x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში, ეკრანებზე ფრანგი რეჟისორის ბერნარ ბორდერის 5 სერიანი ფილმი გამოვიდა ანჟელიკას თავგადასავლების შესახებ. ფილმში მთავარი როლი ფრანგული კინოს ვარსკვლავმა მიშელ მერსიემ შეასრულა, ხოლო მას პარტნიორობა რობერ ოსეინმა გაუწია, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლი.

"ანჟელიკა-მარკიზების ანგელოზის" პრემიერის შემდეგ, გრაფის როლის შემსრულებელი, ნაკლებად ცნობილი მსახიობი, სუპერვარსკვლავად იქცა. მისი გადაღება საუკეთესო რეჟისორებმა დაიწყეს, ხოლო შემდეგ თავად გახდა რეჟისორი.

დღეს, რობერ ოსეინი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და "მარინის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელია. მას "რესპუბლიკის სახალხო რეჟისორს" ეძახიან, რადგან გრანდიოზული სპექტაკლების დადგმა უყვარს მოედნებზე და სტადიონებზე. ის ბედნიერი და მდიდარი ადამიანია. ჰყავს ცოლი და 4 შვილი. ეს ეხლა, მაგრამ როგორც თავად რობერ ოსეინი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, იყო დრო როდესაც მისი ოჯახი ღარიბი კი არა, საშინლად ღარიბი იყო.

მისმა მშობლებმა (მამა აზერბაიჯანელი ემიგრანტი იყო, დედა – უკრაინელი) ერთმანეთი ბერლინში გაიცნეს და ქორწინების შემდეგ, ცხოვრება საფრანგეთში გადაწყვიტეს. რობერ ოსეინი (Robert Hossein) 1927 წლის 30 დეკემბერს პარიზში დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მამა მევიოლინე და კომპოზიტორი იყო, დედა – პიანისტი და მსახიობი.

რობერის მამა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, შემოსავალი ძალიან დაბალი ჰქონდა, მაგრამ დედა დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმარი გენიოსი იყო და ადრე თუ გვიან, მას დიდ კომპოზიტორად აღიარებდნენ. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდა, ის ყველგან უკრავდა, პატარა ღამის კლუბებით დაწყებული, რესტორნებით დამთავრებული.

"დედა ემიგრანტების თეატრის მსახიობი იყო. შეიძლება ითქვას, რომ თეატრში გავიზარდე – ყვება რობერ ოსეინი – დაბადებით კი... სასტუმროში დავიბადე. დიახ, დიახ! პარიზის ერთი სასტუმროს ნომერში. მშობლებს არა ჰქონდათ საშუალება, რომ ჩემთვის კარგი განათლება მოეცათ და ამიტომ პატარობიდან პანსიონებში ვიზრდებოდი. დაახლოებით, ათამდე პანსეონი გამოვიცვალე, რადგან მშობლებს ფული არ ჰქონდათ და იმ მომენტს ელოდებოდნენ, როდესაც ფულის გადახდა იქნებოდა საჭირო და მაშინვე სხვა პანსიონში გადავყავდი.

15 წელი ოთხსართულიანი სახლის სხვენზე ვცხოვრობდით, პარიზის ერთ უღარიბეს უბანში. იქ არანაირი კომფორტი არ იყო. ოთახში მხოლოდ კარადა და ორი საწოლი იდგა. რა იყო სათამაშო და საჩუქარი არ ვიცოდი. როდესაც სხვა ბავშვების მშობლები პანსიონში მოდიოდნენ და რაღაც-რაღაცეები მოჰქონდათ, მეგონა რომ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მათი შვილები ავად იყვნენ. მე კი ჯანმრთელი ვიყავი და მსგავსი რამეები არა მჭირდებოდა... და როდესაც მშობლებს ვუთხარი, რომ მსახიობობას ვაპირებდი, მათ ძალიან გაუხარდათ, რადგან ოჯახში კიდევ ერთი ადამიანი შემოიტანდა ფულს".

15 წლის ასაკიდან, რობერ ოსეინი, თეატრ "ძველ სამტრედესთან" არსებულ სტუდიაში სწავლობდა და "საშინელებათა თეატრის" სცენაზე თამაშობდა. მისი კინოდებიუტი 2რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული7 წლის ასაკში, რ. კადენაკის ფილმში "სანაპიროს ქერა ქალი"–ში, 1954 წელს შედგა. ხოლო თავისი პირველი ფილმი – "არამზადა ჯოჯოხეთში მიდის", 1955 წელს გადაიღო, რომელშიც ერთ–ერთი როლი მარინა ვლადის შესთავაზა და იმავე წელს მასზე იქორწინა. მათ ერთად 5 წელი იცხოვრეს და ორი ვაჟი შეეძინათ.

