ქალი და მამაკაცი მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება 2020, 28 თებერვალი, 16:31 ვერძიპირადი ცხოვრება მარტში პრიორიტეტული უნდა გახდეს. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, სამსახურის საქმეები იქვე დატოვით და შინ არ "მიიტანოთ". მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თქვენ მათთვის "მშველელი" იქნებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათთან დაძაბული მდგომარეობა გაქვთ. ამ თქვენი კეთილშობილური ჟესტით მათთან მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები არ გელით. უმჯობესია, გააუმჯობესოთ საქმიანი კავშირი. შეიძლება კოლეგებს შორის არის ადამიანი, ვისთანაც რომანის გაბმა მოგინდებათ. საინტერესო შეხვედრები გელით საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებზე, ინტერნეტ ფორუმებზე. მეუღლესთან ჰარმონია დაისადგურებს, თუ ძველ უსიამოვნებებს დაივიწყებთ. ეცადეთ, ისეთი საქმე გამონახოთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან. კუროთვის დასაწყისიდანვე დაიწყეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრი. მეტი დრო გაატარეთ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. მხოლოდ ასე შეძლებთ რომანტიკული და პერსპექტიული ნაცნობობის გაბმას. უმეტესობას კი კარგ მეგობრად დაიტოვებთ. მანდილოსნებს ისეთ მამაკაცებთან მოუნდებათ რომანტიკული კავშირის გაბმა, ვისთანაც თავს მხიარულად იგრძნობენ. ფოლოსოფიური და ინტელექტუალური საუბრები შეიძლება რომანტიკულ თავგადასავალში გადაიზარდოს. კარგად დაგამახსოვრებთ თავს რომანი ვერძთან, მშვილდოსანთან, თხის რქასთან და მორიელთან. მამაკაც კუროებს მოეწონებათ ქალი თევზები. ნაცნობობა უმჯობესია ბარებსა და ღამის კლუბებში გააბათ. ასეთი ნაცნობობა გაგახალისებთ. დაქორწინებული კუროები შეიტყობენ, რომ მშობლები გახდებიან. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გაიხალისოთ ყოველდღიურობა. სამსახურის საქმეების გამო, მეუღლესთან ყოფნაზე უარს ნუ იტყვით. ტყუპებიყველა უსიამოვნება წარსულში დარჩება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ურთიერთობა მეტად ჰარმონიული გახდება. შეიძლება მისი მხარდაჭერა დაგჭირდეთ და მიიღოთ კიდეც. ეცადეთ არ გაამახვილოთ ყურადღება უსიამოვნებაზე. კონფლიქტები მშვიდად და დიპლომატიურად მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული გრძნობები უნდა გამოავლინოთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მარტში ამურის ისარი აუცილებლად მოგხვდებათ გულში. ეს შეხვედრა ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თქვენი მომავალი საბედო შეიძლება პროფესიით ხელოვნებასთან იყოს დაკავშირებული. კირჩხიბითვის დასაწყისში უამრავი პოზიტიური მომენტი გელოდებათ. შეიძლება რომანი გააბათ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან მიმოწერით. ერთმანეთს შეიძლება საყვარელი მწერლის, საყვარელი ჯგუფის ფანების გვერდზე ან საერთო ჰობის გამო დაუკავშირდეთ. კარგად განვითარება დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვისაც ადრე კარგად იცნობდით და შეიძლება ხვდებოდით კიდეც. მეგობრებით დაწყებული ურთიერთობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სექსუალური თავგადასავალი გელით მეგობართან ან კარგ ნაცნობთან და ამ კავშირის შემდეგ მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და თავს წყვილად გამოცხადებთ. ლომისაყვარელი ადამიანი საჩუქრებით გაგანებივრებთ. მისგან ყურადღებით მთელი თვე იქნებით განებივრებული. გულუხვობა გავრცელდება თქვენი ოჯახის წევრებზეც. ცოტა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ქალბატონი ლომები, რომლებიც მამაკაცი კუროების ფინანსურ კმაყოფაზე არიან. მათ შეიძლება შეგზღუდონ ფულში. შეყვარულებულ ლომებს მეტად გაუჩნდებათ სურვილი, რომ მოეფერონ და ჩაეხუტონ საყვარელ ადამიანს. