x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ზაფხულის ყველი მაისში უნდა შევინახოთ თუ აგვისტოში?
image"ქართული სუფრის აკადემიად" წოდებული ჩვენი სუფრისგან განსხვავებით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ყველს ისევე დელიკატესად მიიჩნევს, როგორც მაგალითად ღვინოს ან სიძველით განთქმულ კონიაკს. აქ კი ყველს ჩვეულებრივ ნებისმიერ საკვებზე მისაყოლებლად თვლიან. თუ რა მნიშვნელოვანია ყველი ადამიანისათვის და რას წარმოადგენს მისი მირთმევა ყოველდღიურ ცხოვრებაში არა ერთი სტატია და შეთავაზება აქვს დაინტერესებულ საზოგადოებას.ამ უმნიშვნელოვანეს პროდუქტს ზაფხულში ინახავენ გამოსაზამთრებლად. ყველის შენახვის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის უდაოდ მხოლოდ ერთია: - ყველი შესანახად "იმერული" უნდა იყოს და რაც შეიძლება ჭყლიტი, როგორც ჩვენ მას ქართველები ვეძახით.image

იმერული ყველი რომ ზამთრისთვის შესანახად ყველაზე კარგად ინახება, ცნობილი ფაქტია და ამის მტკიცებულებად საკუთარი გამოცდილებაც მეხმარება.სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი ოჯახის ტრადიციაზე, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია გრძელდება და იმდენად გემრიელია შენახული ყველი, შუა ზამთარში უკვე აღარ არის.მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი რამ - უფრო გემრიელი, უფრო სასარგებლო და უფრო მარტივია აგვისტოში შენახული ყველი, ვიდრე ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ მაისის ყველი უნდა შევინახოთ.

როგორ უნდა შევინახოთ ზაფხულში ყველი, რომ ზამთარი რძის ამ უგემრიელეს პროდუქტთან ერთად გადავაგოროთ?

1) 10 კილოგრამი ყველი;


2) 20 ჩ/კ მარილი;

3)10 ჩ/ კ შაქარი;

4) 7 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი;

5) 25 ჩ/ჭ წყალი.

წინასწარ დავჭრათ ყველი იმ ზომაზე, რომელიც შესანახ ჭურჭელში ჩაეტევა. imageსასურველია მინის ქილები, თუმცა არა ნაკლებ ინახავს ემალის ჭურჭელიც.ცალკე ქვაბში ვადუღებთ წყალს 25ჩ/ჭ, აქვე ვაზავებთ იმ ინგრედიენტებით, რომლებიც ზემოთაა ჩამოთვლილი. ანუ - ვამატებთ მარილს, შაქარს და 7 სუფრის კოვზ თეთრ ძმარს.წინასწარ გამზადებულ ყველიან ჭურჭელში ვასხავთ გაგრილებულ ე.წ. წათხს. თუ ყველი მინის ქილებშია მოთავსებული, ბანკებს ან ვხუფავთ ან კიდევ პლასმასის სახურავებს ვაფარებთ მხოლოდ ჩასხმიდან სამი დღის შემდეგ. თუ ემალის ვედროში გვაქვს ჩაწყობილი, მაშინ საჭიროა ზემოდან დავადოთ თეფში და რამე სიმძიმე ( მაგალითად სანაყი ქვა), კარგად შევფუთოთ ცელოფნით და დავაფაროთ თავსახური.მორჩენილი წათხი უნდა შევინახოთ, რომ მესამე დღეს დავამატოთ ყველს დაფარვამდე.

დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე გამართლებული და ათასჯერ გამოცდილი მეთოდი ზაფხულის ყველის შესანახად.

0
2560
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
2560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0