x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი 5 გრძნობა

ჩვენ წარსულში არსებული დიდი ვარსკვლავის მხოლოდ ნაწილები ვართ. ჩვენ არ გვაქვს არც იმდენი დრო და არც იმხელა ენერგია, რამდენიც იმ ვარსკვლავს ჰქონდა. ამიტომ, ჩვენი სიცოცხლე არც უსარგებლოდ უნდა გავფლანგოთ და არც მრისხარებაზე, მწუხარებაზე, სიძულვილზე და ეჭვიანობაზე დავხარჯოთ. და რადგან მხოლოდ სტუმრები ვართ ამა ქვეყნისა, მივუძღვნათ ჩვენი სიცოცხლე მშვენიერებას – თავად სიცოცხლეს, სიყვარულს, ბედნიერებას...


image



1. რწმენა


ერთხელ, მთელმა სოფელმა გადაწყვიტა, წვიმისთვის ელოცა. დათქმულ დროს, მთელი სოფელი, დიდიან-პატარიანად, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა… მაგრამ, მხოლოდ ერთმა პატარა ბიჭმა წაიღო თან ქოლგა. სწორედ ეს არის რწმენა!



2. ნდობა


როდესაც ბავშვს ვეთამაშებით, – მას ზევით ვაგდებთ, ის ბედნიერია და სიხარულისგან კისკისებს... იმიტომ, რომ იცის, აუცილებლად დავიჭერთ. სწორედ ეს არის ნდობა.



3. იმედი


ყოველ ღამე ვიძინებთ და არანაირი გარანტია არა გვაქვს, რომ მეორე დილით გავიღვიძებთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ძილის წინ მაღვიძარას ვაყენებთ... სწორედ ეს არის იმედი.



4. მომავლის რწმენა


ყოველდღე მომავლის გეგმებს ვაწყობთ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში გარკვეულობები, როგორც ასეთი, არ არსებობს. სწორედ ეს არის მომავლის რწმენა.



5. ზერწმენა


ყოველდღე ვხედავთ, თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები... ვხედავთ ავადმყოფობას, ტკივილს... როგორ ეწირებიან მსხვერპლად ერთნი სხვების აკვიატებულ აზრებს, იდეებს... ვიცით, რომ არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი შეცდომებისგან, უბედურებისგან... და მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებას ვაგრძელებთ. სწორედ ეს არის ზერწმენა.

imageimageimageimageimageimageimage







2
137
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
137
  
0 1 2