთან არიან ორსულობის ტესტის გაკეთებისას, ულტრა-ბგერის მოსმენისას, ექიმთან კონსულტაციისას და მშობიარობისას. მომავალი მამის თანამონაწილეობა ყველა ამ პროცესში შვილთან მის ემოციურ და ქვეცნობიერ კავშირს გააძლიერებს.

image






დადებითი მხარე #5: მას შეეძლება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ზოგჯერ მშობიარობას თან გვერდითი ეფექტები ახლავს, მაშინაც კი, თუ ყველაფერი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში თქვენი მეუღლე იქ იქნება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ყოფილა შემთხვევები, როცა ქმრის დასწრებას მშობიარობის პროცესზე ცოლისა და შვილის სიცოცხლეები გადაურჩენია.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!

image


2. რატომ არიან კაცები ქალების საუკეთესო მეგობრები? - მეცნიერებმა კითხვას პასუხი გასცეს

image


3. 10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს

image


4. თუ ამ 6 ფაზას გაუმკლავდებით, თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება

image


5. 12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)

image


0
210
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0