x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ? (4 ფოტო) – ტესტი, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის აღმოსაჩენად

ფენომენი — მრავალმნიშვნელობიანი სიტყვაა და ზოგადად, გამორჩეულ მოვლენას, განსაკუთრებულობას ნიშნავს... ადამიანებთან მიმართებაში, სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება და იგულისხმება, რომ ყველა ჩვენგანი, განსაკუთრებული და ერთადერთია, — გარკვეული ნიჭით და შესაძლებლობებით დაჯილდოებული. ამ ტესტით კი, იმის გარკვევა შეიძლება, თუ კონკრეტულად, რაში მდგომარეობს ადამიანის ფენომენი.

ნახეთ ქვემოთ მოცემული სურათები და პასუხის ვარიანტებიდან ერთ–ერთი ამოირჩიეთ, დააჯამეთ ქულები და გაეცანით შედეგს.


1. პირველად რომელი ფერი დააფიქსირეთ?image


ვარიანტები:


იისფერი (იასამნისფერი) — 1 ქულა
წითელი (ვარდისფერი) — 2 ქულა
ცისფერი (ლურჯი) — 3 ქულა
მწვანე — 4 ქულა
ყვითელი — 5 ქულა


2. რას ხედავთ სურათზე?image


ვარიანტები:


მოხუცი — 1 ქულა
გოგონა — 5 ქულა


3. ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ?image


ვარიანტები:


სახე — 1 ქულა
მხედარი — 2 ქულა
ბერი — 3 ქულა
ხეები — 4 ქულა
ანგელოზი, ხვლიკი — 5 ქულა


4. ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ?image



ვარიანტები:


ხელები — 1 ქულა
თვალი — 3 ქულა
ტყე — 4 ქულა
ნისლი — 5 ქულა


შედეგი:


4 – 5 ქულა. ხართ ამბიციური და კეთილსინდისიერი, ყოველთვის და ყველაფერში ცდილობთ საუკეთესო იყოთ. ყოველთვის ნათლად ხედავთ მიზანს და მისკენ ისწრაფვით. მაგრამ, პერფექციონისტი არ ბრძანდებით. თქვენ, უბრალოდ, ასე ცხოვრობთ და ამით თავს ბედნიერად და თვითკმაყოფილად გრძნობთ. თქვენი ბევრს არ ესმის და თავს გარიდებენ. მაგრამ, ამის გამო ნუ განაწყენდებით, — თავდაჯერებულად იარეთ თქვენი მიზნისკენ. შესაძლებელია, რომ კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მისიის შესრულება გაკისრიათ.


6 – 7 ქულა. გამოირჩევით საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით და კეთილგანწყობით სხვების მიმართ, კარგად გესმით მათი საჭიროების და პრობლემების. შეგიძლიათ დასახმარებლად დროზე მისვლა და ზრუნვის გამოჩენა. კომუნიკაციაში — მარტივი, სასიამოვნო და საინტერესო პიროვნება ხართ. თქვენი კრეატიულობა ურთიერთობას ყოველთვის უჩვეულოს და დასამახსოვრებელს ხდის.


8 – 9 ქულა. თქვენი განსაკუთრებულობა გონიერებაში და მაღალ მორალურ ფასეულობაში მდგომარეობს. როგორც ინტროვერტს, მდიდარი შინაგანი სამყარო და საკუთარი მორალური სტანდარტები გაგაჩნიათ. თქვენ — ფილოსოფოსი, მოაზროვნე, ანალიტიკოსი, ყოველთვის სერიოზული და დეტალებისადმი ყურადღებიანი ბრძანდებით. კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველთვის იცავთ საკუთარ აზრს ან იდეას. თქვენი მისია — ახალი თეორიის ან ხელოვნების ნიმუშის შექმნაა, ასევე შესაძლებელია, მეცნიერებაში აღმოჩენის გაკეთებაც იყოს.


