x
მეტი
  • 30.11.2020
  • სტატია:105327
  • ვიდეო:348932
  • სურათი:470945
რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი
image



მორიელი


ნე­ბის­მი­ე­რი შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი თავი სა­უ­კე­თე­სოდ გა­აც­ნოთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რათა წარ­მარ­თოთ დი­ა­ლო­გი, რო­მე­ლიც მთელ თქვენს ცხოვ­რე­ბას შეც­ვლის.


თვის და­სა­წყის­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გა­მო­ას­წო­რებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მათ­თა­ნაც კი, ვის­თა­ნაც ადრე კონ­ფლიქ­ტი გქონ­დათ. სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს გა­ა­ფორ­მებთ და სარ­გე­ბელ­საც ნა­ხავთ. და­აკ­ვირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენ­თან სხვა­დას­ხვა გზით მო­დის, ეცა­დეთ, გა­და­ა­მოწ­მოთ ყვე­ლა ნი­უ­ან­სი. საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ გირ­ჩევთ, უქ­მე­ე­ბი ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ა­ტა­როთ. ნუ აჩ­ქარ­დე­ბით უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რებ­სი­სას აგ­რეთ­ვე, ნუ შე­ი­ძენთ ავ­ტო­მო­ბილს, ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კას. გან­სა­კუთ­რე­ბით, შუა თვე­ში, ფუ­ლის და­კარ­გვის მეტს ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ.


თვის ბო­ლოს ეცა­დეთ, ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ. ზო­გი­ერთ მოვ­ლე­ნა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სიზ­მარ­შიც კი მი­ი­ღოთ. მოძ­ლი­ერ­დე­ბით და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა.


  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო თბი­ლი გახ­დე­ბა და ნდო­ბი­თაც გა­ნიმსჭვა­ლე­ბით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თაც. მას­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ერ­კვეთ სა­კუ­თარ თავ­ში, შე­ა­ფა­სოთ და და­ა­ფა­სოთ ერ­თმა­ნე­თი. მარ­ტო­ხე­ლა ქალი მო­რი­ე­ლე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორს მე­გობ­რებს შო­რის ამო­ირ­ჩე­ვენ. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის მი­მარ­თაც გა­გიჩ­ნდეთ.


ზო­გი­ერ­თი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან დის­ტან­ცი­ის დაც­ვას გა­და­წყვეტს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი პარტნი­ო­რი მერ­წყუ­ლი ან თევ­ზე­ბია. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოთ, რომ მე­უღ­ლე მათ ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს და მხო­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით არი­ან ერ­თად. ზო­გი­ერთს ღა­ლა­ტის­კენ გა­უ­წევს გული. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სიმ­პა­თია ქალ­წუ­ლის ან თხის რქის მი­მართ გაქვთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბას და­ქორ­წი­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს გას­ტანს ან სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, უფრო ინ­ტე­რე­სის, ჟი­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის.


შუა თვე­ში მე­ტად მო­გე­ძა­ლე­ბათ შინ ყოფ­ნის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რო­ბა გა­ა­ბათ მი­მო­წე­რით და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს მო­უყ­ვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

საქ­მე­ე­ბი­თა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე გე­ლით. თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შემ­დე­გი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა: "მო­ვე­დი, ვნა­ხე, და­ვი­პყა­რი". ამ მიდ­გო­მით უამ­რავ სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წევთ. სამ­სა­ხურ­ში თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა უფ­როსს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა და შე­იძ­ლე­ბა და­გა­წი­ნა­უ­როთ ან ხელ­ფა­სი მო­გი­მა­ტონ, ბო­ნუ­სი ან პრე­მია მი­ი­ღოთ. ეცა­დეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მარ­ტოს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და გა­კონ­ტრო­ლე­ბა გაგ­ჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერთს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ლი­დე­რო­ბა მო­გინ­დე­ბათ, ზოგ­საც - საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.


