x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81806
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438954
ქალთა დისკრიმინაცია ისლამში

ქალი ისლამში


მუსლიმი აპოლოგეტები გვიხატავენ იდეალურ დამოკიდებულებას ქალებისადმი ისლამში, რაც რა თქმა უნდა სიმართლის დაფარვის მცდელობაა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. რეალობა არის შემდეგი: ყურანი ნებას რთავს ქმარს, რომ სცემოს ცოლი! ასევე ისლამში კაცი ქალზე აღმატებულია.

სურა 4:34 "ქმრები მეურვეები არიან ცოლების იმ ვითარების გამო, რომლითაც ალლაჰმა უპირატესჰყო ერთი - მეორისგან, რადგან ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. ხოლო პატიოსანი ქალები, მორჩილნი (ერთგულნი) არიან თავიანთი ქმრების და ქმრების არყოფნის დროს ისე იცავენ იმათ უფლებებს, როგორც ალლაჰმა დაუწესათ. და რომელთა ურჩობასაც შიშობდეთ, იმ ქალებს შეაგონეთ, მერე მიატოვეთ სარეცელში და მსუბუქი ცემა აგემეთ."

უფრო მეტიც, 2010 წლიდან საუდის არაბეთში გამოჩნდა ისლამური ეტიკეტის წიგნები. ამ წიგნების ავტორები გვიხსნიან, თუ როგორი ცოლი იმსახურებს ცემას, რით უნდა ვცემოთ იგი, სად უნდა მივაყენოთ დარტყმები და რა უნდა ველაპარაკოთ მას ცემის დროს. მაგალითად ჰასან აშა - ავტორი წიგნისა "ქალთა მორჩილება ისლამში" წერს, რომ ქმარს აქვს უფლება ფიზიკურად დასაჯოს ცოლი შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ ის წინაარმდეგია გააკეთოს, ის რაც ქმნისთვის მიმზიდველია.

2. თუ ის წინააღმდეგია დააკმაყოფილოს ქმრის სექსუალური მოთხოვნილებები.

3. თუ ის სახლიდან გადის ქმრის ნებართვის გარეშე.

4. თუ ის უგულებელჰყოფს რელიგიურ მოვალეობებს.

5. დასჯის იარაღი - ჯოხი, უნდა იდოს გამოსაჩენ ადგილას, რომ თქვენი ცოლი ყოველთვის ხედავდეს მას.


image


ჯორჯ ბუსკე - ავტორი წიგნისა "სექს ეტიკეტი ისლამში" წერს, რომ ქალის ცემა შეიძლება და ამის გაკეთება ბევრნაირადაა შესაძლებელი. თუ ქალი გამხდარია, სცემეთ წვრილი ჯოხით. თუ მსუქანი და ფიზიკურად დიდი, მაშინ სცემეთ გაშლილი ხელით (ხელისგულით).


თირმიზი (გვერდი 439) "თუ ქალი არ არს მორჩილი, ქმარს უფლება აქვს სცემოს ის, ოღონდ არ უნდა დაუმტვრიოს ძვლები."

(აბუ დაუდ, წიგნი 11, ჰადისი 2139 - 2142) "უმარ იბნ ალ ჰატაბმა განაცხადა, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: არავინ მოჰკითხას კაცს, თუ რატომ სცემა თავისი ცოლი."

(ხანბალი 2/182; მუვატა 43/11) "სასჯელი - ქალის თითების მოჭრა შესაძლებელია გამოსყიდულ იქნეს ამგვარად: 10 აქლემი - 1 თითი, 20 აქლემი - 2 თითი, 30 აქლემი - 3 თითი."

საუდის არაბეთში ქალს არ აქვს მუშაობის, ხმის მიცემის, სახლიდან ქმრის დაუკითხავად გასვლის უფლება. ასევე არ აქვს უფლება რომ პუბლიკის წინაშე ქმრის თანდასწრების გარეშე გამოჩნდეს.

ტაბარი 9-113 "ალლაჰი გაძლევთ უფლებას ჩაკეტოთ ისინი იზოლირებულ ოთახში და სცემოთ ისინი მსუბუქად. თუ ისინი მომთმენნი იქნებიან, აქვთ უფლება მისცეთ მათ საჭმელი და ტანსაცმელი. მოექეცით ქალებს კარგად, რადგან ისინი ჰგვანან შინაურ ცხოველებს, ალლაჰმა ყურანში დაგიკანონათ მათი სხეულებიდან სიამოვნების მიღების უფლება."

