x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83778
  • ვიდეო:334520
  • სურათი:441879
ისლამის 1400 შოკისმომგვრელი წელი

ისლამის 1400 შოკისმომგვრელი წელი


ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ჯ.კ. შეინდლინმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "ხალხი მუჰამედის წინააღმდეგ", რომელიც ამერიკაში მალევე ბესტსელერად (ყველაზე გაყიდვად წიგნად) იქცა. მან გარკვეული შეჯამება გააკეთა ამ წიგნის, რომელიც თავისი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის 5-წუთიან პერიოდში ჩაატია მათთვის, ვინც ამ წიგნის შეძენას ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის გამო. გთავაზობთ ამ გამოსვლის თარგმანს:


"როდესაც პატარა გოგო ვიყავი, ისტორია მეზიზღებოდა, ამ ასაკში კი ვაფასებ ისტორიას. ახლა უკვე მესმის, რატომაც ამბობენ - "ისინი, ვინც არ სწავლობენ გაკვეთილს ისტორიიდან, განწირულნი არიან ისტორიის განმეორებისათვის." იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რატომაა ისლამური ცივილიზაცია ამდენად განსხვავებული დასავლურისაგან, გჭირდებათ, რომ გაერკვეთ ისლამის ისტორიაში. როდესაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა მიიღო შეტყობინება მთავარანგელოზი გაბრიელისგან, რომ ის უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველთა ბეჭედი ანუ ბოლო წინასწარმეტყველი, მან დაიწყო მისი სწავლების ქადაგება ადრეულ 600-იან წლებში მის მშობლიურ ქალაქ მექაში. ცდილობდა შემოეკრიბა მეგობრები და მიმდევრები, რომ მეტად გაევრცელებინა თავისი ახალი რელიგია. მან ამ მცდელობაში 12 წელიწადი დახარჯა და ეს მაინც ვერ შეძლო. 12 წლის გასვლის შემდეგ მისი მიმდევრები მხოლოდ მისი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. ამგვარად მან გადაწყვიტა - თუ მე წავალ მედინაში, რომელიც ებრაული სავაჭრო ცენტრი იყო იმ დროისთვის და იქ მხოლოდ ებრაელები ცხოვრობდნენ, – თუ მე იქ წავალ, ვუქადაგებ ჩემს რელიგიას და ისინი მიიღებენ მას, მაშინ ეს სტატუსს და ნდობას ამიმაღლებს ჩემს საკუთარ ხალხში და ისინიც მაღიარებენ წინასწარმეტყველადო. ამგვარად მუჰამედმა დაიწყო ებრაელების სწავლების უკეთ გაცნობა, რომ თავისი რელიგია უფრო მეტად შესაბამისი გაეხადა ამ სწავლებისთვის და აქედან გამომდინარე, მეტად მისაღები ებრაელებისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრ საერთო წესს ვხედავთ ისლამსა და იუდაიზმს