x
image
_K_
Mediator image
თუ ამ 6 ფაზას გაუმკლავდებით, თქვენი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება

imageჯანსაღი და ბედნიერი ქორწინება საჩუქარი კი არ არის, ის ჩვენივე გადაწყვეტილებებითა და საკუთარ თავზე მუშაობით მიიღება. ყველა ურთიერთობაშია პრობლემები და გაუგებრობები და ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს თავის დანებება ყველაზე მარტივი გამოსავალია. უფრო რთული გამოწვევაა, პარტნიორთან ერთად ყველა რთულ ფაზას გაუძლოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ერთად იყოთ, მაშინ კი ნამდვილად მიიღებთ ბედნიერების განძს.


სტატიაში გაგაცნობთ ფაზებს, რომლების გავლაც უწევთ წყვილებს ჰარმონიულ ურთიერთობამდე მისაღწევად.

image








1. კრიტიკა

კრიტიკა არავის მოსწონს, მაგრამ როცა ის პირდაპირ შეტევას ემსგავსება, შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი პარტნიორებს შორის.

დოქტორი ჯონ გოთმანი თავის წიგნში წერს, რომ როცა მეუღლე პარტნიორს აკრიტიკებს, ამით ეუბნება, რომ მასში რაღაც არ მოსწონს. კამათისას ხშირად იყენებენ ფრაზებს, როგორიცაა "შენ ყოველთვის" ან "შენ არასდროს", რასაც დავა კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიჰყავს. მოსალოდნელია, რომ "თავდასხმის" დროს თქვენი პარტნიორი თავდაცვაზე გადავა.

აჯობებს, პირდაპირ თქვათ, რა არ მოგწონთ მეუღლის ქცევაში და ამას შეტევის სახე არ მისცეთ.

image








2. წინააღმდეგობა და ქვის კედლის აღმართვა

ალბათ, ყველა ჩვენგანს გამოგვიცდია, როცა ჩვენი პარტნიორი თითქოს ქვის კედელს აღმართავს და არ სურს, ვესაუბროთ და პრობლემის გადაჭრა ვცადოთ. ამ დროს გვგონია, რომ მას საერთოდ არ ვაინტერესებთ და გვაიგნორებს.

დოქტორ ჯონ გოთმანის თქმით, კაცების 80% ასეთია. ისე ჩანს, თითქოს არ აინტერესებთ, რა ხდება, თუმცა, სინამდვილეში, ბევრს ფიქრობენ ამაზე. უნდა ისწავლოთ პარტნიორის ემოციების ამოცნობა და ეცადოთ, გაიგოთ, რას გრძნობს.

თუ პრობლემაზე საუბარია საჭირო, ამისთვის აუცილებლად შეარჩიეთ სწორი დრო, როცა ორივე დამშვიდებულები იქნებით.

image








3. სხვა ქალით/კაცით დაინტერესება

ეს ადვილი შესაგუებელი სულაც არაა, მაგრამ ურთიერთობაში მყოფი ქალების 7-% აღიარებს, რომ "ქრაში" (ადამიანი, რომელიც იზიდავს) ჰყავს. სხვისით გატაცება ჩვეულებრივი გრძნობაა და იმას არ ნიშნავს, რომ პარტნიორი აუცილებლად გიღალატებთ.

მნიშვნელოვანია, ყოველთვის არ აჰყვეთ გრძნობებს და გონივრულად მოიქცეთ. იმის გამო, რომ დაბნეული ხართ, არ დაიჭიროთ თავი შორს პარტნიორისგან. ცხოვრებაში ბევრი ცდუნება შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ ეცადეთ, არასდროს უღალატოთ საყვარელი ადამიანის ნდობას.

image








4. უპატივცემულობა

უპატივცემულობა შეიძლება გამოიხატოს დაცინვაში, აგდებულ მზერაში, მტრულ იუმორში და ის ყოველთვის მავნებელია ურთიერთობისთვის.

უნდა ისწავლოთ მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვა. ეს სარკესავითაა, რაც უფრო მეტ პოზიტივს გრძნობთ, ნაკლებად გამოხატავთ უპატივცემულობას.

საკუთარ თავზე მუშაობა რთულია, მაგრამ შედეგად ნამდვილად ღირს. თქვენმა პარტნიორმა უნდა დაინახოს, რომ სიყვარულს გამოხატავთ და არა - მხოლოდ გაღიზიანებას.

image








5. აფეთქება

ბავშვებმა, ფინანსურმა კრიზისმა, ტოქსიკურმა ოჯახის წევრებმა, - ამ ყველაფერმა შეიძლება უბრალოდ გაგაგიჟოთ და შედეგად "აფეთქება" გამოიწვიოს, რაც ნეგატივის პარტნიორზე "ამონთხევას" ნიშნავს. ამ დროს არაფერი გინდათ, გარდა მარტო დარჩენისა. ურთიერთობაში ეს ფაზა ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს.

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ პრობლემები და გამოწვევები ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია და გაივლის. თუ რთულ სიტუაციებს ერთად გაუმკლავდებით, თქვენი კავშირი გაძლიერდება და გამყარდება. ქორწინება მარტო ბედნიერებისა და სიხარულის გაზიარებას კი არა, პრობლემების ერთად მოგვარებასაც ნიშნავს.

image








6. აღიარება და პატიება

ამ ფაზაში აცნობიერებთ, რომ პრობლემებს იმ ხერხით ვეღარ მოვაგვარებთ, როგორც ადრე და ერთად ცხოვრების მშვიდობიანი გზა უნდა გამონახოთ. ამისთვის ადამიანები სხვადასხვა რამეს აკეთებენ: ზოგი ნათესავებსა და ახლო მეგობრებს ესაუბრება, ზოგი კი შემეცნებით წიგნებს კითხულობს.

ამ ფაზის გავლის შემდეგ მზად ხართ, პარტნიორს შეცდომები აპატიოთ და პრობლემები ურთიერთობის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად გამოიყენოთ. ამ ეტაპზე ჩხუბი უფრო ნაკლებად ხდება და ხვდებით, რომ იმდენად ემოციური აღარ ხართ.

image








7. საბოლოოდ - ერთად

ყველა ფაზის, დიდი შრომისა და ტკივილის შემდეგ საბოლოოდ ნამდვილ განძს იღებთ საჩუქრად. აღარ ჩხუბობთ, უკვე საკმაოდ იცნობთ პარტნიორს და იცით, როგორ მოაგვაროთ პრობლემები მათგან გაქცევის ნაცვლად.

ამ ეტაპზე უკვე საერთო ისტორია გაქვთ. აცნობიერებთ, რომ ქორწინება ადვილი სულაც არაა, მაგრამ შეგიძლიათ, საკუთარი თავით იამაყოთ. იმის დაფასება, რაც ერთად გამოიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პარტნიორთან თავს დაცულად გაგრძნობინებთ. საბოლოოდ კი ერთად ცხოვრობთ ისეთ ჰარმონიაში, როგორიც ჯერ არასდროს გქონიათ.

image

გისურვებთ ბედნიერებას!




p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ღალატობენ წყვილები ერთმანეთს - 7 მიზეზი და მათი მოგვარების გზები

image


2. თუ განქორწინების შემდეგ ამ შეცდომებს დაუშვებთ, ბავშვს ცხოვრებას გაუნადგურებთ

image
3. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი
image
1
264
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
264
  
16 სექტემბერი, 16:24
მადლობა
0 1 1