x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამბები ძებნაში გაშვებულ შესაძლებლობებზე

image


დიდი ხნის წინ, არსებობდა ბიბლიოთეკა, რომელშიც მთელი მსოფლიოს ცოდნა და საიდუმლო იყო თავმოყრილი. მაგრამ, ერთხელ, ისე მოხდა, რომ ბიბლიოთეკას ხანძარი გაუჩნდა და მთელი ცოდნა, რომელიც, ხანგრძლივი დროის მანძილზე, მილიონობით ადამიანის მიერ იყო შეგროვილი, ცეცხლმა შთანთქა.

ხანძარს, სრულიად შემთცვევით, ერთი ხელნაწერი გადაურჩა, რომელიც სამყაროს დიდ საიდუმლოს შეიცავდა. მრავალი წლის მანძილზე, ეს ხელნაწერი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, ისე რომ, არც კი ხსნიდნენ. ბოლოს, ის ერთ წიგნის მაღაზიაში მოხვდა, სადაც მტვრიან თაროზე არაერთი ათეული წელი იდო. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მაღაზიაში ახალი მეპატრონე გამოჩნდა.

მან წიგნების დახარისხება, კატალოგის შედგენა და საერთოდ, მაღაზიის დალაგება გადაწყვიტა. ასე მოხვდა ძველი ხელნაწერი ნაგვის ურნაში. და პირველი ადამიანი, რომელმაც ხელნაწერი გადაფურცლა, მაწანწალა იყო. საკმაოდ გრილი ღამე იყო და ის ნაგავში იქექებოდა, იმ იმედით, რომ რამეს იპოვიდა, რაც ცეცხლის დასანთებად და გასათბობად გამოადგებოდა. მაგრამ, ვიდრე დაწვავდა, დაინტერესდა, თუ რა ეწერა მასში.

ხელნაწერი კი იუწყებოდა: «მას, ვინც ზღვის სანაპიროზე ცხელი ქვის პოვნას შეძლებს, ნებისმიერი სურვილი აუსრულდება».

მაწანწალამ გადაწყვიტა, რომ დასაკარგი მაინც არაფერი ჰქონდა და ზღვისკენ აიღო გეზი. ის სანაპიროზე დადიოდა, იღებდა ხელში ქვებს, მაგრამ ყველა ცივი იყო და ზღვაში ისროდა. გავიდა დღეები, კვირები, თვეები, წლები…

და ერთხელ, წარმოუდგენელი რამ მოხდა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ხდება – მისი ხელი ცხელ ქვას შეეხო...

აიღო და… დაჩვეულზე, ზღვაში გადააგდო.

image

მორალი: ხშირად, როდესაც იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებდით, მხოლოდ იმიტომ ვერ ვამჩნევთ, რომ პოვნაზე მეტად, ძებნას ვართ დაჩვეულები...

imageimageimageimageimageimageimage








0
73
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0