x
image
გემი დალანდი
11 მიზეზი, თუ რატომ უნდა სვათ ყავა ყოველდღე. სასწაულმოქმედი სასმელი!

ყავა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში. როგორც აღმოჩნდა, ის არა მხოლოდ სასარგებლოა თქვენი ტვინისთვის, არამედ შეუძლია მძიმე დაავადებებისგანაც კი გვიხსნას. ეს 11 მიზეზი ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყავა ყოველდღე უნდა დალიოთ.

1. ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა

არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს იმდენ ანტიოქსიდანტს, რამდენსაც ყავა და თანაც, ადამიანის ორგანიზმი მათ ყავიდან უფრო კარგად ითვისებს, ვიდრე ხილიდან, ბოსტნეულიდან თუ მწვანე ჩაიდან.

image

2. ყავის არომატსაც კი შეუძლია სტრესი შეამციროს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა უძილობით გამოწვეულ სტრესს უმკლავდება. სამწუხაროდ, სტრესის სხვა სახეებზე მისი ზემოქმედება არ ვრცელდება.

image

3. ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომები შეამსუბუქოს

კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყავას რეგულარულად სვამენ, პარკინსონის დაავადება არ პროგრესირებს. ყავის სმა ასევე ამ დაავადების პროფილაქტიკაა.

image

4.ყავა სასარგებლოა ღვიძლითვის

ადამიანებს, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა ყავას მაინც სვამენ, ღვიძლის ციროზის და ამ ორგანოს სხვა დაავადებების განვითარების რისკი ( დაკავშირებული ალკოჰოლის მიღებასთან) 20%-ით უმცირდებათ.image

5. ყავა ადამიანს ბედნიერს ხდის

ადამიანები, რომლებიც დღეში 4 ჭიქა ყავას სვამენ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ეს კი იმიტომ ხდება, რომ კოფეინი თავისებური ანტიდეპრესანტია.image

6.ყავა თვითმკვლელობის რისკს ამცირებს

სტატისტიკის თანახმად, ყავის მოხმარება თვითმკვლელობის რისკს 50%-ით ამცირებს.

image

7. ყავა კანის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს ქალებში

ქალებს, რომლებიც დღეში 3 ჭიქა ყავას სვამენ, უფრო ნაკლებად ემუქრებათ კანის კიბო, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ სვამს ყავას.

image

8. ყავა გვეხმარება, სპორტში წარმატებას მივაღწიოთ

მეცნიერები და სპორტსმენები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შეჯიბრების თუ ტურნირის წინ ჭიქა ყავა სასურველი შედეგის მიღწევას უწყობს ხელს.image

9.ყავა ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს

დალიეთ დღეში 3-4 ჭიქა ყავა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 30-50 %-ით შემცირდება.image

10.ყავა ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას

ყავას შეუძლია ალცჰაიმერის და ტვინის სხვა დაავადებების განვითარების ხელის შეშლა-შენელება. თუმცა, მხედველობაში იქონიეთ, რომ ამ დაავადებებისგან სრულად დაცვა ყავას არ შეუძლია.

image

11.ყავა უფრო ჭკვიანს გვხდის

ჩვეულებრივ, ყავას მაშინ სვამენ, როცა ეძინებათ. კოფეინი ძილიანობას ფანტავს და ჩვენი რეაქციის სისწრაფეს ზრდის. ამახვილებს ჩვენს ყურადღებას და აძლიერებს დაკვირვების უნარს.

image



0
290
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0