x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73369
  • ვიდეო:326375
  • სურათი:428993
ისლამი - მშვიდობის რელიგია თუ თავად ტერორიზმი?

ისლამური სახელმწიფოს დროშა


ხშირად გაიგებთ მუსლიმი ადამიანებისგან, რომ ჩვენი რელიგია მშვიდობისმოყვარე და სიყვარულის რელიგიააო. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რეალობა სრულიად სხვაა. პირველი და მეტად მნიშვნელოვანი რამ, რასაც ყურანი (ისლამი) არ სცემს პატივს, არის აღმსარებლობის თავისუფლება. ისლამი პატივს არ სცემს სხვა რელიგიებს. ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ქადაგებს სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანთა ფიზიკურ განადგურებას!


სურა (9.29) "ებრძოლეთ იმათ, ვისაც არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა მოციქულმა და არ აღიარებენ სჯულს ჭეშმარიტებისას."

სურა (47:4) "და თუ შეხვდებით იმათ, ვინც არ ირწმუნა, დასცხეთ (ხმლით) კისერში, ვიდრე სრულიად მოსრავდეთ."

სურა (47:8) "ხოლო რომელთაც უარჰყვეს, დაე განადგურება მათ!"

სურა (2:191) "მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდეთ მათ!"


მსგავსი უამრავი აიათია ყურანში. მუსლიმები ამ ძალადობას ხსნიათ იმით, რომ თითქოს ეს ომის პროცესზეა ნათქვამი. ჯერ ერთი ვინც ამ აიათებს წაიკითხავს, მიხვდება, რომ საუბარია არა თავდაცვით, არამედ თავდასხმით ომზე. მეორეც ის, რომ არის ერთი აიათი, რომელსაც ვერანაირად ახსნიან და არის პირდაპირი მოწოდება სხვა აღმსარებლობის ადამიანთა მოკვლისკენ. ამ აიათსი იკითხება შემდეგი აზრი: დახოცეთ ყველა, ვინც არ მიიღებს ისლამს, ვიდრე მთელი დედამიწა არ გამუსლიმდება.


სურა (2:189) "და ებრძოლეთ მათ, ვიდრე აღმოიფხვრებოდეს საცდური, და დარჩებოდეს რწმენა ალლაჰისა!"

სწორედ ამ აიათებს ეფუძნება ეგრედწოდებული ჯიჰადი. ისლამის მიმდევარს სამოთხე გარანტირებული აქვს თუ ის გახდება შაჰიდი, ანუ თვითმკვლელი ტერორისტი.

სურა (4:79) "დაე იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვენიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ჰყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და შემდეგ დაიღუპოს (დაეცეს) ან გაიმარჯვოს, სულ მალე ჩვენ მას ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს!

სურა (9:5) "ხოლო როცა გაივლის ნაკრძალი თვეები, დახოცეთ წარმართები, სადაც წააწყდებით, აიყვანეთ ეგენი, ალყაში მოაქციეთ და ჩაუსაფრდით ყველა საფარში. მაგრამ თუ მოტრიალდნენ და აღავლინეს ლოცვა და ზექათი გაიღეს, მაშ, გზა გაუხსენით მათ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობელია, მწყალობელია!"

სურა (5:51) ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად! ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!"


ეს ის აიათებია, რომლებიც ტერორიზმს ქადაგებს. როგორც ხედავთ ამ რელიგიაში კაცთმოყვარეობის ნასახი არ არის. ყველა რელიგია ამავე დროს არის იდეოლოგიაც, ისლამი კი დამპყრობლური იდეოლოგიაა. იგი დასაბამიდან (მეშვიდე საუკუნიდან) დღემდე ძალადობით და შიშით ვრცელდება. მას შემდეგ რაც მუჰამედი მექადან მედინაში გაიქცა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ ანუ 622 წლიდან, დაიწყო მსოფლიოში ისლამის ძალით გავრცელება. ვინც არ იღებდა ისლამს - კლავდნენ. ვინც აკრიტიკებდა ისლამს - მასაც კლავდნენ. მუჰამედმა თავადვე დალაშქრა და დაიპყრო დიდი ტერიტორია. შექმნა მიწიერი იმპერია, რომლის სამართავადაც შექმნა ისლამური იდეოლოგია, რომელიც მომავალში მუჰამედის მიერ შექმნილი იმპერიის - ხალიფატის განვრცობის გარანტი იქნებოდა.

