x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88861
  • ვიდეო:339388
  • სურათი:451368
დამარინადებული კიტრი წითელ მოცხართან ერთად - ძალიან პიკანტური და ხრაშუნა კიტრი გამოგივათ

ასე მომზადებული კიტრი ძალიან პიკანტური და ხრაშუნა გამოვა. ასევე ძალიან გემრიელი დამარინადებული მოცხარი კიტრის ქილაში მოულოდნელობაა. რაც მთავარია, ასე მომზადებულ კიტრს ძმარი არ სჭირდება - მას მოცხარი ჩაანაცვლებს.


image

ინგრედიენტები:

  • 600 გრ - კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1, 5 ჭიქა მოცხარი
  • 3 ცალი შავი წიწაკის მარცვლები
  • 3 ცალი მიხაკი

მარილწყალისთვის:

  • 1 ლ წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2, 5 ს/კ მარილი

მომზადების პროცესი:

1. კიტრი გარეცხეთ და ცივ წყალში 2-3 საათით დატოვეთ.

2. ქილის ძირში მოცხარის ფოთლები, თხელ ფენებად დაჭრილი ნიორი და ხახვის რგოლები ჩააწყვეთ.

3. მოცხარი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და ღეროებისგან გაათავისუფლეთ.

4. კიტრი ქილებში ჯარისკაცებივით ჩააწყვეთ, ანუ ჰორიზონტალურად, ბოლოები არ მოაჭრათ.

5. კიტრებს შორის ადგილებში მოცხარი ჩაყარეთ.

6. ქილას მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთით გააჩერეთ.

7. ქილიდან წყალი უკან ქვაბში გადაასხით და მარილწყალი მოამზადეთ: მდუღარე წყალს მარილი, შაქარი და სანელებლები დაუმატეთ.

8. ქილას მდუღარე მარილწყალი დაუმატეთ, ზემოდან თავსახური დააფარეთ და სტერილიზაცია გაუკეთეთ.

9. ქილები მოხუფეთ.

10. გადმობრუნებული დააწყვეთ, შეფუთეთ და გაგრილებამდე ასე დატოვეთ.

11. გემრიელად მიირთვით!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით

image

2. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

image

3. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

image

4. ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

image

5. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
378
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0