შორის, მაგალითად, იუდეველები არ ჭამენ ღორს, ასევე არც მუსლიმები, იუდეველები ლოცულობენ რამდენჯერმე დღეში - მუსლიმებიც ლოცულობენ რამდენჯერმე დღეში, იუდეველები მარხულობენ იომ-ქიფურის დროს - მუსლიმები მარხულობენ რამადანში. სწორედ ამიტომაა, რომ ყურანის დასაწყისში ჩვენ ვხედავთ შემწყნარებლურ ტექსტებს "წიგნის ხალხის" (ქრისტიანების და ებრაელების) მიმართ. მან მიიტანა თავისი სიტყვა ებრაელებთან და დაუწყო ქადაგება იმაზე, თუ რამდენად ერთნაირები იყვნენ წმინდა წიგნების მიდევარი ხალხები, მაგრამ როდესაც ებრაელებმა არ მიიღეს ეს სწავლება და არ აღიარეს მუჰამედი ბოლო წინასწარმეტყველად, სწორედ მაგ პერიოდიდან მუჰამედი განეწყო მათდამი მტრულად და დაიწყო მათი დახოცვა. ეს ის დრო იყო, როდიდანაც ისლამი სასულიერო სწავლებიდან, რომელიც იყო პირველი 12 წლის განმავლობაში ქადაგებებისა, გადაიქცა პოლიტიკურ იდეოლოგიად, რომელიც რელიგიის მანტიით იყო შეფარული. მან ებრაელების წინააღდეგ ომი გამოაცხადა და დაიწყო მათი ხოცვა, ქრისტიანები და ებრაელები გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ისლამური წესით (შარიათით) მართულ საზოგადოებაში და ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ ნებადართულნი რომ ეცოცხლათ, თუკი გადაიხდიდნენ ჯიზიას ანუ გადასახადს, რომელიც არამუსლიმობისთვის ეკისრებოდათ. ამგვარად, მათ რჩებოდათ ორი არჩევანი, მიეღოთ ისლამი ან გადაეხადათ ჯიზია ანუ დამცავი გადასახადი და ეცხოვრათ მეორეხარისხოვან მოქალაქედ ისლამურ ერში ან აერჩიათ სიკვდილით დასჯა. ქრისტიანებს წაერთვათ უფლება, რომ დაერეკათ ეკლესიის ზარები ლოცვისას, ებრაელებს კი რიტუალურ საყვირში ჩაბერვა აეკრძალათ. ორივეს აეკრძალა საჯაროდ ლოცვა. ქრისტიანებს და ებრაელებს ასევე აეკრძალათ, შეკრებილიყვნენ ბევრნი ერთად სალოცავად და აეშენებინათ ახალი ტაძრები და სინაგოგები. ხოლო ჯიზია იკრიბებოდა ყოველთვიურად და ყოველი თვის ბოლოს ებრაელებს და ქრისტიანებს კრებდნენ დასახლების ცენტრში და ჯიზიას აკრების წესი ასეთი იყო: მაგალითად ებრაელს უნდა დაეჩოქა და ისე გადაეცა ეს თანხა მოლასთვის ხელიდან ხელში. დასახლებებში ქრისტიანებს და ებრაელებს ეძლეოდათ სპეციალური ყელსაბამები იმის დასტურად, რომ ისინი იხდიდნენ ჯიზიას ანუ დამცავ გადასახადს. ებრაელები მიიჩნეოდნენ ნაგვებად და ძაღლებად ისლამურ საზოგადოებაში. ამგვარად, ქრისტიანები და იუდეველები მიიჩნეოდნენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად.


