x
image
_K_
10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს
imageუმეტესობა ჩვენგანს გვსურს, საყვარელ ადამიანთან ერთად შევხვდეთ სიბერეს, თუმცა, კვლევების მიხედვით, ქორწინებების რიცხვი შემცირდა, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა მითია ან მისთვის ბრძოლა არ ღირს. უნდა გითხრათ, რომ ეს სიმართლე არაა. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ არსებობს მარტივი ხერხები, რომლის გამოყენებითაც მას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდით და ურთიერთობისგანაც საუკეთესოს მიიღებთ.


სტატიაში შემოგთავაზებთ 10 რჩევას, რომელიც შეიძლება ძლიერი და ბედნიერი ურთიერთობის რეცეპტი გახდეს.








1. ყოველთვის გქონდეთ პატარა ოცნება, რომელსაც საყვარელ ადამიანს გაუზიარებთ.

ოცნებების გაზიარების შემდეგ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი საერთო მიზანზე ამყარებთ იმედებს. იფიქრეთ ფულის შეგროვებაზე ბავშვებთან ერთად დისნეილენდში წასასვლელად ან მანქანის ყიდვაზე. იქნებ, თქვენი ოთახის განახლების შესახებ გაქვთ იდეები, ან იქნებ ოჯახის წევრების დაპატიჟება გსურთ სტუმრად. ნებისმიერ შემთხვევაში, ოცნებებისა და იმედების ერთმანეთისთვის გაზიარება პარტნიორებს აკავშირებს. იცოდეთ, რა სურს თქვენს საყვარელ ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობისთვის.

image






2. ჩამოწერეთ დეტალები თქვენი პარტნიორის მარტივი სურვილების შესახებ.


თუ ამჩნევთ, რომ ყოველთვის გავიწყდებათ, რა სურდა თქვენს საყვარელ ადამიანს დაბადების დღისთვის, ეს შეიძლება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი პარტნიორი გეტყვით, რომ სიამოვნებით ესტუმრებოდა ახალ გახსნილ რესტორანს, რომ დიდი ხანი ელოდებოდა სასურველი ფილმის პრემიერას, ან რაღაცის შეძენა სურს, ჩაიწერეთ ეს ყველაფერი. მობილურში შენახულ ჩანაწერს ყოველთვის შეგიძლიათ დახედოთ, როცა გადაწყვეტთ, თქვენი საყვარელი ადამიანი პაემანზე წაიყვანოთ ან საჩუქარი უყიდოთ.

image






3. დაგეგმეთ პატარ-პატარა სიურპრიზები თქვენი მეორე ნახევრისთვის.

ურთიერთობის პირველი თვის მერე შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი აღარ არის, როგორც ადრე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორი აღარ გიყვართ, უბრალოდ, ახლა უფრო სტაბილურად ხართ. ნამდვილი სიყვარული მარტო ვნება არ არის, ეს არის არჩევანი, გადაწყვიტოთ, რომ ერთი ადამიანის გვერდით იყო ყოველ დღე მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ამაღელვებელი არაფერი აღარ უნდა მოხდეს. გააოცეთ თქვენი პარტნიორი მისი საყვარელი დესერტით, მოუმზადეთ ცხელი აბაზანა რთული სამუშაო დღის შემდეგ, ან უყიდეთ ბილეთები საყვარელ ფილმზე (რომლის შესახებაც ჩაწერილი გქონდათ).

image






4. კამათის დროს იფიქრეთ, რა შეიძლებოდა თქვენი ბრალი ყოფილიყო.

თუ კამათობთ და აცნობიერებთ, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, სხვადასხვა ოთახებში გადით 20 წუთით. ეს ორივე თქვენგანს დამშვიდების საშუალებას მოგცემთ და რაც უფრო მთავარია, დაგაფიქრებთ კამათის მიზეზზე. 20 წუთის შემდეგ დასხედით მაგიდასთან და უთხარით ერთმანეთს, რაში შეცდით, მოუხადეთ ბოდიში და სცადეთ, პრობლემის მოგვარების გზა ერთად იპოვოთ.

image






5. სცადეთ 3-1 მეთოდი.