მარ­ტში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შე­ბენ მე­გობ­რე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლას. ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას. შე­ეხ­მი­ა­ნეთ დიდი ხნის უნა­ხავ ახ­ლობ­ლებს, რომ­ლებ­თა­ნაც ადრე კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

მარ­ტის და­სა­წყის­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ გე­ლით. მო­სა­ლოდ­ნე­ლია აპა­თია, ესეც იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად გა­დაღ­ლი­ლი ხართ. სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ე­წე­როთ ფიტ­ნეს­ზე, გა­ნა­ახ­ლოთ სი­ა­რუ­ლი სპორტ დარ­ბაზ­ში. შე­ამ­ცი­რეთ სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა, ალ­კოჰო­ლი აგ­რე­სი­ულს გაგხდით და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ნას­ვამ­მა ტრავ­მაც კი მი­ი­ღოთ. მო­ე­რი­დეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რულს, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­დაც თქვენ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან.


შუა თვე­ში დაგ­რო­ვი­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, მო­გე­მა­ტე­ბათ თა­ვის ტკი­ვი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მიგ­რე­ნი ქრო­ნი­კულ­ში არ გა­და­გე­ზარ­დოთ, მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, უქ­მე­ე­ბი სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ბუ­ნე­ბა­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რეთ. სა­სურ­ველ შე­დეგს მო­გი­ტანთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სან­დო მე­გო­ბარ­თან (ვი­საც ასე­თად მი­იჩ­ნევთ), გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი.


სასწორი


გან­მარ­ტო­ე­ბა და ხმა­უ­რი­ა­ნი შეკ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნა მო­გინ­დე­ბათ. მეტი დრო და­უთ­მეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, გა­მო­ნა­ხეთ დრო თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გე­ლით. უბ­რა­ლოდ, ამინ­დი დათ­ბე­ბა და თქვენც უკეთ იგ­რძნობთ თავს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ გან­წყო­ბა. მან­დი­ლოს­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ მო­უნ­დე­ბა მშობ­ლი­უ­რი კედ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა. მეტ დროს და­უთ­მობთ შე­მოქ­მე­დე­ბას და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.


მეტი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ამას სა­ჭი­რო­ებს. იყა­ვით კე­თი­ლი უც­ნო­ბე­ბის­თვი­საც კი, მაგ­რამ მათ სა­კე­თილ­დღე­ოდ ფუ­ლის ფლან­გვას არ გირ­ჩევთ. თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხის მა­სა­ში გა­რე­ვამ მო­რა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტი მო­გი­ტა­ნოთ.


  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

ყვე­ლა­ზე მშვი­დად და ბედ­ნი­ე­რად თავს შინ იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა სიმ­პა­თი­ურ ადა­მი­ან­თან პა­ე­მან­ზეც არ მო­გინ­დეთ წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს თქვე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ეს იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბაც კი გა­და­წყვი­ტოთ. თუ თქვე­ნი გული და­კა­ვე­ბუ­ლია, მო­ე­რი­დეთ სა­ი­დუმ­ლო რო­მა­ნის გაბ­მას. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს არ გირ­ჩევთ მე­უღ­ლის ღა­ლატს.

პარტნი­ორ­თან და მე­ზობ­ლებ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა შუა თვე­ში მშობ­ლი­უ­რი კედ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. კონ­ფლიქტს ვერ აი­ცი­ლებთ, თუ საქ­მე გაქვთ მო­რი­ელ­თან, მშვილ­დო­სან­თან ან თხის რქას­თან.


და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში იდი­ლია და­ი­სად­გუ­რებს, თუ პარტნი­ო­რი არ გა­მო­ავ­ლენს ეგო­იზმს, უხე­შო­ბას და არ იქ­ნე­ბა ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი. ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ თევ­ზებ­თან და ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სწო­რედ მათ გვერ­დით იგ­რძნობთ თავს მშვი­დად და ხა­ლი­სი­ა­ნად.