ასევე, ზოგიერთი მუსლიმი ამბობს, რომ ყურანი კრძალავს ძალადობას და ადამიანის მკვლელობას და მოჰყავთ აიათები: სურა 5:32 "ამისთვის დავუწერეთ ისრაელის შვილთ, რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, მაშინ თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს, და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე."

აქ ნათქვამია, რომ ღმერთმა ებრაელებს აუკრძალა ადამიანის მოკვლა და არა მუსლიმებს, თან ებრაელებსაც ნებას რთავს ადამიანების მოკვლის, თუ ეს იქნება შურისძიების მიზნით ანუ ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ შურისძიების მიზნით ან სრულიად გაურკვეველი "ქვეყანაზე უკეთურების გასაწმენდად", რაშიც ძალიან ბევრი რამ შეიძლება შედიოდეს და გახდეს მოტივი და საბაბი ადამიანების მკვლელობისა. მუსლიმები რა შუაშია აქ? წაიკითხეთ რა წერია ყურანის მომდევნო აიათში:

5:33 "უეჭველად, რომელნიც იბრძვიან ალლაჰისა და მისი შუამავლის წინააღმდეგ და ცდილობენ უკეთურება გაავრცელონ ქვეყნად, ისაა საზღაური, რომ მოკლულ იქნან ისინი ან ძელზე გაკრულნი, ან ხელ-ფეხი სხვადასხვა მხრით მოკვეთილნი ან ამ მიწა-წყლიდან გაძევებულნი. ასეთია დამცირება მათთვის ამქვეყნიური, ხოლო მძიმე სასჯელია საიქიოში."

ყურანში თუ სადმე წერია ადამიანი არ მოკლაო, წერია მორწმუნე ადამიანი არ მოკლაო, მორწმუნეში კი მუსლიმი იგულისხმება ანუ ისლამი მუსლიმს სხვა მუსლიმების დახოცვას უკრძალავს და არ უკრძალავს ქააფირების (ათეისტების, ბუდისტების, რომელნიც ღმერთს არ აღიარებენ), მუშრიქების ან სხვა მუსლიმებისთვის მიუღებელი ადამიანების დახოცვას.


ყურანი 3:28 "მუსლიმებმა არ უნდა იმეგობრონ ურჯულოებთან."

ყურანი 3:85 "სხვა რელიგია, გარდა ისლამისა - მიუღებელია"

ყურანი 5:33 "დააზიანეთ და ჯვარს აცვით ურჯულოები, რომელნიც გააკრიტიკებენ ისლამს"

ყურანი 8:12 "დააშინეთ და თავი მოჰკვეთეთ იმათ, ვისაც სწამს სხვა წმინდა წერილის, გარდა ყურანისა"

ყურანი 8:60 "მუსლიმებმა უნდა გააერთიანონ ყველა იარაღი, რომ დააშინონ ურჯულოები"

ყურანი 8:65 "ურწმუნოები სულელები არიან, წააქეზეთ მუსლიმები, რომ ებრძოლონ მათ."

ყურანი 9:5 "როცა საშუალება მოგეცემათ, მოკალით ურჯულოები, სადაც არ უნდა დაიჭიროთ."

ყურანი 9:123 "აწარმოეთ ომი ურჯულოებთან, რომლენიც თქვენ მეზობლად ცხოვრობენ."

ყურანი 22:19 "დასაჯე ურწმუნო ცეცხლოვანი ტანსაცმლით, მრუდე რკინის წნელით, ადუღებული წყლით, დაადნეთ მათი კანი და მუცლები."

ყურანი 47:4 "არ მოისურვოთ მშვიდობა ურჯულოებთან, თავი მოჰკვეთეთ მათ, როცა დაიჭერთ."


ისლამის მოდერნიზაცია აბსოლუტურად შეუძლებელია. ის უნდა იქნას მხილებული მეცნიერთა, ისტორიკოსთა და მსოფლიო მოაზროვნეთა მიერ, და უარყოფილი ადამიანთა მიერ, ან შევეგუოთ რომ სისხლისღვრა და ომი არასოდეს შეწყდება დედამიწაზე. ჩვენი შვილები არ იმსახურებენ ასეთ მსოფლიოს, სადაც რკინის ხანის ზღაპრების გამო ხალხი ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებს.

აი ასეთია ისლამისტების ოცნებაში მსოფლიოს ახალი წესრიგი. რაც შავადაა იმის დაპყრობა და ახალ ისლამურ ხალიფატად, იმპერიად გადაქცევა სურთ, რის მერეც დანარჩენი მსოფლიოს "ჩაშავებასაც" შეუდგებიან.


image

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0