თუ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ ყოველთვის იმას აკეთებთ, რაც თქვენს პარტნიორს უნდა, სცადეთ ეს მეთოდი. თქვით, რომ გსურთ თეატრში ან კინოში წასვლა. ერთ-ერთმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს 3 ფილმი, რომლის ნახვასაც ისურვებდა, მეორემ კი ამ სამიდან 1 უნდა ამოირჩიოს, რომელზეც წახვალთ. ასე გამოვიდა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე თქვენგანმა მიიღეთ მონაწილეობა.

image






6. ცოტა დრო ცალ-ცალკეც გაატარეთ, რათა ერთმანეთი მოგენატროთ.

თუ მთელ თავისუფალ დროს პარტნიორთან ატარებთ, არსებობს იმის შანსი, რომ არის რაღაც, რის გაკეთებასაც ისურვებდით, მაგრამ ვერ აკეთებთ. იფიქრეთ პედიკურის გაკეთებაზე, მეგობრებთან ერთად ყავის დალევაზე, ან მშობელთან შეხვედრაზე. აუცილებელია დროის ცალ-ცალკე გატარება, განსაკუთრებით - ინტროვერტებისთვის. ასე იმის საშუალებაც გექნებათ, რომ პარტნიორი მოგენატროთ, ენერგიები აღიდგინოთ და მას განახლებული დამოკიდებულებით დაუბრუნდეთ.

image






7. ჩამოაყალიბეთ კარგი ურთიერთობა პარტნიორის მშობლებთან.

პარტნიორის მშობლებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ ეს თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. ეცადეთ, მის მშობლებს ხშირად უთხრათ კარგი ამბები, მოიპატიჟოთ ვახშამზე, მადლობა გადაუხადოთ საახალწლო საჩუქრისთვის და ა.შ. თქვენს პარტნიორს კი სთხოვეთ, ნეგატიური ამბები თავად აცნობოს საკუთარ მშობლებს, როგორიცაა ბანქოს სათამაშოდ მისვლაზე ან შაბათ-კვირისთვის მანქანის თხოვებაზე უარის თქმა.

image






8. ერთად იმუშავეთ საერთო პროექტზე.

მხოლოდ თქვენ ორმა შექმენით რაღაც ერთად, ამით ერთი გუნდის წევრები გახდებით. ვსაუბრობთ ისეთ მარტივ რაღაცაზე, როგორიცაა კერძის ერთად მომზადება, სახლის კედლების შეღებვა ან კარის მოხატვა. მნიშვნელოვანია, ერთად მიაღწიოთ რაღაცას. ასევე, იფიქრეთ რომელიმე ენის კურსებზე ერთად სიარულზე ან კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე.

image






9. ჩაეხუტეთ ერთმანეთს! ფიზიკური კონტაქტი სიყვარულს აძლიერებს.

ადამიანის შეხება ისეთი ძლიერია, რომ ამ ქმედებას სიყვარულის გამოხატვა შეუძლია სიტყვების თქმის გარეშე. ამას გარდა, ჩახუტების დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი, ცნობილი როგორც "სიყვარულის ჰორმონი". ეს ნივთიერება თქვენ და თქვენს პარტნიორს თავს ბედნიერად და დაცულად გაგრძნობინებთ. კარგი იქნება, ამ მომენტში თუ მადლობას გადაუხდით საყვარელ ადამიანს ყველაფრისთვის. ასე თავს ორივე უფრო ღირებულად იგრძნობთ. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მადლიერების გამოხატვა ბედნიერების გრძნობას განიჭებთ.

image






10. მიეცით პარტნიორს საშუალება, მთელი დღე თავის საყვარელ აქტივობას დაუთმოს.

ზოგჯერ მთელი დღე დაუთმეთ იმის გაკეთებას, რაც თქვენს პარტნიორს მოსწონს, მაშინაც კი, თუ ეს დიდად არ გაინტერესებთ. ამის შემდეგ გაცვალეთ როლები და ერთი დღე თქვენს საყვარელ საქმიანობას დაუთმეთ. ასე ორივე თქვენგანი უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს და ვინ იცის, იქნებ, ახალი ჰობიც კი შეიძინოთ.

image



p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. თუ ამ 6 ფაზას გაუმკლავდებით, თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება

image


2. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image


3. პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ

image

0
1297
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0