ჰადისები, ტომი 7, წიგნი 62, ნომერი 31 - უსამა ბინ ზაიდი ჰყვება: წინასწარმეტყველმა თქვა, თუ სადმე არის ბოროტების ნიშანი, მხოლოდ სახლში, სადაც არიან ცხენები და ქალები."

მუჰამედი ერთ-ერთ ჰადისში ამბობდა: "სატანას დედამიწაზე, ქალებისგან არმია ჰყავს"

როვეიდა ალ-ხაკიმი, თავი 1140 "წინასწარმეტყველი ამბობს: იმათი უმრავლესობა, ვინც ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდება - ქალები იქნებიან"

იბნ იცხაკი 584 "უთხარით კაცებს, რომელთაც ჰყავთ ცოლები - არასდროს ენდოთ ქალებს"

ტაბარი 8: 62/იბნ იცხაკი 496 "ალიმ თქვა, წინასწარმეტყველო, ქალები უხვად არიან. შენ შეგიძლია შეცვალო ერთი - მეორეთი.

ჰადისი, ტომი 7, წიგნი 62, ნომერი 33 - მოთხრობილია უსამა ბინ ზაიდის მიერ: წინასწარმეტყველმა თქვა: ჩემ მერე, მე არ დამიტოვებია ისეთი მავნე უბედურება კაცთათვის, როგორიც ქალები არიან.

თირმიზის ჰადისი (გვერდი 428) "თუ კაცს სურს სქესობრივი კავშირის დამყარება, ცოლი ვალდებულია სასწრაფოდ მიანებოს თავი ყველა სხვა საქმეს და ქმრის სურვილი დააკმაყოფილოს."

მუსლიმის ჰადისი (გვერდი 1431) "ქალების უმრავლესობა ჯოჯოხეთში წავა"

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისლამი თვლის, რომ ქალები ბოროტები არიან თავიანთი ბუნებით და მათი უმრავლესობა ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი.

ჰადისი, ბუჰარი (გვ. 93) "თუ ქალი საწოლში დაწოლის წინააღმდეგია, როცა მას ეძახის ქმარი, მაშინ მას ანგელოზები წყევლიან.

ჰადისი, ბუჰარი (გვ. 27) "ქალს არ ეკუთვნის თავისი სხეული, მისი რძეც კი ქმარს ეკუთვნის."

ციტატა საჰიჰ მუსლიმის ჰადისიდან, თავი 540 "წინასწარმეტყველმა თქვა, რომ მან დაინახა ქალი, რომელსაც ეშმაკის სახე ჰქონდა მიღებული, მან ის ძალიან მოხიბლა, რის გამოც ის მივიდა სახლში ის ცოლთან, ზეინაბთან და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი."

თირმიზის ჰადისი გვ. 440 "ქალისა და მამაკაცის ქორწინება არ არის დამოუკიდებელი. თუ ქმრის მამას სურს, რომ მისი შვილი გაშორდეს ცოლს, მან ეს უნდა გააკეთოს."

თირმიზის ჰადისი გვ. 440 "ქალი, რომელსაც სურს ქმარს გაშორდეს სამართლიანი მიზეზის გარეშე, ვერ შევა სამოთხეში." (ქმარს კი შეუძლია სურვილისამებრ გაშორდეს ცოლს, სამართლიანი მიზეზის გარეშეც.)

თირმიზის ჰადისი გვ. 265 "ქალს აკრძალული აქვს ფულის დახარჯვა ქმრის ნებართვის გარეშე."

ჰადისი ბუჰარი V4 წიგნი 55, ნომერი 547 "წინასწარმეტყველი ამბობს - ებრაელებს ხორცი არ აუმძორდებოდათ და რომ არა ევა, ცოლები არ უღალატებდნენ ქმრებს. (თვითონ მუჰამედი კი სიკვდილის შემდეგ აიშას ოთახში დაასვენეს იმ იმედით, რომ სიკვდილის მერე აღდგებოდა იესოსავით, მესამე დღეს, როცა ოთახში შეციდნენ, ის გახრწნილი დახვდათ და ისეთი სუნი იდგა, რომ სასწრაფოდ დაასაფლავეს)

გაზალი, რომელიც არის ცნობილი მუსლიმი მოაზროვნე, რომელმაც აღრიცხა 18 სასჯელი ქალებისთვის, რომელიც ყველა ქალს ეკისრება ევას ცოდვის გამო. ჩამონათვალი ნათლად გვიჩვენებს ქალის დაჩაგრულ მდგომარეობას ისლამში.

აი ეს 18 სასჯელი:

1. მესტრუალური სისხლდენა.

2. ბავშვების შობა.

3. მშობლებთან განშორება და უცნობზე ქორწინება.

