x
მეტი
  • 07.06.2020
  • სტატია:100935
  • ვიდეო:346299
  • სურათი:464581
10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა
image


ალ­ბათ ყვე­ლა ქალს ბავ­შვო­ბა­ში ერთხელ მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი თავი სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში, ჯვრის­წე­რი­სას ან ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დროს. ზრდას­რულ ასაკ­ში მსგავ­სი სურ­ვი­ლე­ბი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ზო­გის ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ ან არა­სო­დეს... რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლის წლის წინ ქა­ლის სამ­ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი და კრი­ტი­კა მოჰ­ყვე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა, არა­ვინ გა­კი­ცხავ­და ამის გამო მა­მა­კაცს.


სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ქალს შე­უძ­ლია რამ­დენ­ჯე­რაც უნდა იმ­დენ­ჯერ და­ო­ჯახ­დეს ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი არ შე­იქ­მნას. გა­გახ­სე­ნებთ ქარ­თველ ცნო­ბილ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს და რამ­დენ­ჯერ­მე იქორ­წი­ნეს.


ჟურ­ნა­ლისტ ნელი აგირ­ბას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცნო­ბილ მსა­ხი­ობ ილო ბე­როშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც ორი სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნე­ბი ჰყავს. მე­ო­რე - ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში დას­რულ­და. ნე­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.



მე­სა­მედ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ახ­ლა­ხანს და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ხმის ოპე­რა­ტო­რი ეშ­ტონ ლა­ღი­ძეა. იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე ჯგუფ "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის“ დრა­მე­რი იყო და სე­რი­ალ­შიც თა­მა­შობ­და. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი აპ­რი­ლის ბო­ლოს შე­ე­ძი­ნათ.


image


მაია ჯა­ბუ­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალ­მა 6 წე­ლი­წა­დი იცხოვ­რა. მათ სა­ერ­თო შვი­ლი ლე­ვა­ნი ჰყავთ. მე­ო­რედ აჩი­კო ყე­ნი­ა­ზე და­ქორ­წინ­და და მას­თან ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ლიზა ყე­ნია შე­ე­ძი­ნა. სკან­და­ლუ­რი იყო მისი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს.


იყო დრო, რო­დე­საც ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქალი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს მა­ლავ­და მე­უღ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. პირ­ველ ქმარ­თან თე­მურ გვა­ლი­ას­თან სამი წელი იცხოვ­რა. მას­თან სა­ერ­თო შვი­ლი ნუკა ჰყავს. მე­ო­რე ქმა­რი, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, სა­ხე­ლად დათო, რო­გორც თა­ვად მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნი­ებს, ახლა აღარ არის ცო­ცხა­ლი. მე­სა­მე ქმარ­თან, მო­ცეკ­ვა­ვე კახა ბა­კუ­რა­ძეს­თან ერ­თად ორი წელი ცხოვ­რობ­და.


სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რი­სა, ყო­ველ­თვის გა­თხო­ვე­ბით ექ­ცე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ის ერ­თა­დერ­თი თუ არა, ჯერ­ჯე­რო­ბით ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, რო­მელ­მაც 30 წლის ასაკ­ში მე­სა­მედ იქორ­წი­ნა. სა­ლო­მეს ოთხი შვი­ლი ჰყავს და პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ქმრე­ბი - მოგ­ვა­რე­ე­ბი, ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლე­ბი არი­ან.


image


ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი არა­სო­დეს ანე­ბივ­რებ­და მე­დი­ას გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­თი, თუმ­ცა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. ლი­ზას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი" გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე გახ­ლდათ. მე­ო­რედ გი­ნე­კო­ლოგ ზაზა სი­ნა­უ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალს ერ­თა­დერ­თი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლიზა "შვიდ­კა­ცას" წევრ და­ვით ნო­ზა­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ჯე­რად ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, თუმ­ცა წლე­ბია, რაც მისი რჩე­უ­ლი ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლია.


image


მომ­ღე­რალ­მა მაკა ზამ­ბა­ხი­ძემ მე­სა­მედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახალ­ხან იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლია. მა­კას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე ჰყავს. მე­ო­რედ ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძე­ზე სწო­რედ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იქორ­წი­ნა. წვი­ლი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში იყო, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე წელს გაგ­რძელ­და.


თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ყვე­ლა ქორ­წი­ნე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი იყო. პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ, იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ დი­ჯე­ი­ზე აჩი ფუ­რძე­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვე გას­ტა­ნა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში მუ­სი­კოს გუ­ფის­თან (გუ­რამ მა­კა­ლა­თია) იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი ჰყავს. მუ­სე­რი­ძის მე­სა­მე ქმა­რი მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძეა. ორი წლის წინ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ... გავაგრძეთ კითხვა <<<



1
738
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
738
  
14 მაისი, 15:52
ბომონდია, სამზე ნაკლები გათხოვება არ ითვლება. :)
0 1 1