x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფენოვანი კვერები, მარტივად
image


ინგრედიენტები:


მშრალი საფუარი — 5 გრ. (2 ჩ. კ.)
შაქარი — 10 გრ. (2 ჩ. კ.)
თბილი წყალი — 1, 5 ჭიქა*
მარილი — 3 გრ. (0, 5 ჩ. კ.)
ფქვილი — 4 ჭიქა*
ზეთი — 3 ს. კ.
კომბოსტოს მწნილი — 300 გრ. (ან სხვა გულსართი, მაგ., ყველი)
სოდა — 0, 5 ჩ. კ. + 50 მლ. წყალი


*ჭიქა — 200 მლ.


მომზადება:


I. ცოტაოდენი (2–3 ს. კ.) ფქვილით, საფუარით, შაქრით და თბილი წყლით მოამზადეთ ხაში (აქ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და 10 წთ–ით გააჩერეთ) > დაამატეთ 8-10 ს. კ. ფქვილი და კარგად შეურიეთ > მიიღებთ თხევად ცომს > თას გადააკარით სამზარეულოს აპკი და 30 წთ. თბილ ადგილზე დადგით.

II. ხაში რომ აფუვდება, დაამატეთ მარილი და ფქვილი ნაწილ–ნაწილ — ზეთთან მონაცვლეობით > მოზილეთ ცომი > გადააკარით აპკი და თბილ ადგილზე 1 სთ. გააჩერეთ.

III. ამ დროში, მოამზადეთ გულსართი: კომბოსტოს მწნილს ცივი წყალი გადაავლეთ > გაწურეთ > მცირე რაოდენობის ზეთში შევწვათ > დადგით გასაგრილებლად.

IV. ცომი რომ ამოვა, გაყავით 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები და გადააფარეთ სამზარეულოს აპკი, რომ ცომის ზედაპირი არ გამოშრეს > გააბრტყელეთ გუნდა და მასზე გულსართის ერთი ნაწილი გაანაწილეთ > გააკეთეთ ხვეული > მოახვიეთ სპირალივით და ხვეულის ბოლო, კვერის ქვემოთ დამალეთ.


image


V. მოათავსეთ გამზადებული კვერი საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > გააჩერეთ 15 წთ. ამოსასვლელად.

VI. ხელით გააბრტყელეთ, ისე როგორც ფოტოზეა და არ დაგავიწყდეთ კვერებს შორის დაშორება > ერთმანეთს შეურიეთ სოდა და წყალი და ზემოდან გადაუსვით კვერებს > ჩაჩხვლიტეთ კვერები ჩანგლით, რომ ცხობისას, თანაბრად ამოფუვდეს.

VII. გამოაცხვეთ 200°C–ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 15-20 წუთის მანძილზე.

გამოცხობის ზუსტი დრო, ღუმელის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.



image

არხის სხვა სიახლეები:


* უგემრიელესი ფუნთუშები გულსართით (მარტივი რეცეპტი)

* კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა

* "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა

* 7 ყველაზე საოცარი მცენარე პლანეტაზე



0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0