ისლამის 1400 შოკისმომგვრელი წელი


ისლამმა მომდევნო წლებში ზრდა განაგრძო და უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა ქრისტიანებისა და იუდეველების ჩაგვრა. მაგალითად, მომდევნო წლებში ებრაელებმა მიიღეს ტანსაცმელზე ახალი ნიშნის ტარების ბრძანება - ეს იყო ყვითელი ვარსკვლავი. ხალხს ჰგონია, რომ ასეთი რამ პირველად ნაცისტურ გერმანიაში მოხდა, სინამდვილეში კი ეს პირველად IX საუკუნეში მოხდა ერაყში, II ხალიფას მიერ. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საზოგადოებაში ქუჩაში სიარულისას ყველას ეცნო, თუ ვინ იყო ებრაელი. თუკი ებრაელი და მუსლიმი მიდიოდნენ გზაზე ერთი მიმართულებით, ებრაელი უნდა გადასულიყო გზის მეორე მხარეს, რომ მუსლიმ კაცს გაევლო ქუჩაზე ისე, რომ არ გაბინძურებულიყო და გაუწმინდურებულიყო ებრაელთან ახლოს ყოფნით.

ქრისტიანებს კი მიეცათ ზუნარი (ზონარი) ანუ სარტყელი, ქამარი. ესეც ისლამური გამოგონება იყო, რომ საზოგადოებას ეცნო ქრისტიანი ადამიანი და მოჰქცეოდა როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეს და არა ისეთი პატივით, როგორც მუსლიმს.


ისლამი კვლავ აგრძელებდა გავრცელებას და იურუსალიმსაც მოედო. მათ დაიპყრეს ეს ქალაქი. ქრისტიანები იერუსალიმში, თავიანთ წმინდა ქალაქში ვეღარ რეკდნენ ზარებს - აიკრძალა. 1090 წელს რომის პაპმა განუცხადა ქრისტიანებს, რომ ამგვარ ყოფაში ჩავარდნილი ქრისტიანების დასახმარებლად აუცილებლად უნდა ეღონათ რამე და გაეთავისუფლებინათ მუსლიმთა მიერ დაპყრობილი იერუსალიმი. "ჩვენ უნდა წავიდეთ და დავეხმაროთ ქრისტიანებს" - აი, ამიტომ დაიწყო ჯვაროსნული ომები. ჯვაროსნები იმისთვის არ შეკრებილან საბრძოლველად, რომ ერთ დღესაც გაიღვიძეს და უცებ მუსლიმებთან ომი და მათი დახოცვა მოუნდათ.. ჯვაროსნები მობილიზდნენ იმისთვის, რათა მუსლიმთაგან დამონებული იერუსალიმი გაეთავისუფლებინათ და მათ მოახერხეს ეს, მაგრამ დროებით, იერუსალიმი თავისუფალი დარჩა 100 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, მანამ, სანამ სალაჰ ად-დინ ალ-იუბიმ, იგივე სალადინმა არ დაუბრუნა იერუსალიმი ისლამური ხალიფატის საგანმგებლო ტერიტორიას და 1967 წლამდე ის რჩებოდა ისლამური დაპყრობის ქვეშ, სანამ ისრაელის სახელმწიფომ კვლავ არ გაათავისუფლა ეს ქალაქი მუსლიმთა ბატონობისგან და მას შემდეგ ქრისტიანებს, ებრაელებს და მუსლიმებს კვლავ შეეძლოთ თავისუფლად ლოცვა და ცხოვრება.


ჯვაროსნებმა სალადინის დაპყრობის შემდეგაც გააგრძელეს ისლამთან ბრძოლა, 300 წლის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ წინააღმდეგობას და საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ და 1300-იან წლებში ჯვაროსნები გაქრნენ, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ისლამზე გამარჯვება. ამის შემდგომ ისლამმა ზრდა კვლავ განაგრძო. ის მივიდა ცენტრალურ ევროპამდეც კი, ჩინეთამდე, მიაღწია ინდოეთის საზღვრებს, მათ დაიპყრეს ესპანეთი და შეცვალეს მისი სახელი ანდალუსიად. რაც მეტ ტერიტორიებს იპყრობდნენ, უფრო და უფრო მეტი ხალხი იხდიდა ჯიზიას, ასე გაიზარდა ისლამური იმპერია მანამ, სანამ ავსტრიის დედაქალაქ ვენის კედლებთან იგი არ იქნა შეჩერებული 11 სექტემბერს. 11 სექტემბერი სულაც არ იყო ოსამა ბინ ლადენის მირ შემთხვევით შერჩეული თარიღი. 11 სექტემბერი არის სიმბოლური თარიღი. 1600-იანი წლებისთვის ისლამურმა იმპერიამ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რომის იმპერიას ეკავა თავისი უდიდესი გაფართოების პერიოდში.


