x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩახუტებამ გადაარჩინა (ნამდვილი ამბავი)

image


ეს საოცარი ისტორია 1995 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. ქ. ვუსტერის სამედიცინო ცენტრში (მასაჩუსეტის შტატი, აშშ) ტყუპი გოგონები - ბრიელ და კაირ ჯექსონები დაიბადნენ. ისინი დღენაკლულები იყვნენ (ვადამდე, 12 კვირით ადრე გაჩნდნენ) და ინკუბატორში მოათავსეს, ინფექციის განვითარების რისკი რომ შეემცირებინათ.

კაირი დაბადებისას 1 კგ. იწონიდა და წონაშიც სწრაფად იმატებდა. მისი და კი, უფრო პატარა დაიბადა და პრობლემა ჰქონდა სუნთქვასთან და გულთან დაკავშირებით. მის სისხლში ჟანგბადის დონე ძალიან დაბალი იყო და მომატებითაც, ძალიან ნელა იმატებდა.

imageბრიელის მდგომარეობა არასტაბილური იყო, ხოლო 12 ნოემბერი მისთვის კრიტიკული აღმოჩნდა: ჩილს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, ხოლო სახე და კიდურები მთლიანად გაულურჯდა. გული აუჩქარდა, დაეწყო სლოკინი, რაც სტრესის ნიშანი იყო. მშობლები ავადმყოფ ბავშვს თავზე ედგნენ და ყველაზე უარესზე ფიქრობდნე, ხოლო მედდა გეილ კასპერი, რომელიც ამ სიტუაციას შეესწრო, ყველაფერს აკეთებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა დაერეგულირებინა. მისი ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა: გულისცემა კიდევ უფრო აუჩქარდა, ხოლო ჟანგბადის დონე სისხლში, კატასტროფულად ეცემოდა. და მაშინ, მედ დას გაახსენდა, კოლეგის მიერ ერთხელ მოყოლილი პროცედურის შესახებ, რომელსაც ევროპაში ხშირად იყენებდნენ, ხოლო ამერიკაში, მის შესახებ, ცოტას თუ ჰქონდა გაგონილი: პროცედურა იმაში მდგომარეობდა, რომ ტყუპებს, განსაკუთრებით დღენაკლულებს, ერთ ინკუბატორში, გვერდიგვერდ ათავსებენ, ისე როგორც დაბადებამდე იყვნენ. მედდამ აიყვანა ჯანმრთელი ბავშვი და მეორე ჩვილს მიუწვინა. პატარა გოგონამ მოახერხა და დას ხელი გადახვია. ამის შემდეგ, სულ მალე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, პატარას გულისცემა და წნევა დაურეგულირდა და ბრიელმა გამოჯანმრთელება დაიწყო. ხოლო, ადგილობრივმა გაზეთმა, ფოტო გამოაქვეყნა, რომლშიც სწორედ ის მომენტი იყო ასახული, როდესაც ერთი და მეორეს ეხვეოდა...


P.S. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოხვევა და ჩახუტება პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ის ამაღლებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ჩახუტება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჰემოგლობინი დაბალი აქვს.


image


... დღეს ვიღაცას ესაჭიროება ჩვენი ჩახუტება. ვიღაცას ჩვენი სიყვარული სჭირდება. ვიღაცას ჩვენი შეხება სჭირდება. იქნებ, ჩვენ ამას ვერ ვხვდებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შეხებით, ჩვენი ხმით, ვიღაც გადავარჩინოთ!..

imageimageimageimageimageimageimage









0
232
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0