x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
თანამედროვე იდეები სააღდგომო კვერცხის შესაღებად
image


მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ნამდვილად გვაქვს საკმარისი დრო, სხვადასხვა ნახატითა და ფერადი ვარიანტებით ექსპერიმენტებისათვის. შეგიძლიათ უბრალოდ სტიკერებითა და სტანდარტული ფერებით შეღებოთ, თუმცა ექსპერიმენტების სურვილის შემთხვევაში მოიფიქრეთ თემა და არჩეულ სტილში მოუხმეთ იდეებს. ახლა კი განვიხილოთ წლის ყველაზე აქტუალური ტრენდები.


ნატურალურობა

image


მდგრადი მოდა გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი კვების კუთხითაც კი. კვების რაციონში კერძებიც კი უკვე სეზონური პროდუქტებით, ხილით და ბოსტნეულით, ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტებით არის გაჯერებული, რომელსაც ვენდობით საკვებად მიღებისას. პასკა - კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გადახედოთ ტრადიციებს. მიუხედავად საღებავების დიდი არჩევანისა, ბუნებრივი შესაღები საშუალებების გამოყენება ბევრად უსაფრთხო და ჰარმონიული ალტერნატივაა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხალი, სტაფილო, ჯანჯაფილი, ყავა და ჩაი.


აკვარელი



image


მათთვის, ვინც ბავშვობის ნოსტალგიებშია და ხატვის გაკვეთილები მოენატრა, შეუძლია ახლა გამოიყენოს ეს შანსი. ამისათვის დაგჭირდებათ აკვარელის საღებავი, თხელი ფუნჯი და ცოდაოდენი ფანტაზია. ღებვის დაწყებამდე დააფინეთ პარკი იმისათვის, რომ დალაგების პროცესი არ გაჭიანურდეს საღებავის გამო. როგორც იცით, აკვარელი არ არის მდგრადი საღებავი. ამიტომ არ დაგავიწყდეთ თქვენი შემოქმედება დასრულებისთანავე დააფიქსიროთ ფოტოს სახით, ვინაიდან ფერი სწრაფად გადასვლას ექვემდებარება.


ომბრე


image


გეომეტრია ფერთა მსუბუქი გადასვლებით, მიანიჭებს თქვენს სააღდგომო კვერცხებს ელეგანტურობის ელფერს. თქვენი სტუმრები და გამომწერები ნამდვილად მოხიბლულები დარჩებიან! დაუმატეთ ჯამში რამდენიმე კოვზი სასურველი ფერის საღებავი, აიღეთ კვერცხი, მოათავსეთ ფერად სითხეში რამდენიმე წუთით. შემდეგ გარეცხეთ კვერცხი, გააზავეთ ფერი წყლით იმისათვის, რომ შეთხელდეს კონსისტენცია და მიიღოთ სხვა შეფერილობა. ამის მერე კვლავ ჩაუშვით კვერცხი ჯამში მეორე მხრიდან.


განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სხვა ფოტოები



0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0