1800-იანი წლებიდან ევროპელებმა დაიწყეს ინდუსტრიული რევოლუცია, როდესაც ევროპელებმა შეძლეს ეწარმოებინათ პროდუქტები სწრაფად და დიდი რაოდენობით ფაბრიკებისა და ქარხნების მეშვეობით, გაეყიდათ ისინი როგორც შინ, ასევე ექსპორტზე და დაეგროვებინათ ფული იმისათვის, რომ გაეძლიერებინათ საკუთარი არმიები და შებრძოლებოდნენ მუსლიმებს. სწორედ ასე შეძლეს მათ მუსლიმთა შეჩერება და მათი ექსპანსიის შემდგომი ზრდა. ევროპელებმა შეძლეს და განდევნეს მუსლიმები ევროპიდან. 1924 წელს კი ისლამური იმპერია - ისლამური ხალიფატი დასრულდა ათა-თურქის მიერ, რომელიც იყო სეკულარისტი, მან დაასრულა ხალიფატი და მისცა ქალებს ხმის მიცემის უფლება, განათლების მიღების უფლება, მუშაობის უფლება, მისცა ქალებს იმის ნება, რომ თავად აერჩიათ საქმრო. აკრძალა ჰიჯაბის ტარება, აკრძალა ისლამური წესით წვერის ტარება. მუსლიმებს იმდენად ეზიზღებათ იგი, რომ მიიჩნევენ მას ებრაელების აგენტად, მუსლიმებს სჯერათ, რომ ათა-თურქი დედის მხრიდან ებრაელი იყო.


როდესაც 1924 წელს დასრულდა ისლამური ხალიფატი, გამოვიდა, რომ მან იარსება სულ 1400 წელიწადი. ამ 1400 წელიწადში ისლამურმა ხალიფატმა გაანადგურა 270 მილიონი ადამიანი. ეს 270 მილიონი ადამიანი მოკლული იქნა უმეტესად ხმლებით, იქნენ თავმოკვეთილნი და ყელგამოჭრილნი, ვინაიდან იმ პერიოდში ჯერ არ იყო განვითარებული მასობრივი განადგურების იარაღები.


ისლამური ხალიფატი


რამდენმა იცოდით ეს ისტორია, გთხოვთ აიწიოთ ხელი, ჩვენ, ამერიკელებმა ვერ შევძელით განგვენათლებინა და შესაბამისი ცოდნა მიგვეცა საკუთარი ბავშვებისთვის ისტორიისა. გააჩერეთ ნებისმიერი 16-17 წლის თინეიჯერი ამერიკაში და ჰკითხეთ მეორე მსოფლიო ომის შესახებ, მათ ისიც კი არ შეუძლიათ გითხრათ, თუ რა მოხდა მეორე მსოფლიო ომში, მათთვის ეს უძველესი ისტორიაა, არადა ჯერ კიდევ ჩვენ შორის დადიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები... აი, ამდენად ცოტა იცის ამერიკელმა მოსახლეობამ ისტორიის შესახებ.


როდესაც ისლამური ხალიფატი დასრულდა 1924 წელს, ხალხმა იფიქრა, რომ ის აღარასოდეს აღდგებოდა. მაგრამ 2 რამ მოხდა ახლო აღმოსავლეთში. გასულ მე-20 საუკუნეში ისლამისტებმა შეძლეს აღედგინათ ხალიფატი. პირველი იყო ნავთობის აღმოჩენა საუდის არაბეთში, რაც ჩვენც შეგვეძლო აღმოგვეჩინა და იმდენად სულელები ვიყავით, რომ მათ ნება მივეცით ამ ყველაფრის ნაციონალიზებისა. და მეორე რაც მოხდა, იყო აიათოლა ჰომეინის მოსვლა ისლამური რევოლუციის გზით ირანის სათავეში 1979 წელს.

