x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8 კინოვარსკვლავი, რომლებმაც გმირული საქციელი რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს

მსახიობები ეკრანზე არაერთ გმირობას ჩადიან და გარკვეული იდეალებისთვის თავსაც სწირავენ. მაგრამ აქ, ვარსკვლავებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც საკუთარი ქმედებით გმირობა, კინოში კი არა, რეალურ ცხოვრებაში ჩაიდინეს.


ლეონარდო დიკაპრიო
image


2019 წლის 30 დეკემბერს ლეონარდო თავის იახტაზე, შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა. სწორედ მისი იახტა აღმოჩნდა ერთადერთი ხომალდი, რომელმაც კარიბის ზღვაში, წყალში ჩავარდნილი ადამიანის შესახებ, სიგნალი მიიღო. დაზარალებული 24 წლის მეზღვაური იყო, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, საკრუიზო გემიდან გადავარდა.

მეზღვაურმა წყალში 11 საათი გაატარა, ვიდრე ის მსახიობმა გადაარჩინა.


ჯერარდ ბატლერი
image


1997 წელს, იმ მომენტისთვის, 27 წლის მსახიობი, დედასთან ერთად შოტლანდიაში, მდ. ტეის სანაპიროზე ისვენებდა... და უეცრად, მან ბავშვის ყვირილი გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა. ბატლეტი მდინარეში გადახტა და ბავშვის გადარჩენის მცდელობისას, კინაღამ თავადაც დაიღუპა. თუმცა ბოლოს, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მსახიობი, შოტლანდიის სამეფო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, გამოჩენილი მამაცობისთვის, სიგელით დააჯილდოვა.


ჯონი დეპი
image


ფილმის – "ჯონი დ." (2009 წ.) გადაღების დროს, მსახიობმა დაინახა, რომ კასკადიორის მანქანა ყინულზე მოცურდა და მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ავტომობილი დიდი სიჩქარით, პირდაპირ სტატისტებისკენ მიდიოდა, რომლებიც ზურგით იდგნენ და მანქანას ვერ ხედავდნენ.

დეპი, ისევე როგორც ფილმებში, ხალხისკენ გაიქცა და ისინი მანქანის გზიდან აქეთ–იქით გაყარა. ეს საკმაოდ სარისკო ქმედება იყო, რადგან თავად მსახიობი, შეიძლება, მანქანას ბორბლებში ჩავარდნოდა. საბედნიეროდ, დეპმა სხვებიც გადაარჩინა და არც თავად დაზარალებულა.


ჰარისონ ფორდი
image


რეალურ ცხოვრებაში, მსახიობი შესანიშნავი მფრინავია და საკუთრებაში, რამდენიმე ვერტმფრენიც ჰყავს. ის ზოგჯერ, ვაიომინგის შტატის პოლიციას, სამაშველო ოპერაციებში ეხმარება (მას იქ დიდი აგარაკი აქვს).

ასე, მაგ., 2000 წელს, ფორდი, თავისი ვერტმფრენით, სარა ჯორჯს დაეხმარა, რომელიც მთაზე ასვლისას, ცუდად გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, მან იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში დაკარგული, 13 წლის სკაუტი კოდი კლოუსონი გადაარჩინა.

ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ პილოტსაც შეეძლო, მაგრამ ისინი ამისთვის, საათში 1000 დოლარს აიღებდნენ. ფორდი კი ამას, სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გადარჩენის ოპერაციაში, მას მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.


კეიტ უინსლეტი
image


2011 წელს მსახიობი შვილებთან ერთად, ნათესავთან, კუნძულოვან მამულში ისვენებდა. იმ საბედისწერო დღეს, ძლიერი წვიმა იყო, სახლს მეხი დაეცა და მაშინვე ცეცხლი წაეკიდა. კეიტმა ცეცხლი რომ შენიშნა, სახლიდან ჯერ ბავშვები გაიყვანა, შემდეგ კი, შებრუნდა და ცეცხლმოდებული სახლიდან, სახლის მეპატრონის მოხუცი დედა, ფაქტობრივად, ხელში აყვანილი გამოიყვანა.


ჯეიმი ფოქსი
image


ერთხელ მსახიობმა მამაკაცი, პირდაპირ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოიყვანა. ყველაფერი მისი სახლის მახლობლად მოხდა. ახალგაზრდა კაცი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და პირდაპირ თხრილში გადავარდა. ფოქსმა დარტყმის ხმა გაიგო, სამაშველო სამსახური გამოიძახა და ავარიის ადგილზე თავადაც გაიქცა.

მსახიობმა, კიდევ ერთ თვითმხილველთან ერთად, ამობრუნებული და ალმოდებული ავტომობილის მინა ჩაამსხვრია, ღვედი გადაჭრა და დაჭრილი მძღოლი ამოიყვანა. ფოქსის და თვითმხილველის სწრაფი დახმარების წყალობით, ახალგაზრდა კაცი გადარჩა. თუმცა, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და ფილტვი გახვრეტილი.


არნოლდ შვარცენეგერი
image


2004 წელს არნოლდ შვარცენეგერი, ოჯახთან ერთად, ჰავაის სანაპიროზე ისვენებდა. მან წყალში მამაკაცი შენიშნა, რომელიც სერფინგის დროს, მოულოდნელად ცუდად გახდა. მსახიობი მაშინვე წყალში გადახტა მამაკაცი, რომელიც სანაპიროდან საკმაოდ შორს იყო, ნაპირზე გამოიყვანა.


ჯონ მალკოვიჩი
image


2013 წელს ჯონ მალკოვიჩი ტორონტოში სეირნობდა. მან დაინახა, რომ მოხუცმა მამაკაცმა ფეხი რაღაცას წამოკრა და დაცემისას, კისერი დაიზიანა. უეცრად ასფალტზე იმდენი სისხლი გაჩნდა, რომ აშკარა იყო, მამაკაცმა არტერია, ან ვენა დაიზიანა.

მალკოვიჩი სწრაფად მივიდა მასთან, სისხლი საკუთარი შარფით შეაჩერა და სასწრაფო დახმარებას დაელოდა. ეს რომ არ გაეკეთებინა, 77 წლის ჯიმ უოლპოლსი ნამდვილად დაიღუპებოდა. საბედნიეროდ, მას ჭრილობა გაუკერეს, დაუმუშავეს და სულ მალე, საავადმყოფოდან გაწერეს კიდეც.


image

სხვა სიახლეები:


* სინამდვილეში რა მოხდა როსველში? – პენტაგონის თანამშრომელმა უცხოპლანეტელის გაკვეთის ანგარიში გამოაქვეყნა

* მკვლელი სილამაზე – პლანეტის ლამაზი და უჩვეულო ადგილები

* "ქუჩის ფოტოგრაფია" – საჭირო მომენტში გადაღებული სურათები

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
353
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0