x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101542
  • ვიდეო:346709
  • სურათი:465407
ამ 10 რამეს ქალი თქვენთვის აუცილებლად გააკეთებს, თუკი უყვარხართ!
image
ხშირად შეგხვდებათ სტატიები იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიცნოთ, როცა კაცს უყვარს ქალი, ანდა როგორია ნამდვილად შეყვარებული მამაკაცი, მაგრამ ამჯერად სტატია მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.

მაშ ასე, მამაკაცებო, იცით, თუ არა, როგორ უნდა მიუხვდეთ ქალს სიყვარულს ანდა რას შეიძლება მოელოდეთ მისგან, როცა ჯერ გაურკვეველი ურთიერთობა გაქვთ?

გაინტერესებთ, მხოლოდ ფლირტი უნდა თუ სერიოზული ურთიერთობა?

ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ქმედებას, რასაც ქალი აუცილებლად გააკეთებს, როცა მართლა უყვარხართ და თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობა სურს!


1. თუკი ქალს უყვარხართ, ის ყოველთვის მოგისმენთ



image


როდესმე გქონიათ შემთხვევა, როცა გიფიქრიათ, თქვენი ლაპარაკი არავის ესმის და თითქოს მონოლოგი გაქვთ საკუთარ თავთან? ამ დროს თავს დაფასებულად არ გრძნობთ, ხოლო თქვენი სიტყვები დანარჩენებისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს ასე არაა, როცაა საქმე თქვენს საყვარელ ქალს ეხება. ის ნამდვილად გისმენთ და ყველა სიტყვას ისე იგებს, როგორც თქვენ ამბობთ. თუ ქალს უყვარხართ, ის აუცილებლად დაინტერესდება, რას ეუბნებით. ჩაგეკითხებათ დეტალებს და თუ რაიმე პრობლემაა, მათი გადაჭრის გზებსაც შემოგთავაზებთ.

ქალს, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ ეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მასთან თქვენი ფიქრების გაზიარება და თქვენ გექნებათ განცდა, რომ თქვენს პრობლემებთან მარტო არასდროს აღარ დარჩებით.

თანაც მასთან პრობლემის გაზიარების შემდეგ, აუცილებლად გექნებათ რწმენა იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია, რადგან მას თქვენი ყველაზე მეტად სჯერა.


2. ის აუცილებლად მიგითითებთ თქვენს არასწორ საქციელზე



გჯერათ იმისი, რომ თქვენ ყოველთვის, ყველაფერში მართალი ხართ?

– რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ არავინ არაა იდეალური!

ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მას უყვარხართ სწორედ ესაა - როცა არასწორად იქცევით, ის აუცილებლად გეუბნებათ. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ის უბრალოდ გიყენებთ და არ უყვარხართ, ის არც კი ეცდება თქვენთან ერთად პრობლემის განხილვას და თქვენი საქციელის გამოსწორებას.



3. როცა ქალს უყვარხართ, ის მოტივაციას გაძლევთ, რომ გახდეთ უკეთესი



image



ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენს შესაფერის ქალთან ერთად ხართ ისაა, რომ იგი გაძლევთ ძალას განვითარდეთ. სიყვარული მხოლოდ კოცნა და ჩახუტება როდია! თქვენ ერთმანეთს უნდა ედგეთ მხარში, რათა გახდეთ უკეთესები და ერთად მიაღწიოთ თქვენს ოცნებებს. ქალი, რომელსაც უყვარხართ, თქვენთან ერთად ეცდება გაუმკალვდეს დაბრკოლებებს და თქვენ გვერდით იქნება, როცა ეს ნამდვილად დაგჭირდებათ.

ის მოგცემთ ძალას შეძლოთ შეუძლებელი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.




4. თუკი ქალს უყვარხართ, ის ძალიან კეთილი იქნება თქვენ მიმართ



ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობთ იმ ადამიანის თანადგომას, რომელიც თქვენს გულთან ძალიან ახლოსაა. იგი თანაუგრძნობს თქვენს ემოციებსა და გრძნობებს. ის შეგეხებათ ფრთხილად, ნაზად გაკოცებთ და გულში ჩაგიკრავთ. იგი მაქსიმალურად გადმოგცემთ თავის დადებით ენერგიას.





5. ის არასდროს მოგცემთ უფლებას არასათანადოდ მოექცეთ



ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ხანდახან თვალსაც აგიხელთ. როცა ქალს უყვარხართ, მას უნდა მიიღოს იგივე გრძნობა და ემოცია, რასაც თავად გასცემს. ამიტომ არასდროს მოგცემთ უფლებას დაამციროთ ან შეურაცხყოთ.

ქალს საკმარისად უყვარს თავისი თავი და იცის, თუ როგორ უნდა მოეპყროთ მას. ესაა ქალი, რომელიც გაგრძნობინებთ თავის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში და გულში გათქმევინებთ " ვაუ, დიახ, სწორედ ისაა, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს! "

6. ის მუდამ იზრუნებს თქვენზე



შეიძლება სიტყვებით არ გეუბნებოდეთ, მაგრამ მისი ქცევით მიხვდებით, როგორ უყვარხართ. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მომზადებული საუზმე ან სადილი, მოკლე შეტყობინება ანდა რაიმე ქცევა, რაც მოტივაციას შეგმატებთ.

7. როცა მას ნამდვილად უყვარხართ, ის თავისთავად პატივს გცემთ


ეს ურთიერთობის დროს აუცილებლად გამოჩნდება, ის აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს აზრს და სხვების თვალწინაც წარმოაჩენს, როგორ გაფასებთ და უყვარხართ.

8. მასთან ერთად თავს მარტო აღარასდროს იგრძნობთ


ის თქვენთან იქნება რთულ მომენტებში, მაშინაც კი, როცა ყველა ზურგს გაქცევთ. ის შეეცდება თქვენთან ერთად თქვენი პრობლემების მოგვარებას და თუ ნამდვილად უყვარხართ, გასაჭირშიც არ მიგატოვებთ.

9. ის პირველ ადგილზე დაგაყენებთ



მასთან ყოველთვის გეცოდინებათ, სადაა თქვენი ადგილი, იგი ყოველდღიურად გაგრძნობინებთ, რომ მისთვის განსაკუთრებული ხართ, მაგრამ ეს გამომჟღავნდება უფრო მეტად საქციელებით და არა სიტყვებით.

და ბოლოს,


10. ის იქნება თქვენი ღიმილის მიზეზი


ის ყოველთვის ეცდება თქვენს გაღიმებას და ამას მაშინაც შეძლებს, როცა თავს ძალიან ცუდად გრძნობთ.



თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა ნიშანი თქვენს საყვარელ ქალს ერგება, არ დაკარგოთ იგი!








2
731
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
Mediator image
731
  
28 თებერვალი, 18:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

1 თებერვალი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2