მარ­ტო­ხე­ლე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბით. თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ბა. მარ­ტში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და სა­ჩუქ­რე­ბი გე­ლით.


მარ­ტი კარ­გი თვეა არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­სე­რი­ო­ზუ­ლებ­ლად. რო­მა­ნი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ნიშ­ნო­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა და ქორ­წი­ნე­ბა­საც ნუ გა­და­დებთ შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ინა­ნებთ.



  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

დიდ და სარ­ფი­ან პრო­ექ­ტებ­ზე მო­გინ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ფა­რუ­ლად. შრო­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჯო­ბია, კო­ლექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მის შე­დეგს არ მო­გი­ტანთ. მო­ემ­ზა­დეთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია შეხ­ვედ­რა ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ. მან შე­იძ­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა შე­მოგ­თვა­ზოთ.


მარ­ტი კარ­გი თვეა წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. ნუ ეც­დე­ბით, რომ ორ კურ­დღელს ერ­თდრო­უ­ლად გა­ე­კი­დოთ, ეს კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. თვის ბო­ლოს ენერ­გი­ი­სა და ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თი გა­რის­კავს და გახ­სნის თა­ვის საქ­მეს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის და­სა­წყის­ში გან­წყო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თვის ბო­ლოს ფი­ზი­კუ­რა­დაც მოძ­ლი­ერ­დე­ბით. მაგ­რამ მა­ინც უნდა მო­ე­რი­დოთ ძლი­ერ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას. ვარ­ჯი­შე­ბი ნელ-ნელა გა­არ­თუ­ლეთ. თვის ბო­ლოს უარი თქვით მე­ტი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რათა არ გახ­დეთ მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ თავს შე­უძ­ლოდ გრძნობთ, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ხალ­ხურ მე­თო­დებს მი­მარ­თეთ. სირ­თუ­ლე­ე­ბი არ გე­ლით, მთა­ვა­რია, ჰი­პერ­ტო­ნი­კებ­მა აკონ­ტრო­ლოთ თავი და წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. მო­ე­რი­დეთ შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბას და მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბას.



ქალწული



პო­ზი­ტი­ვით აღ­სავ­სე თვე გე­ლით. ენერ­გი­უ­ლიც ხართ და ენ­თუ­ზი­აზ­მით აღ­სავ­სე, რომ ყვე­ლა­ზე არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ოლიმ­პის მწვერ­ვალ­ზე მარ­ტი­ვად ახ­ვალთ. აქ­ტი­უ­რო­ბა შუა თვე­ში მო­ი­მა­ტებს. მთა­ვა­რია, არ მო­დუნ­დეთ და გახ­სოვ­დეთ, რომ არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებ­სა და მტრებს არ სძი­ნავთ. მო­ე­რი­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ის დრა­მა­ტი­ზე­ბას, თქვენ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას ღი­მი­ლით გა­და­ლა­ხავთ.


  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მარ­ტის და­სა­წყი­სი კარ­გი დროა იმი­ჯის შე­საც­ვლე­ლად. გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი, მი­ხე­დეთ ვარ­ცხნი­ლო­ბას. მეტი დრო და­უთ­მეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ იუ­მო­რის გრძნო­ბა და გე­მოვ­ნე­ბა. თქვე­ნი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია და გსურთ, ურ­თი­ერ­თო­ბა უცხო­ელ­თან გა­ა­ბათ? შე­ავ­სეთ ან­კე­ტა გაც­ნო­ბის უცხო­ურ სა­იტ­ზე. სიყ­ვა­რუ­ლი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­იჭ­რე­ბა. მე­გობ­რე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ თხის რქა. მო­ე­რი­დეთ მო­რი­ე­ლებს. მათი მწა­რე გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გულს გატ­კენთ. თუ მას­თან სტა­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი გაქვთ, მო­ე­რი­დეთ თქვენ­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე კა­მათს. აგ­რეთ­ვე, არ ეცა­დოთ მისი სა­ი­დუმ­ლოს გა­გე­ბას, ნუ ჩა­უძ­ვრე­ბით სულ­ში. მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ გა­წყვი­ტონ ის კავ­ში­რი, რო­მე­ლიც სი­ხა­რულს აღარ ანი­ჭებთ.


