x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101489
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
8 ნიშანი იმისა, რომ შენ ხვდები ნამდვილ მამაკაცს და არა მექალთანეს!
image

საიდან იცი ის, რომ ვისაც შენ სწორედ ახლა ხვდები ზუსტად ის ადამიანია, რომელიც შენ გვერდით ყოფნას იმსახურებს? დაფიქრდი, არის ეს ადამიანი სწორეს ის, ვისთან ერთადაც ცხოვრების ბოლომდე გინდა იყო? რა უნდა მას?



ამ სტატიის საშუალებით დაგეხმარებით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, ესაა ის, რაც ყოველ ქალს აინტერესებს, როცა ფიქრობს, რომ ესესაა შეხვდა თავის საოცნებო მამაკაცს.


image


თავდაპირველად, როცა ქალი იწყებს ურთიერთობას, უმეტესობას არ შეუძლია გააკეთოს რაიმე განსაკუთრებული ჯერაც უცნობი გრძნობისთვის და სასიამოვნო ემოციებთან ერთად ეუფლება ბევრი ეჭვი. ყველა ქალი იწყებს შემდეგი სახის კითხვების დასმას: მისთვის მიმზიდველი ვარ? რამდენად ზრუნავს ჩემზე? ხომ არ თამაშობს? სერიოზული ურთიერთობა სურს თუ გართობა?



პრობლემა ისაა, რომ ყოველი კაცი განსხვავდება ბუნებით, ამიტომ ერთი დანამდვილებით სწორი პასუხი არასდროს არ არსებობს. მიუხედავად ამისა, გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელსაც ყველა ჯელტმენი მამაკაცი ამჟღავნებს, როდესაც სერიოზული გრძნობა აქვს ქალის მიმართ, ასევე შეძლებთ შედარება გააკეთოთ ჩვეულებრივ მექალთანესთან და მიხვდეთ თქვენი პარტნიორი მექალთანეა თუ თქვენთან სერიოზული მიზნები აქვს.


აი, პასუხები უამრავჯერ დასმულ კითხვაზე: როგორ უნდა მივხვდე - მას ჩემთან რამე სერიოზული სურს თუ არა?



image


1. ის მოხარულია, როცა გაცნობთ თავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და სურს, თქვენ თავი მყუდროდ იგრძნოთ მათ ამპლუაში.



შენ არასოდეს გრძნობ, რომ იქ შენი ადგილი არაა, პირიქით, შენ პარტნიორის მეგობრები და ოჯახი უკვე შენი ოჯახის წევრები და მეგობრები ხდებიან.



2. ის ამაყობს შენით.



მას არ ეშინია, რომ უთხრას მთელს სამყაროს, თუ როგორ უყვარხარ. ბედნიერი და ამაყია, როცა შესაძლებლობა აქვს შენი თავი წარუდგინოს ოჯახსა და მეგობრებს.



3. ის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უხერხულ სიტუაციაში არ გაყენებს და არ გეხება ზედმეტად ინტიმურად.


ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტული არა სექსი, არამედ შენთან სულიერი სიახლოვეა, ის გეპყრობა სიყვარულითა და პატივისცემით.


4. მას არასოდეს ავიწყდება თავისი საფულე.


ის არასდროს მოგცემთ უფლებას თქვენ გადაიხადოთ, რა თქმა უნდა, ქალსაც შეუძლია თავისი ინიციატივით დაპატიჟოს მამაკაცი, გაუკეთოს საჩუქრები, მაგრამ თუ ის თქვენს ხარჯზე იწყებს ცხოვრებას და ეძებს ამის გამართლებას, უნდა დაფიქრდეთ.


image


5. მასთან ურთიერთობა სავსეა სიურპრიზებით.

ის არასოდეს კარგავს იმის შესაძლებლობას, რომ გაგაოცოთ და გასიამოვნოთ. არა მარტო ძვირადღირებული ნივთებით, ყვავილებითა და შოკოლადებით, არამედ იმით, რომ ყოველდღიურად ცდილობს უკეთესობისკენ შეიცვალოს და ასევე უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი მომავალი ურთიერთობა.



6. ის არის რაინდი.