"მე პირველად რომ ვნახე, ის მხოლოდ 15 წლის იყო. მასზე 10 წლით უფროსი ვიყავი. მარინა მაშინ საბალეტო სკოლაში სწავლობდა და ძალიან მომხიბლავი იყო! ნაზი, ცისფერთვალება, მხიარული... მახსოვს, მის ყოველ გამოჩენაზე, ბიჭივით ვწითლდებოდი. მარინა საოცრად ლამაზი და ენამოსწრებული იყო... ჩემი ოთახის კედლები, მთლიანად, მისი სურათებით იყო აჭრელებული. მე ყველაფერზე წავიდოდი, რომ მისი ყურადღება რამენაირად მიმექცია. და ამ დროს, ასეთი შესაძლებლობა მომეცა. იმ დროს ჩემი პირველი ფილმის გადაღებას ვიწყებდი "არამზადა ჯოჯოხეთში მიდის" და მარინა მთავარ როლზე მივიწვიე. რა თქმა უნდა, ის დამთანხმდა! ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შევხვდით და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია... მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება ბედნიერი არ იყო და მე და მარინა დავშორდით. ეს ძალიან მძიმე და ხანგრძლივი დაშორება იყო. არ შეიძლება სერიოზული ურთიერთობის აწყობა, როდესაც მხოლოდ ერთი ადამიანი არის მზად, მეორესთვის ყველაფერი გაიღოს, ხოლო მეორე... მე გულწრფელად და უანგაროდ მიყვარდა მარინა. ხოლო რას გრძნობდა ის ჩემს მიმართ, ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება... როდესაც ჩვენი შვილები პარიზში არიან, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიკრიბებით".
დღეს რობერ ოსეინს მეოთხე ცოლი ჰყავს და მასთან 40 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების გარდა, ერთი შვილიც აკავშირებს (კიდევ ერთი შვილი მეორე ცოლთან შეეძინა).
რობერი თავისი ოცნების ქალს 40 წლის წინ შეხვდა, მაგრამ 50 წლის წინ, როდესაც “ანელიკას" იღებდნენ, ფილმის მთავარი გმირების რომანის შესახებ, ათასი ჭორი დადიოდა.

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული"ჩვენს შორის არაფერი ყოფილა! ეს მხოლოდ ჭორები იყო. ჩვენი რომანი და მხურვალე სიყვარული მხოლოდ ეკრანზე იყო. რა თქმა უნდა, მიშელის გვერდით ყოფნაზე საფრანგეთის ყველა მამაკაცი ოცნებობდა. მაგრამ, მერსიე "ანჟელეკას" რომ იღებდნენ, გათხოვილი იყო და არასდროს მოუცია იმის საფუძველი, რომ საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლება მიმეცა. არასოდეს!

რობერ ოსეინი

"ანჟელიკას" გადაღება დიდ ხანს მიმდინარეობდა და დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მე ფაქტიურად შემისისხორცდა ჟოფრეი დე პეირაკის იარები და მეგონა, რომ სამუდამოდ დამრჩებოდა. ჟოფრეი დე პეირაკის როლი ჩემთვის განსაკუთრებულ სიმბოლოდ იქცა. რაც არ უნდა გავაკეთო ცხოვრებაში, რა როლიც არ უნდა შევასრულო, კინოში თუ თეატრში, მაყურებლისთვის ყოველთვის ჟოფრეად ვრჩები. სიმართლე რომ გითხრათ, ამას უკვე შევეგუე, - ყვება რობერი.რობერ ოსეინი
ჟოფრეი დე პეირაკის როლი, ყველაზე დიდი წარმატება იყო რობერ ოსეინის კინოკარიერაში.

რობერ ოსეინი ყოველთვის უფრო თეატრალური ადამიანი იყო. ის 1970 წ. დან 1979 წლამდე რეიმსის ნაციონალურ თეატრს ხელმძღვანელობდა, შემდეგ პარიზის სპორტის სასახლეში დგავდა სპექტაკლებს მასობრივი სცენებით და ყოველი წარმოდგენა ანშლაგებით მიდიოდა. 2002 წლიდან, ის პარიზის "მარინის თეატრის" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია.

დღეს მსახიობის ანგარიშზე 108 კინონამუშევარია, მათ შორის 17 ფილმისთვის სცენარი თვითონ დაწერა და თავადვე გადაიღ.
დაწერერილი აქვს ორი ავტობიოგრაფიული წიგნი –"ბრმა მესაათე" და "მომთაბარე ტომის გარეშე".

და მიუხედავად ყველაფრისა, ის, მართალია ხუმრობით, მაგრამ ამბობს, რომ მის საფლავის ქვაზე, გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული...






0
2861
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2861
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0