იმი­სათ­ვის, რომ პარტნი­ორ­თან ნაკ­ლე­ბი იკა­მა­თოთ, არ დარ­ჩეთ დიდ­ხანს სახ­ლში, ერ­თად და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ წე­უ­ლე­ბებს. თუ დრო და ფული გაქვთ, ერ­თად წა­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ. გა­რე­მოს შეც­ვლა თქვენს რო­მან­ტი­კულ კავ­შირს კი­დევ უფრო გა­ა­ხა­ლი­სებს.


  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

და­ი­ვი­წყეთ ში­შე­ბი, ნაკ­ლე­ბი უს­მი­ნეთ მო­შურ­ნე­ებს და წინ გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­კენ! გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, სურ­ვი­ლებს და შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბა და­ი­წყოთ ან პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტოთ. აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვით თქვენს სა­კუ­თარ ად­გილს მზის გულ­ზე. მთა­ვა­რია, იყოთ მონ­დო­მე­ბუ­ლი. მარ­ტი მრა­ვალ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ლებ­ლად. ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას მშვი­დად შეხ­ვდით. მთა­ვა­რია, შე­ლა­პა­რა­კე­ბა აგ­რე­სი­ა­ში არ გა­და­ზარ­დოთ. კონ­კუ­რენ­ტებ­თან ბრძო­ლა­ში იყა­ვით ტაქ­ტი­კუ­რი. ეცა­დეთ, კონ­კუ­რენ­ტებს სა­კუ­თა­რი თავი სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­ნა­ხოთ. კარ­გად გა­მო­წყო­ბი­ლიც იყა­ვით და კარ­გი მა­ნე­რე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნეთ.


ახალ ინ­ფორ­მა­ცებს სწრა­ფად აით­ვი­სებთ. შუა თვე­ში ახა­ლი გა­სარ­თო­ბი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. და­ეხ­მა­რეთ მათ, ვი­საც თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ოჯა­ხის წევ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს, თუ მათ სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ.


ფული ზო­მი­ე­რად ხარ­ჯეთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მან­დი­ლოს­ნებს გე­ხე­ბათ. მა­მა­კაც ქალ­წუ­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შუა თვე­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოთ ძვე­ლი ვალი, მი­ი­ღოთ პრე­მია ან მო­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი.


  • ჯან­მრთე­ლო­ბა

მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, რე­ლაქ­სა­ცი­ას. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ ვარ­ჯი­ში­სას, რათა არ მი­ი­ღოთ ტრავ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა. გა­და­ხე­დეთ მე­ნი­უს, გა­ამ­დიდ­რეთ კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბით. სპორტდარ­ბაზ­ში თუ არა შინ გა­ა­კე­თეთ ვარ­ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს ხერ­ხე­მალს მეტ ელას­ტი­კუ­რო­ბას შეს­ძენს. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, აი­ღეთ აუ­ზის აბო­ნე­მენ­ტი და ჩა­ე­წე­რეთ მა­სა­ჟის­ტთან ვი­ზიტ­ზე. თვის ბო­ლოს შინ ჩა­ი­ტა­რეთ კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი. უპი­რა­ტე­სო­ბა ში­ნა­უ­რულ მე­თო­დებს მი­ა­ნი­ჭეთ.



ასევე ნახეთ:


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი


რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით



ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა




"ზო­გი­ერთს მე­ო­რე შა­ნსი მი­ე­ცე­მა" - როგორ უნდა მოემზადოთ 23 თებერვლის ახალმთვარეობისთვის

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1318
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1318
  
25 თებერვალი, 4:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1