ის ნამდვილად ყოველთვის ისე იქცევა, როგორც ჯელტმენი მოიქცეოდა, მაგალითად, გეხმარებათ დაჯდეთ მაგიდასთან, გეხმარებათ გაიხადოთ მოსაცმელი ანდა კარს გიღებთ და ყოველთვის პირველს თქვენ გატარებთ.


7. ის არის ძალიან მოსიყვარულე და ყურადრებიანი.

მას არასოდეს ბეზრდება თქვენთან ჩახუტება და ხელსა და შუბლზე ამბორი.


8. ის მოთმინებით გელოდებათ, როდის დაამთავრებთ საქმეს.

ეხება ეს საყიდლებსა თუ სამსახურს.

მამაკაცები განაკუთრებით ვერ იტანენ ამ პროცესს, მაგრამ თუ ის თქვენზე ზრუნავს, მზადაა მოგიცადოთ ან თქვენთან ერთად იაროს საყიდლებზე,

ბუზღუნისა და არასასიამოვნო კომენტარების გარეშე.



არის შენი მამაკაცი ასეთი?

7
2567
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2567
  
22 იანვარი, 0:05
მე არ მინდა მამაჩემს ვგავდე, რომელმაც მიგვატოვა. აღარ მაინტერესებს მოკლე რომანი;უფრო ხანგრძლივი,თბილი & არა ერთ კვირიანი ან მაქსიმუმ 1 თვიანი უაზრო თავის ტკივილი ????‍♂️
# სალამი8????,მე გიო... ვარ დავიბადე ქ.ქობულეთში,მაგრამ გავიზარდე ქ.თბილისში.32 ვარ & უზომოდ მიყვარს ქალები.თან ფემინისტი ვარ..! ჩემი პრიორიტეტი იყო ქალები,იარაღები & $ ,ასევეფიზიკური აქტივობა; + რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ისევ&ისევ იარაღებზე მის სპეც აღჭურვილობაზე,აქსესუარებზე 511.ჯი-დან ან რომელიმე უცხო სერვერებიდან რამე საინტერესოს გამოწერაზე, ნუ მოკლედ .. მაგრამ ვარ მუსუსი,რა ჯობია ლამაზი ქალი,რომ ჩაგივლის & გულს გაგითბობს თან ზოგი ვაი დედა რა საყვარელი & საოცრად ლამაზია.არ მიყვარს არც სამკაული & არც რამე მსგავსი."ქალია ჩემი ხსნა & სამოთხე კი მასთან გატარებული ყოველი წამი".????
ვნანობ გულით ერთს ,თუ სად ვიყავი მე აქამდე მინდა ეს მცდელობა ჩემს მ.....-თან გამომივიდეს ????
კი ეს კაცების სამყაროა, მაგრამ არაფერი იქნებოდა იმ თითოეული გოგოსა თუ ქალის გარეშე ეს სამყარო ისეთი ლამაზი & თვალწამტაცი როგორსაც ჩვენ ეხლა ვიცნობთ.???? მადლობა ქალბატონებო ყველაფრისთვის! ..& მე მზად ვარ ჩემ მომავალ მეუღლესთან ნებისმიერი სირთულისთვის,მთავარია მასთან ვიყო ❤
## მისი თვალები მუდამ სიცოცხლითაა სავსე..მისი ღიმილი მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრის.. მისი ხმა მამშვიდებს ! ????‍♂️ ????
2018, 13 იანვარი, 19:23
ეგა საქციელი, თითქმის 8-ვე პუნქტი გაქნილი ალფონსის სტილიცააა...ერთ დღეს დაჰკრავს ფეხს და აორთქლდება..ცოტა პირველ პუნქტზე შეიკავებს თავს მაგრამ ისე მოაკვარახჭინებს მაგასაც როგორც დაგიბარებია..ასე,რომ..ასე რომ......)))))
2018, 12 იანვარი, 18:50
ასე რომ გადაშენების პირას არ ვართო :დ
2018, 12 იანვარი, 13:02
კი, გეთანხმები
2018, 11 იანვარი, 23:44
ეჰ ერთისთვის კი ვიყავი ასეთი მამაკაცი, მაგრამ მგონი ქალებზეც უნდა დაწეროთ მსგავსი სტასტიააა
2018, 11 იანვარი, 18:06
გადაშენების პირას არიან :დ
0 1 7