4. ფეხმძიმობა

5. საკუთარი სხეულის არფლობა (არამედ ქმარს ეკუთვნის)

6. ნაკლები წილი ქონებიდან

7. პასუხისმგებლობა განქორწინებაზე და განქორწინების ნების არქონა.

8. კაცისთვის დაშვებულია 4 ცოლის ყოლა, ქალისთვის დაშვებულია მხოლოდ 1 ქმრის ყოლა.

9. სახლში იზოლირებულად ყოფნა.

10. ქალი უმჯობესია იყოს თავდაბურული სახლშიც კი.

11. 2 ქალის მოწმობა თანაბარია 1 კაცის მოწმობისა სასამართლოს წინაშე.

12. ქალს არ აქვს უფლება გავიდეს სახლიდან ახლო ნათესავების გაცილების გარეშე.

13. კაცები მონაწილეობენ ხუთგზის ლოცვაში, დღესასწაულებში, დაკრძალვებში, ქალები კი - არა.

14. დისკვალიფიკაცია მართვაში და განსჯაში.

15. ათასი სათნოებიდან მხოლოდ 1 ეხება ქალს, დანარჩენი მამაკცს.

16. ახირებული და კაპრიზული ქალები მიიღებენ ნახევარს იმ სასჯელისა, რაც განკუთვნილია მთელი საზოგადოებისთვის.

17. თუ ქმარი მოკვდება, ქალმა უნდა მოიცადოს 4 თვე და 10 დღე განმეორებით ქორწინებამდე.

18. თუ ქმარი გაეყრება ცოლს, ქალმა უნდა იცადოს 3 თვე განმეორებით ქორწინებამდე.


ბუჰარი V4 წიგნი 52. ნომერი 143 /V5 წიგნი 59. ნომერი 523 "როცა ჩვენ მივუახლოვდით ჰაიბარს, მუჰამედმა თქვა, რომ ალლაჰმა მას დართო ნება - დაეპყრო ჰაიბარი. სწორედ ამ დროს ამცნეს მუჰამედს სოფიას შესახებ, მისი ქმარი მოკლეს, ხოლო სოფია მუჰამედმა შეირთო ცოლად.

ბუჰარი V5 წიგნი 59, ნომერი 524 "მუსლიმები ლაპარაკობდნენ, იქნებოდა სოფია მუჰამედის ერთ-ერთი ცოლი, თუ იქნებოდა მისი მონა, მისი ქონების ნაწილი."

იბნ იცხაკი 496 "ჰკითხეთ მონა ქალს და ის გეტყვით სიმართლეს. წინასწარმეტყველმა დაუძახა ბურაირას, რომ ეკითხა მისთვის. ალი ადგა და ძლიერად სცემა ქალი, თან უძახდა: უთხარი წინასწარმეტყველს სიმართლე!"

ქალებზე ძალადობა, ისევე როგორც ყველა ძალადობა არის დანაშაული, რაც რაღაც დოზით ჯერჯერობით კიდევ ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში და საზოგადოებებში, მაგრამ ეს ყველგან ერთმნიშვნელოვნად დაგმობილია, ისლამში კი თავად რელიგიურად დაკანონებული, დაშვებული ქმედებაა. განვიხილოთ მაგალითი: 18 წლის ავღანელი გოგონა სახელად ბიბი აიშა დასაჯეს ოჯახიდან გაქცევის მცდელობისთვის, რადგან მას ქმარი სცემდა და აიძულებდა მძიმე ფიზიკურ მუშაობას. ისლამური სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალს მოაჭრეს ყურები და ცხვირი


ბიბი აიშა


აიშა დააგდეს მთებში სასიკვდილოდ, მაგრამ მან შეძლო მიეღწია ახლობლებამდე, რის შემდეგაც ის გაგზავნეს სამკურნალოდ ავღანეთში მდგარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. მკურნალობის შემდგომ აიშა გაემგზავრა ამერიკაში, სადაც ის ახლა ცხოვრობს მიმღებ ოჯახში. მას დაუმზადეს ცხვირის პროთეზიდა გაუკეთეს პლასტიკური ოპერაცია. აიშასავით ნამდვილად არ უმართლებს ასიათასობით დაჩაგრულ ქალს ისლამში.


