ცომეული ყველის ნაზი ღვეზელი 2015, 14 ნოემბერი, 14:30 მასალა ცომისთვის: ფქვილი — 350 გრ. არაჟანი (30%) — 200 გრ. მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) — 200 г გამაფხვიერებელი — 10 გრ. მასალა გულსართისთვის: ყველი “ბრინზა" — 150 გრ. ყველი მაგარი — 200 გრ. გადასასმელად: კვერცხის გული — 1 ცალი ვანილინი — 0, 5 გრ. მომზადება: 1. თასში მოათავსეთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. 2. ცომისგან გააკეთეთ გუნდა > შეახვიეთ სამზარეულოს აპკში > შეინახეთ მაცივარში 1 სთ. 3. გულსართის მოსამზადებლად: ყველის ორივე სახეობა გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ერთმანეთს შეურიეთ.4. გაყავით ცომი და გულსართი 3-3 ნაწილად > გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი > შუაში მოათავსეთ გულსართის მესამედი ნაწილი > გადმოაფარეთ მას ცომის ჯერ ერთი ნაწილი, ხოლო შემდეგ მეორე > თავში და ბოლოში ცომი კარგად დააწებეთ. 5. საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტის ცხიმწასმული ქაღალდი > ზემოდან მოათავსეთ გამზადებული ღვეზელი, “ნაკერით" ქვევით და თავი და ბოლო შემოუკეცეთ > გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილინიანი კვერცხის გული. 6. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.429 6-ს მოსწონს
|