ამ ყოველივემ მისცა ისლამისტებს ფული და სულიერი აღმაფრენა, რომ კვლავ ახალი ძალით აფეთქებულიყვნენ მსოფლიოში. ხალხი ამბობს - ვაჰაბიტებმა თავიანთი ვაჰაბიტური ისლამის ექსპორტი მოახდინეს და ამიტომააო ძალადობრივი მათი ქმედებები, მაგრამ ვაჰაბი არის უბრალოდ სახელი, ეს არაა ისლამის განსხვავებული სექტა, ეს ჩვეულებრივი ისლამია, სუნიზმი, ისინი მიჰყვებიან ავთენტურ მუჰამედის ცხოვრებას, ჰადისსა და ყურანს. აბსოლუტურად მთლიანად, ჩვეულებრივი ისლამია ვაჰაბიზმი. ვაჰაბიზმი = ისლამი. სწორედ ამიტომაა, რომ არც მე, არც თქვენ და არც პრეზიდენტი ობამა, არავინ, ვინც არის ქუფარი, ქააფირი ან მუშრიქი, არამუსლიმი, ჩვენ ვართ მათ თვალში უწმინდურები და ამიტომ არ გვაძლევენ უფლებას იმისას, რომ ფეხი დავდგათ მათ წმინდა ქალაქ მექაში.


ახლა ვისაუბროთ აისისზე, უნდა ითქვას, რომ აისისი არ არის ახალი გამოგონება, აისისმა აღადგინა ის ხალიფატი, რომელიც დასრულდა 1924 წელს ათა-თურქის მიერ, მაგრამ ჩვენ იმდენად ცუდად ვიცით ისტორია, რომ ვერც კი მივხვდით, რა არის აისისი, რას აკეთებს იგი და რატომაა ის ასე წარმატებული იდეა მუსლიმებს შორის.

ორი რამაა, რაც უნდა იცოდეთ ისლამზე და ისლამის ომის პრინციპზე. პირველი, ესაა - თაქიიას კანონი, რომელიც ნიშნავს, რომ მოტყუება დასაშვებია. ეს ნიშნავს, რომ მუსლიმმა კაცმა შეიძლება დაადოს ხელი ყურანს, დაიფიცოს ტყუილზე და ეს მას მაინც ეპატიება, თუ ეს იქნება ისლამის სასიკეთოდ ურწმუნოების გაცურება. მეორე, რაც უნდა იცოდეთ, არის ალ-ჰუდაიბიას შეთანხმება – ისლამის პრინციპი, თუ როგორ უნდა მოატყუო და გააცურო მტერი ომის დროს - შენ უნდა მოაწერო ხელი მშვიდობის შეთანხმებას მტერთან, როდესაც იცი რომ ის შენზე ძლიერია, მოიგო დრო და გაძლიერდე, შემდეგ კი დაარღვიო შეთანხმება ყველაზე მოულოდნელ დროს. ეს არის მუჰამედის მაგალითზე შედგენილი სტრატეგია. მუჰამედი თავს ესხმოდა ხოლმე მექელებს და მათ ქარავნებს მედინაში ცხოვრების დროს. ერთ დღეს მან კვლავ შეუტია მათ ალ-ჰუდაიბიაში და როდესაც მან დაინახა, რომ მტერი უფრო ძლიერი იყო და იქ მას არ შეეძლო დაემარცხებინა მექელები, მან ხელი მოაწერა 10-წლიან მშვიდობის შეთანხმებას მათთან. მუჰამედმა ამ შეთანხმების წყალობით 2 წელიწადში ააშენა და გააძლიერა თავისი არმია და როდესაც დარწმუნდა, რომ ამ ძალებით ის გაიმაჯვებდა მათთან, მან დაარღვია ალ-ჰუდაიბიას შეთანხმება და თავს დაესხა მექელებს - მექა დაეცა 24 საათში, ვინაიდან ისინი არ ელოდნენ ასეთ ღალატს და პირის გატეხას. ამის შემდეგ ეს გახდა ისლამში ომის პრინციპი.


