x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
22 საჩუქარი, რომელსაც ბავშვი ცხოვრების მანძილზე შეინახავს

image



1. მათი ძალების რწმენა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს მისი სჯერათ. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ. ხან, მხოლოდ ერთი ფრაზაა საჭირო, რომ პატარა მომავალში წარმატებული ადამიანი გახდეს. image2. სიყვარული ყველა მის გამოვლინებებში. მოეხვიეთ, აკოცეთ, უთხარით სასიყვარულო სიტყვები, ყველაფრის მიუხედავად! მაშინაც კი, თუ თქვენი ბავშვი უკვე 30 წლის არის!image3. საოჯახო ვახშამი. ოჯახური ერთობის ეს წუთები ბავშვებს მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვთ. ეს მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც აერთიანებს, არიგებს, შთააგონებს და ამშვიდებს.image4. სიხარული. გაიხარეთ ცხოვრებით. ნუ შეგრცხვებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის, იცინეთ და გაერთეთ ბავშვებთან ერთად. image5. მტკიცე და სრული ოჯახი. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახი და კარგი ურთიერთობა მის თითოეულ წევრთან. ბავშვისთვის ოჯახიის ფუნდამენტია, ის საყრდენია, რომელიც ზურგს უმაგრებს და წინსვლაში ეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე.image6. საკუთარი დრო. ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, განსაკუთრებით თანამედროვე ბავშვებისთვის. გამონახეთ ბავშვებისთვის დრო ყოველდღე! რომ უბრალოდ მასთან იყოთ, მოეფეროთ, ერთად ითამაშოთ, ისეირნოთ ან უბრალოდ, ფილმს უყუროთ.image7. სიკეთე. აჩვენეთ ბავშვს სიკეთის და თანაგრძნობის მაგალითი.
image
8. არსებულის დაფასება. ასწავლეთ იმის დაფასება, რაც აქვთ და კიდევ, – უკეთესობისკენ სწრაფვა.image9. ინტერესი. ინტერესი სამყაროსადმი ყველა ბავშვს დაბადებიდან გააჩნია. გაუფრთხილდით და ნუ დაუკარგავთ მას შეცნობის სურვილს! ნურასდროს ეტყვით: «არ შეიძლება», «ნუ მიშლი», «გეყოფა, რამდენიღა უნდა ილაპარაკო», «რამდენჯერ უნდა მკითხო?»image10. გადაწყვეტილების მიღების ცოდნა. მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას და იმ შედეგის მიღებას, რაც ამ საქციელს მოჰყვება. აჩვენეთ მას გამბედაობის და გადაწყვეტილების მიღების მაგალითები. image11. ჩარჩოები. ბავშვებისთვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სრული თავისუფლების პირობებში რთულია ცხოვრება. მათ გარკვეული ჩარჩო ესაჭიროებათ, რომელიც გარე სამყაროს სტრუქტურირებას მოახდენს. თუმცა, ყველაფრის აკრძალვაც არ შეიძლება, რადგან ეს საწინააღმდეგო შედეგს – დაუმორჩილებლობას გამოიწვევს.

image12. თავისუფლება. გახსოვდეთ, რომ შეზღუდვა კარგად გააზრებული უნდა იყოს. მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. თუ საჭირო გახდა, დაეხმარეთ მას გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ საკუთარ აზრს თავს ნუ მოახვევთ.image13. შექება. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების მიერ მათი ქმედების შეფასება. ეს სტიმულია მათი განვითარების და სრულყოფისთვის.image14. სიყვარული შემოქმედებისადმი. მიეცით მათ შემოქმედებითი მიმართულებებით დაკავების უფლება. ყველა პირობა შეუქმენით საამისოდ, თავადაც აჰყევით და მასთან ერთად გაერთეთ: თუ ხატვა დაიწყო, მასთან ერთად ხატეთ, თუ ძერწვა უფრო მოსწონს, პლასტელინი არ მოაკლოთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტის და კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში.

image15. ხელგაშლილობა. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს ხელგაშლილობა, ქველმოქმედება, – ის თუ როგორ უნდა აკეთოს ეს და როგორ მიიღოს სიამოვნება საკუთარი გულუხვობით. image16. სულიერება. აზიარეთ ბავშვი სულიერებას. კარგი იქნება, თუ ისინი მოქმედებისას, მხოლოდ ხორციელი კი არა, სულიერი მოთხოვნილებითაც იხელმძღვანელებენ.image17. სიმართლე. ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი იყავით. ასე ბავშვებიც ისწავლიან გულწრფელობას. გარდა ამისა, ამ საქციელით მათ აგრძნობინებთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, რომ თქვენთან ისინი უსაფრთხოდ არიან.image18. იმედი. იმედი ადამიანს ყველაზე რთულ მომოენტში ეხმარება, ამხნევებს და ძალას აძლევს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მუდამ უნდა ჰქონდეს იმედი და უკეთესის მოლოდინი, ის რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.image19. შეცნობის სიყვარული. სკოლაში ცოდნის შეძენის და კარგი ნიშნების სიყვარულთან, ამ სიყვარულს საერთო არაფერი აქვსბავშვებს სამყაროს შეცნობის სიყვარული ჩაუნერგეთ.image20. ოპტიმიზმი. ეს ის არის, რაც ადამიანს წარმატების მოპოვებაში ეხმარება და ამ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის. აუხსენით ბავშვს, რომ ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. image21. კალთაში ჩასმა. ბავშვისთეის ეს ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მყუდრო ადგილია მსოფლიოში!image22. ოჯახის და ურთიერთობის ერთგულება. მეუღლის ერთგულება და პატივისცემა — ყოველი ადამიანის გონების, გულის და სულის საქციელია. ბავშვები კი ამ ყველაფრისადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროგორ შევარჩიოთ სათამაშო ბავშვის ასაკის (1-5 წ.) გათვალისწინებით

სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად

ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!

1
177
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
177
  
2018, 28 დეკემბერი, 22:47
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1