10 – 11 ქულა. თქვენი განსაკუთრებულობა — გამჭრიახობაში მდგომარეობს. კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია. ხართ ემოციური და მგრძნობიარე პირადი სივრცისადმი და გინდათ, რომ მას პატივი სხვებმაც სცენ. თქვენი ყოველთვის არ ესმით, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია თქვენსავით მგრძნობიარე იყოს. ზოგიერთს უცნაურიც ჰგონიხართ... მაგრამ, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ სხვებისთვის გასაგები სიტყვები მოძებნოთ და ისე ისაუბროთ.


12 – 13 ქულა. წარმოუდგენლად დამოუკიდებელი ბრძანდებით. ყოველთვის და ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება გიყვართ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხართ. მიზანს ყოველთვის ნათლად ხედავთ და მისკენ სვლის ძალაც ყოველთვის გაქვთ. ხართ პატიოსანი და გიყვართ გულწრფელი ადამიანები. აფასებთ ადამიანებში ნდობის შესაძლებლობას და რთულ სიტუაციაში არავის ტოვებთ.


14 – 15 ქულა. განსაკუთრებით კეთილი და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. გყავთ ბევრი მეგობარი, რადგან თქვენს სიახლოვეს ყოველთვის «თბილა», კომფორტული და მშვიდი გარემოა. თქვენთვის მნიშვნელობა აქვს სხვების აზრს, ამიტომ მუდმივად სრულყოფილებისკენ ისწრაფვით და ახალ, საინტერესო ინფორმაციას ეძებთ. არ შეგიძლიათ ცხოვრება სიყვარულის და თაყვანისცემის გარეშე და შეგიძლიათ ბედნიერი უპასუხო სიყვარულითაც კი იყოთ, რადგან თქვენი სული გრძნობებით და ხალხისადმი მადლიერებით არის სავსე.


16 – 17 ქულა. ფენომენალურად გამგები და სამართლიანი ბრძანდებით. შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს გაუგოთ და მიიღოთ ის, რადგან უნიკალურობას და ბუნებრიობას აფასებთ. ხართ ტოლერანტული და სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვნებით იღებთ. ამასთან, თქვენ თავად, არასდროს თვალთმაქცობთ და სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევით. გაგაჩნიათ სტრესთან გამკლავების განსაკუთრებული უნარი.


18 – 19 ქულა. წარმოუდგენლად ჰარმონიული ადამიანი ბრძანდებით. ყოველთვის ენერგიული, ენთუზიაზმით და შემოქმედებითი იდეებით სავსე ხართ. გიყვართ თავგადასავლები და არც ექსტრავაგანტური ქმედებაა თქვენთვის უცხო. ხართ არაპროგნოზირებადი, მაგრამ თქვენთან ურთიერთობა საინტერესოა. ხშირად ხართ გატაცებულ რაღაც ახლით, მაგრამ საქმე ბოლომდე იშვიათად მიგყავთ. თქვენთვის საინტერესოა ცხოვრება, — უღიმით სამყაროს და სამყარო გიღიმით თქვენ.


20 ქულა. ფენომენალურად ოპტიმისტი ადამიანი ხართ. პოზიტიურად იღებთ ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება და თვლით, რომ სიცოცხლე — ბედნიერი საჩუქარია. მაქსიმალურად იყენებთ თქვენს შესაძლებლობებს და საკუთარი მიღწევებით ამაყობთ. სიტუაციას ყოველთვის რეალურად აღიქვამთ, შეგიძლიათ მისი შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, შეგიძლიათ კრიტიკის მშვიდად მოსმენა, შეცდომის გამოსწორება და ადამიანებისთვის მათი ნაკლის (მაგ., მატყუარობის, პირმოთნეობის), შეცდომების პატიება. ცხოვრებაზე, თანდაყოლილი, ბრძნული შეხედულებები გაგაჩნიათ.


image

სხვა სიახლეები:


* რაში სჭირდება ილონ მასკს მარსი? – წითელი პლანეტის იდუმალებით მოცული ისტორია

* 15 ფოტო–მტკიცებულება, რომ ხან საკუთარ თვალებსაც არ უნდა დაუჯეროთ

* ითვლება, რომ ამ ტესტის გავლა მხოლოდ 5%-ს შეუძლია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები


0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0