x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
"მონსტრი ანგელოზის სახით" - მსახიობი, რომელსაც ფრანგები აღმერთებდნენ
image

«ფანტომასი», 1965


ფრანგები მას აღმერთებდნენ და მომხიბვლელობის პრინცს ეძახდნენ. მასზე ათასობით ქალი იყო შეყვარებული. ამბობენ, რომ ზოგიერთი თაყვანისმცემელი ქალი, როდესაც მას ქუჩაში ხვდებოდა, გონებას კარგავდა.

image

ჩვენს კინოთეატრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფილმები მისი მონაწილეობით: «კუზიანი», «კაპიტანი», «გრაფი მონტე-კრისტო», «პარიზის საიდუმლოებები», «ფანტომასი» და სხვა.


image

ჟან მარე დედასთან ერთად


ჟან ვილენ-მარე 1913 წლის 11 დეკემბერს მოევლინა ამ ქვეყანას. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ის ძალიან პატარა იყო და მამა არ ახსოვდა. დედაც სახლიდან ხშირად ქრებოდა. დეიდა და ბებია პატარა ჟანს ეუბნებოდნენ, რომ დედა სამოგზაუროდ იყო წასული. მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მან, რომ დედა კლეპტომანიით იყო დაავადებული და ქურდობის გამო, ციხეში ხშირად ხვდებოდა. მისი შვილი კი ქუჩაში იზრდებოდა. უბანში მას «მონსტრი ანგელოზის სახით» შეარქვეს, რადგან ის მატყუარა და ჩხუბისთავი იყო. შეურაწყოფას აყენებდა მასწავლებლებს და ცუდად სწავლობდა. რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. მეზობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ცხოვრებას კატორღაზე დაასრულებდა. ჟანს კი მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა, მას სამსახიობობა უნდოდა. 15 წლის იყო ჟანი, კაბა ჩაიცვა და თანაკლასელმა მასწავლებელს ისე გააცნო, როგორც საკუთარი და. მასწავლებელს ის მართლა გოგონა ეგონა და საკუთარი მოსწავლე ვერ იცნო. ამის შემდეგ ჟანი დარწმუნდა, რომ ის მსახიობად იყო დაბადებული.

პორტფელიო რომ გაეკეთებინა, ის ფოტოგრაფებთან თანამშრომლობდა. მათ რეპორტაჟების მომზადებაში ეხმარებოდა (ჟურნალ-გაზეთებისთვის ფოტოებზე ეფექტური გარეგნობის ადამიანის არსებობა უფრო მეტად იქცევდა მკითხველის ყურადღებას), ამის სანაცვლოდ ფოტოგრაფები მას ხარისხიანი ფოტოების შეგროვებაში ეხმარებოდნენ.

imageimageimage


ფოტოალბომების გაკეთების შემდეგ, ჟანმა ის კინოსტუდიებში და თეატრებში დაარიგა. მაგრამ, ყურადღება ეფექტური გარეგნობით კი არა, საკუთარი ნიჭიერებით მიიქცია. ჟანი თვითნასწავლი მხატვარი და მოქანდაკე იყო და ერთხელ, მისი ნამუშევრები რეჟისორმა მარსელ ლ`ერბემ ნახა. მან ჟანის ორი ნახატი შეიძინა და თავის ფილმში ეპიზოდურ როლზე მიიწვია. რამდენიმე წლის მანძილზე, ის მხოლოდ პატარა როლებით და მასობრივი სცენებში თამაშით კმაყოფილდებოდა, იმის მოლოდინში, რომ ერთხელაც მას მთავარ როლს მისცემდნენ. და ეს დროც დადგა... ჟან მარემ ცნობილი დრამატურგი, პოეტი და რეჟისორი ჟან კოკტო გაიცნო, რომლის ხელშეწყობითაც, თითქმის უცნობი მსახიობი, კინოს კერპად იქცა.



imageჟან კოკტო და ჟან მარე


კოკტომ ის თავის ექსპერიმენტალურ თეატრში მიიწვია და მას არა მარტო მთავარ როლებს აძლევდა, პიესებს სპეციალურად მისთვის წერდა. ცნობილი დრამატურგის მიერ აღმოჩენილ ნიჭიერ მსახიობზე პრესაც ალაპარაკდა და კინოს ნაკლებად ცნობილი მსახიობი, მთელმა საფრანგეთმა გაიცნო.


imageimageimage


თეატრის სცენაზე მოპოვებული წარმატების და პოპულარობის შემდეგ, მისი მიწვევა კინოშიც დაიწყეს. მაგრამ, უკვე მთავარ როლებზე.


image«გრაფი მონტე-კრისტო», 1954


image«კაპიტანი», 1960 წ.


image

«ბურგუნდიის სამეფოს კარის საიდუმლოებები», 1961


image«ფანტომასი», 1964


image«ფანტომასი», 1965


image

განსაკუთრებული პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მას «ფანტომასი» (1964—1966) სერიალში შესრულებუულმა როლებმა მოუტანა. ბოლო ფილმი, რომელშიც ცნობილმა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო, ბერნარდო ბერტოლუჩის «მოპარული სილამაზე» (1995) იყო.

სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ჟან მარე ძალიან მორიდებული, თვითკრიტიკული და მეოცნებე ადამიანად დარჩა და ეს იმის ფონზე, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ფილმებში ყველა ტრიუკს თვითონ ასრულებდა. მის შესახებ ამბობდნენ: «ათლეტის სხეულში დაკარგული ბავშვის სულიაო». და ის ასეთი დახასიათების წინააღმდეგი არ იყო: «მე ხომ მსახიობი ვარ, მსახიობები კი მოხუცებულობამდე ბავშვებად რჩებიან» - ამბობდა ის.

ასაკის მატებასთან ერთად, ჟან მარე სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა გადასაღებ მოედანზე (1970 - 1995 წწ. მან მხოლოდ 9 ფილმში ითამაშა). არა იმიტომ, რომ მას არ იწვევდნენ, – ის თვითონ აღარ თანხმდებოდა, მისთვის ნაკლებად საინტერესო როლების შესრულებაზე.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ჟან მარე მსახიობობის გარდა, კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა. ის ნიჭიერი მხატვარი და მოქანდაკე იყო და თავისუფალი დროს ყოველთვის სახელოსნოში ატარებდა.

image


როდესაც პაბლო პიკასომ მისი ნამუშევრები ნახა, გაუკვირდა, თუ როგორ შეეძლო ადამიანმს, რომელსაც მოქანდაკეს ასეთი ნიჭი ჰქონდა, თავის დრო რაღაც კინოში გადაღებაზე და თეატრში მუშაობაზე დაეხარჯა?.


image

image

ავტოპორტრეტი

image1998 წლის 8 ნოემბერს, ჟან მარე 85 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageლუი დე ფიუნესი — მსახიობი, რომელიც მეზობლების გარდა, ყველას უყვარდა

ლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!»

გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

ანჟელიკას წყევლა

1
1462
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1462
  
2017, 30 ოქტომბერი, 11:13
არ ვიცოდი, თუ ასეთი მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა.
0 1 1