განვიხილოთ მეორე მაგალითიც: 13 წლის სომალელი გოგონა, რომელსაც ასევე აიშა ერქვა (აიშა იბრაჰიმ დუჰულოვი) 2008 წელს ათასობით მუსლიმის თანდასწრებით კისრამდე ჩამარხეს მიწაში და 50-მდე მამაკცმა ჩაქოლა ქვებით. მას ბრალს მრუშობაში სდებდნენ. მრუშობად კი ის ჩაუთვალეს, რომ გოგონა სამმა მამაკაცმა გააუპატიურა.


image

ისლამი ნებას რთავს ბავშვზე ქორწინებისაც. ყოველდღიურად ისლამურ სამყაროში 30 ათასზე მეტი ბავშვი გოგონა ქორწინდება უფროს კაცზე.

სურა 65:4 "თქვენს ქალთაგან, რომლეთაც ჰქონდათ მენსტრუაცია, თუ დაეჭვდებით დადგენილი ვადის თაობაზე, ვადა 3 თვეა, როგორც იმათთვის, ვისაც მენსტრუაცია ჯერ არ ჰქონია. და ისინი, რომლენიც ფეხმძიმეები არიან მშობიარობამდე. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას საქმეში სიადვილეს. (აქ ლაპარაკია ცოლებზე, რომელთაც მენსტრუაცია ჯერ არ ჰქონიათ, ანუ ბავშვებზე, თან მცირეწლოვან ბავშვებზე) პედოფილია დღემდე ისლამურ სამყაროში გადაუჭრელ და ძალიან გავრცელებულ უმწვავეს პრობლემად რჩება.

მუჰამედის ერთ-ერთმა ცოლმა აიშამ (რომელიც მუჰამედმა 6 წლის ასაკში შეირთო ცოლად და 9 წლის იყო, როდესაც მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა) თქვა: "მე არ მინახავს ქალები, რომლებიც იტანჯებიან ისე, როგორც მუსლიმი ქალები (საჰიჰ ბუჰარი 7:12, 7:15)

ისლამურ სამყაროში ქალებზე ძალადობა აბსოლუტურად ჩვეულ, რუტინულ მოვლენადაა ქცეული ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან. შემდგომ ფოტოებზე თქვენ ნახავთ იმ ქალებს, რომლებსაც მუსლიმმა ქმრებმა სახეში მჟავა შეასხეს და სამუდამოდ და გამოუსწორებლად დაამახინჯეს და ბევრიც დააბრმავეს. მარტო ინდოეთში ყოველ წელს ასეთი 100 შემთხვევა ხდება საშუალოდ.


image


image


image


image


image

ლონდონში საკმაოდ ბევრი მუსლიმი მიგრანტი ჩავიდა და ამის მერე ამ ქალაქშიც მოხშირდა მჟავით ქალებზე თავდასხმა და მათი დამახინჯება. მაგალითად 2011 წლიდან დღემდე 450-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ ლონდონში.


image


image


image


image


image


image


მსოფლიოს არ აქვს მორალური უფლება რომ გაჩუმდეს !!!

4
418
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
418
  
2017, 30 დეკემბერი, 22:07
ადამიანს ან სოციუმს დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო. თვითონ ჩაგრულებს უნდა მობეზრდეთ უბედურებაში ცხოვრება და იბრძოლონ უფლებებისთვის.მაგალითად,საქართველოს რომ ჩაგრავენ მეზობელი ქვეყნები, შენი გულისთვის არ იბრძოლებენ ნატოს ჯარები რუსეთის წინააღმდეგ.ეს ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ.
2017, 28 დეკემბერი, 20:02
და იქამდე ბავშვები დაქალების ჩაგვრა გვკიდია? საუკუნეები უნდა გულცივად ვუყუროთ როგორ ტანჯავენ იქ ხალხს?
2017, 28 დეკემბერი, 19:24
ვფიქრობ ცივილიზებულმა მსოფლიომ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ისლამურ ბარბაროსობას ისლამურ ქვეყნებში, ქვეყნებს აქვთ თვითგანვითარების უფლება, და არასწორია ჩვენ ვასწავლიდეთ სწორად მოქცევას, ისევე როგორც არასწორი იყო თავის დროზე საქართველოში ქრისტიანული კულტურის ძალით გავრცელება, ვითომც არაქრისტიანი ქართველები ველურები და ბარბაროსები ყოფილიყვნენ ყველა. დარწმუნებული ვარ ისლამურ ქვეყნებშიც მრავლად იქნებიან უუფლებო ქალების გულშემატკივრებ.ჩვენ კი გვეჩქარება, მაგრამ ისტორია არ ჩქარობს, გავა რამდენიმე საუკუნე და ისლამურ ქვეყნებში ქალების ჩაგვრა თავისთავად მოისპობა, გარე ძალების ჩარევის გარეშე.
2017, 28 დეკემბერი, 17:52
კადრები საშინელებათა ფილმებიდან :(
0 1 4