x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:101001
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464508
როგორ შევინახოთ მარწყვი ცოცხლად - გაყინვისა და უბრალოდ, გაციების რამდენიმე მეთოდი
image


მარწყვს საკმაოდ მოკლე სეზონი და შენახვის ვადა აქვს. ამიტომ განსაკუთრებით ფასობს მისი შენახვის ეფექტური და გამოცდილი ხერხები. ჯემი, კომპოტი და მურაბა თითქმის ყველა ოჯახში კეთდება, მაგრამ ცოცხლად მარწყვის შენახვას მეტი მსურველი ჰყავს. ასე მარწყვს არომატიც შენარჩუნებული აქვს და უფრო სასარგებლოცაა. გთავაზობთ რამდენიმე დიასახლისის მიერ ნაცად ხერხებს:


შენახვა შაქარში


ეს მეთოდი ჯერ კიდევ ბებიების დროიდანაა ცნობილი და რაკი ამდენი წლების შემდეგ კვლავ გამოიყენება, ესე იგი ნამდვილად ეფექტურია. ერთ კილო მარწყვს აყრიან 2 კილო შაქარს მაცივარში ინახავენ. ბევრი დიასახლისი კმაყოფილია ამ მეთოდით, მაგრამ ბევს რატომღაც მაინც უმჟავდება მარწყვი და მომავალი წლისთვის შენახვის ამ მეთოდს აღარ რისკავენ.



აღმოჩნდა, რომ შაქარში არასაიმედოდ ინახება მთლიანი ნაყოფი, მაგრამ თუ გახეხავთ მაწყვს, მაშინ უსაფრთხოდ შეინახავთ მას მთელი ზამთრის განმავლობაში.


image


პროპორციები N 1:

  • 1, 200 კილოგრამი მარწყვი
  • 1, 800 შაქარი

გარეცხეთ მარწყვი და დაყარეთ საწურზე და მოსხით მდუღარე წყალი, რომ გაითუთქოს. ჩაყარეთ მდურარეგამოვლებულ ბლენდერში, დააყარეთ შაქარი და დააბლენდერეთ დაბალ სიჩქარეზე.


გადაიტანეთ მშრალ, სტერილურ ქილებში, დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წუთის განმავლობაში და მოხუფეთ ან ხრახნიანი თავსახური გაუკეთეთ. ინახება მაცივარში მთელი წლის განმავლობაში.


პროპორციები N2:

  • 1 კილოგრამი მარწყვი
  • 1 კილოგრამი შაქარი

გამოდის 2 700-გრამიანი ქილა. გარეცხილ და წვეთებისგან დაწრეტილ მარწყვს დააყარეთ შაქარი და პიურეს საჭყლეტით დასრისეთ. დაბლენდერებაც შესაძლბებელია და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებაც, თუმცა საჭყლეტით უკეთეს სტრუქტურას მიიღებთ. დაჭყლეტვის შემდეგ გაჩერეთ 2-3 საათით, რათა შაქარი ბოლომდე გადნეს და მარწყვმაც წვენი გამოუშვას. პერიოდულად მოურიეთ, რომ ჩაქარი და წვენი კარგად გაზავდეს. ჩაასხით გასტერილებულ ქილებში (სასურველია ხრახნიანი თავსახურით), თავზე კიდევ მოაყარეთ ცოტა შაქარი და დაახურეთ გასტერილებული თავსახური. ინახება მაცივარში 6 თვის განმავლობაში.


image


გაყინვის ხერხი N1:


ზემოხსენებულ მეთოდებს ბევრი ისევ გაყინვას ამჯობინებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაყოფი მთლიანი შეინარჩუნოს. ბევრისთვის შაქრის ამდენი რაოდენობაც მიუღებელია. მარწყვი გაყინვამდე უნდა გარეცხოთ და გაათავისუფლოთ ყუნწებისგან. ამის შემდეგ უნდა გაშრეს, რათა ერთმანეთს არ მიეკრას.


უმჯობესია, პატარა-პატარა პორციებად გაყინოთ. დააწყვეთ თეფშზე ერთ ფენად და შედგით საყინულში. როგორც კი ცოტა შემაგრდება, მაშინვე აიღეთ და პაკეტში გადაიტანეთ, რადგან თუ ძლიერად გაიყინა, შეიძლება თეფშიდან ვეღარც აიღოთ და დაზიანდეს... განაგრძეთ კითხვა <<<



0
562
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0