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. საყვარელ ადამიანთან საუბრისას იყავით გულწრფელი, ხშირად ესაუბრეთ თქვენს ფანტაზიებზე. თქვენს პარტნიორს აქვს უნარი, რომ თქვენი ფარული სურვილები აგისრულოთ. თქვენი გული თავისუფალია? გაფრთხილდით, მოულოდნელად აგიზგიზებული ვნებისგან ბევრს ნუ ელით. სიმპათიის ობიექტმა შეიძლება ისევე სწრაფად გაგიცრუოთ იმედი, როგორც გაგიჩინათ. შუა მარტში შანსი მოგეცემათ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა თქვენთვის მოსაწყენი არ იქნება. ზოგიერთი გააბამს რომანს იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მიმოწერა ჰქონდა. შეიძლება რომანტიკულ ვახშამზე მიიღოთ მიპატიჟება იმ ადამიანისგან, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით. ქალწულიმარტის დასაწყისი კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. განაახლეთ გარდერობი, მიხედეთ ვარცხნილობას. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ ადამიანებთან ურთიერთობას, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და გემოვნება. თქვენი გული თავისუფალია და გსურთ, ურთიერთობა უცხოელთან გააბათ? შეავსეთ ანკეტა გაცნობის უცხოურ საიტზე. სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება. მეგობრებისგან შეიძლება გაიცნოთ თხის რქა. მოერიდეთ მორიელებს. მათი მწარე გამონათქვამები გულს გატკენთ. თუ მასთან სტაბილური კავშირი გაქვთ, მოერიდეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე კამათს. აგრეთვე, არ ეცადოთ მისი საიდუმლოს გაგებას, ნუ ჩაუძვრებით სულში. მამაკაცი ქალწულები გადაწყვეტენ გაწყვიტონ ის კავშირი, რომელიც სიხარულს აღარ ანიჭებთ. იმისათვის, რომ პარტნიორთან ნაკლები იკამათოთ, არ დარჩეთ დიდხანს სახლში, ერთად დაესწარით კულტურულ წეულებებს. თუ დრო და ფული გაქვთ, ერთად წადით სამოგზაუროდ. გარემოს შეცვლა თქვენს რომანტიკულ კავშირს კიდევ უფრო გაახალისებს. სასწორიყველაზე მშვიდად და ბედნიერად თავს შინ იგრძნობთ. შეიძლება სიმპათიურ ადამიანთან პაემანზეც არ მოგინდეთ წასვლა. შეიძლება გამოჩნდეს თქვენი ყოფილი შეყვარებული. ეს იმდენად სერიოზული ურთიერთობა იქნება, რომ შეიძლება დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. თუ თქვენი გული დაკავებულია, მოერიდეთ საიდუმლო რომანის გაბმას. განსაკუთრებით დაქორწინებულებს არ გირჩევთ მეუღლის ღალატს. მორიელიგაგიუმჯობესდეებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. თქვენი ურთიერთობა უფრო თბილი გახდება და ნდობითაც განიმსჭვალებით საყვარელი ადამიანის მიმართაც. მასთან გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ თავში, შეაფასოთ და დააფასოთ ერთმანეთი. მარტოხელა ქალი მორიელები სასიყვარულო პარტნიორს მეგობრებს შორის ამოირჩევენ. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება საქმიანი პარტნიორის მიმართაც გაგიჩნდეთ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანთან დისტანციის დაცვას გადაწყვეტს. განსაკუთრებით, თუ თქვენი პარტნიორი მერწყული ან თევზებია. დაქორწინებულებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მეუღლე მათ ნდობას არ იმსახურებს და მხოლოდ გამოყენების მიზნით არიან ერთად. ზოგიერთს ღალატისკენ გაუწევს გული. განსაკუთრებით, თუ სიმპათია ქალწულის ან თხის რქის მიმართ გაქვთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას დაქორწინებულ ადამიანთან. