x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველის ღვეზელი «პიკანტური»
image


ინგრედიენტები:


იმერული ყველი - 600 გრ.
რძე - 500 მლ.
კარაქი - 80 გრ.
მშრალი სწრაფადმოქმედი საფუარი - 2 ჩ. კ.
მარილი - 1 ს. კ.

შაქარი – 1 ჩ. კ.
კვერცხი - 3 ც. ( 1 მთელი და 2 გული)


ფქვილი - 600 გრ.

ქიშმიში – 100 გრ.
ვანილინი – 0, 7 გრ.

სეზამის მარცვლები – 2 ს. კ.



გულსართის მომზადება:


გულსართზე ზრუნვა, ცხობის წინა დღეს უნდა დაიწყოთ:
I. ემალირებულ ან მინის ჯამში ჩაჭერით ყველი 2-2, 5 სმ-ს სისქეზე და დაასხით წყალი > გააჩერეთ ერთი ღამე > მეორე დღეს, ჯამიდან წყალი გადაწურეთ და ყველს წყალი გადაავლეთ.
II. ყველი კარგად გაწურეთ > დაფხვენით > შეურიეთ კვერცხი


ცომის მომზადება:


I. ვიდრე ცომის მოზელას დაიწყებთ, მოამზადეთ ქიშმიში: ჩაყარეთ თასში და დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ სრულად დაფაროს > წყალი რომ გაცივდება, კარგად გადაწურეთ > დაუმატეთ ცოტა ფქვილი და კარგად აურიეთ.

II. რძე აადუღეთ > 50 მლ. ცალკე ჭიქაში გადაიღეთ.

III. როდესაც რძე შეგრილდება, ისე რომ მასში კარაქი გადნეს და ცალკე გადაღებული რძე გაცივდება, თასში მოათავსეთ კარაქი და დაასხით რძე > ჭიქაში მოთავსებულ რძეს კი, კვერცხის გული შეურიეთ > თასში კარაქი რომ გადნება და რძე კარგად შეგრილდება, კვერცხიანი რძე თასში ჩაასხით.

IV. რძეს დაამატეთ მარილი და შაქარი > დააცერით 3 ჭიქა ფქვილი > ზემოდან მოაყარეთ საფუარი და მოზილეთ ცომი > დაამატეთ ქიშმიში და ფქვილი.

ცომი უნდა იყოს რბილი და ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ.

V. თასს გადააკარით სამზარეულოს აპკი და დადგით თბილ ადგილზე.

VI. როდესაც ცომის ამოფუვდება, გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე > ერთხელ კიდევ გადაზილეთ > გაყავით ორ ნაწილად, ერთი მეორეზე ცოტა პატარა უნდა იყოს.

VII. გააბრტყელეთ ჯერ პატარა გუნდა 0, 5 სმ სისქეზე > საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი > გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი > გაანაწილეთ მასზე ყველი > გააბრტყელეთ მეორე გუნდაც 0, 5 სმ-ზე > გადააფარე ზემოდან ყველს და ზედა ცომის კიდეები, ქვედა ცომს ქვემოდან შემოუკეცეთ.

შენიშვნა: საცხობი ფორმა ნებისმიერი ზომის შეიძლება იყოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ მისი ზომა, გაბრტყელებული პატარა ცომის ხელა იქნება (ისე რომ, ღვეზელმა საცხობი ფორმა შეავსოს).

VIII. კვერცხის გულს შეურიეთ ვანილინი და 2 ს. კ. რძე ან წყალი > გადაუსვით ღვეზელს ზემოდან და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

IX. გააცხელეთ ღუმელი 250 °C > შედგით გამზადებული საცხობი ფორმა, სულ ქვედა თაროზე, რომ ძირი კარგად გამოცხვეს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველიანი კვერები საუზმისთვის
ყველის ნაზი ღვეზელი
უგემრიელესი ყველიანი კვერები, რომლებიც პირში დნება

იტალიური ყველის ღვეზელი

უცხიმო მჭადი ყველის გულსართით


0
192
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0