მაგალითი რომ გაჩვენოთ, თუ როგორ ხორციელდება ეს დღევანდელ დღეს, გეტყვით, რომ ნებისმიერი ხელმოწერილი შეთანხმება ირანთან, ნიშნავს არაფერს ირანელებისთვის. იასილ არაფატის მაგალითიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არ იყო ისლამისტი, მაგრამ იყო მუსლიმი. ეს ერთი და იგივეა. ის შეხვდა ებრაელებს და ხელი მოაწერა 1993 წელს მშვიდობის შეთანხმებას. ისრაელს ამ შეთანხმების წყალობით მან უკან გამოართვა თავისი ტერიტორიები, დააფინანსა თავისი ჯარი, გაწვრთნა თავისი პოლიცია და შეაიარაღა ისინი. ამის შემდეგ იასილ არაფატმა დაარღვია 1993 წელს ისრაელთან დადებული შეთანხმება, 10 წელიც არ მოიცადა, და 2000 წელს დაიწყო მეორე ომი ებრაელებთან. მან ზუსტად მუჰამედის მოდელი გამოიყენა მტრის მოტყუებისა. როდესაც ეგვიპტურმა და იორდანიის პრესამ მას ჰკითხა, ხელმოწერის შემდეგ რომ როგორ შეგეძლოთ დაგედოთ მშვიდობის ხელშეკრულება ეშმაკთანო (ებრაელებთან), იასილ არაფატმა უპასუხა - "გახსოვთ ჰუდაიბია?" ეს იყო ყველაფერი, რისი თქმაც მას სჭირდებოდა რომ მთელ მსოფლიოში ყველა მუსლიმისთვის გასაგები ყოფილიყო, თუ რაზე ლაპარაკობდა არაფატი და რას აპირებდა. ჩვენ კი დასავლეთში და ებრაელებმაც კი, არ მიაქციეს ამას ყურადღება. ასე რომ, როდესაც ირანი დებს 10-წლიან სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-თან, ისინი გვიყენებენ ჩვენ როგორც იდიოტ ხალხს, რომელმაც არ იცის ისტორია, რომელიც ხელს აწერს მშვიდობის ხელშეკრულებას ეშმაკ ირანთან, რომ საშუალება მისცეს გაძლიერდეს იგი და უკეთ მოემზადოს დაპირისპირებისთვის.

ხალხს აინტერესებს და უკვირს, თუ რატომაა აისის ასე წარმატებული და ეს იდეა რატომ აიტაცა მუსლიმმა ხალხმა მთელ მსოფლიოში და მუსლიმთა უმრავლესობას რატომ მოსწონსო აისის... Pew research center-მა 2013 წელს გამოჰკითხა მუსლიმები, ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო წარმოქმნილი აისისი, მათ გამოჰკითხეს მთელ მსოფლიოში მცხოვრები მუსლიმები, და დაუსვეს 2 კითხვა: 1. ისურვებდით, რომ გქონდეთ ისლამური შარიათი თქვენი ქვეყნის კანონად? და მეორე - ისურვებდით თუ არა რომ გეხილათ აღდგენილი ისლამური ხალიფატი?...

ისლამური სამყაროს 6-მა უდიდესმა ქვეყანამ (ინდონეზია, პაკისტანი, ეგვიპტე, ნიგერია, ალჟირი და ბანგლადეში) ამ კითხვებზე პასუხში დააფიქსირა შემდეგი - მუსლიმების 77%-მა გასცა პასუხი, რომ უნდოდა შარიათის კანონებით ეცხოვრა მის ქვეყანას და შექმნილიყო ახალი ისლამური ხალიფატი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში მცხოვრები მუსლიმების, ე.წ. "მოდერული მუსლიმების" 77% ეთანხმება აისისს და იმას, რასაც აისისი აკეთებს (ცდილობს აღადგინოს ისლამური ხალიფატი)."



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ისლამი - მშვიდობის რელიგია?

2. ქალების დისკრიმინაცია ისლამში

3. ისლამური შარიათი

4. მუჰამედი

5. მუჰამედის ბრძოლები

6. ქალების წინდაცვეთა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
349
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0