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გასტანს ან სიხარულის მომტანი იქნება, უფრო ინტერესის, ჟინის დაკმაყოფილების. შუა თვეში მეტად მოგეძალებათ შინ ყოფნის სურვილი. შეიძლება მეგობრობა გააბათ მიმოწერით და სრულიად უცხო ადამიანს მოუყვეთ საყვარელ ადამიანთან თქვენს დამოკიდებულებაზე. მშვილდოსანიმარტში ნუ იქნებით მორიდებული და თამამად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი. სიყვარული შეიძლება კარგად ნაცნობ ადამიანებს შორისაც კი მოძებნოთ, რომელიც გაიზიარებს თქვენს ინტერესებსა და გახდება თქვენი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი. ცვლილება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დაქორწინებულების მეუღლეებს დაწინაურება ელით. მარტის დასაწყისში თქვენ მიმართ სიმპათიას გამოავლენს მაღალი თანამდებობის პირი. თქვენი საყვარელი ადამიანი აიძულეთ, რომ მეტი დრო გაატაროს თქვენ გვერდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გარეშე მოწყენილი იქნებით და ეს არ გახდეს უსიამოვნების ან კამათის მიზეზი. თხის რქაშეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან ან სხვა რელიგიის წარმომადგენელთან. ზოგიერთი კი საზღვარგარეთ ყოფნის დროს გაიცნობს ადამიანს, ვისთანაც ოჯახის შექმნა მოუნდება. თუ ადრე დაქორწინებული იყავით და ამ კავშირმა გული გატკინათ, ახლა მიხვდებით, რომ შეხვდით ადამიანს, ვინც ყველა წარსულ გულის ტკენას დაგავიწყებთ და ცხოვრებას ნათელ ფერებში დაგანახებთ. მერწყულიმარტში ცხოვრების პირველ ადგილზე პირადი ცხოვრება უნდა დააყენოთ. თევზებთან და კუროებთან კი რომანტიკული ურთიერთობა უნდა გააბათ. თვის დასაწყისში ყველაფერი ფარული და საიდუმლოებებით მოცული გაგიტაცებთ. ზოგიერთი დაქორწინებული მერწყული უარს არ იტყვის და რომანს გააბამს. ან შეიძლება დაქორწინებულს გაუმიჯნურდეს. ამ ღალატს კი მომავლისთვის სასიამოვნო თავგადასავლად შემოინახავს. შეიძლება გახშირდეს ერთდღიანი თავგადასავლები. მართლია, ამგვარი ქმედებით ვერ იამაყებთ, მაგრამ მომავალში მოსაგონარიც გექნებათ და ახალა ცოტა განმუხტვაც არ გაწყენთ. იმისათვის, რომ ინტიმური ცხოვრება გაიუმჯობესოთ, გულახდილად დაელაპარაკეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. გაუმხილეთ მას თქვენი ფანტაზიების შესახებ. ტრანსფორმაცია და ვნების ცეცხლის დანთება ორივეს სასარგებლოდ წაგადგებათ. ზოგიერთმა შეიძლება ბედი დაუკავშიროთ სხვადასხვა რელიგისაა და ეროვნების ადამიანს. გამორიცხული არაა, რომ ამ ადამიანზე დაქორწინდეთ კიდეც, სასურველია, ქორწინება 10 მარტის შემდეგ გააფორმოთ. თევზებიზოგიერთი დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მარტის დასაწყისში მოერიდეთ დაქორწინებას და საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმებას (10 მარტამდე მაინც). თუ სიყვარულის ძიებაში ხართ, ნაკლები დრო გაატარეთ შინ. სასიამოვნო თვე ელით იმ ქალბატონებს, ვინც ბედი თხის რქებსა და კუროს დაუკავშირა. ერთად დაიწყებთ ბუდის მშენებლობასა და გაუმჯობესებას. ზოგიერთ ქალბატონ თევზებს ბედნიერება გელით თქვენივე ნიშნის წარმომადგენელთან. ეს კავშირი პოზიტიური ემოციებით აგავსებთ. ვნებიანი რომანი გელით, თუ ბედს ვერძისა და მორიელის ნიშნის მამაკაცებს დაუკავშირებთ. მამაკაც თევზებს მარტში შანსი მოგეცემათ დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, ვის მიმართაც დიდი ხანია თბილი გრძნობები გაკავშირებთ. იყავით მეტად მიზნმიმართული და ნუ მოერიდებათ საკუთარი ემოციების გამოხატვის. ნუ ჩაიციკლებით კონკურენტებზე და ნუ იქნებით თვითკრიტიკული. პირიქით, მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, რასაც მოინდომებთ, მარტი თქვენი თვეა. ასევე ნახეთ:როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათმარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროსროგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგირა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგინახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241951 შეფასება არ არის
|