x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხერხმა «უკბინა» და...

«ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების».

შოთა რუსთაველი


image


მიხოხავდა გველი თავისი სოროსკენ, მიწაზე დაგდებულ ხერხს გამოედო და ტკივილი იგრძნო – თითქოს ვიღაცამ წაკბინა. ოდნავ დაჭრილი გველი უეცრად მიბრუნდა და ხერხს უკბინა. განრისხებულმა, კბენის დროს, პირი დაიზიანა.

ვერ მიხვდა გველი, რა ხდებოდა, – იფიქრა, ხერხი თავს დამესხაო და მისი დახრჩობა გადაწყვიტა. ის «მტერს» შემოეხვია და რაც ძალი და ღონი ჰქონდა, ხერხის შეკუმშვა სცადა.

შედეგად – გველი დაიღუპა.


მორალი: როდესაც ცხარედ ვრეაგირებთ სხვების ჩვენდამი უარყოფით დამოკიდებულებაზე, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს, – სულ ტყუილად ვნერვიულობთ, დეპრესიაში ვვარდებით და აუტკივარ თავს ვიტკივებთ.


P. S. როგორც ამბობენ, «სადაც არა სჯობს, – გაცლა სჯობსო». თუ ნეგატივის თავიდან აცილება შეუძლებელია, – მისი იგნორირება, საუკეთესო გამოსავალია.

imageimageimageimageimageimageimage










0
1194
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0