კინო ლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!» 2017, 24 მაისი, 9:46 არსებობს ევროპაში მსახიობი, რომელიც უფრო მეტად იმსახურებს მსოფლიო კინოვარსკვლავის სახელს, ვიდრე ალენ დელონია? არსებობს მსახიობი, რომელსაც შეუძლია იმდენ შედევრში მუშაობით დაიკვეხოს, როგორც ალენ დელონმა? არსებობს მსახიობი, რომელსაც შეუძლია ერთნაირად აღაფრთოვანოს, ფილმის როგორც ქალი, ისე კაცი მაყურებელი, როგორც ამას ალენ დელონი აკეთებდა ათწლეულების მანძილზე? რა თქმა უნდა არა. სამწუხაროა, რომ მსოფლიო კინომატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს ვეღარასდროს ვიხილავთ დიდ ეკრანზე. 81 წლის ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა, განცხადება გააკეთა, უახლოეს მომავალში, კინოკარიერის დასრულების შესახებ.
მან ასევე ისაუბრა მომავალი ფილმის შესახებ: ის, რა თქმა უნდა, სიყვარულზე იქნება. დელონის გმირს უყვარდებ, დაახლოებით, 50 წლის ქალი, რომლის როლსაც, სავარაუდოდ, ჟულიეტ ბინოში შეასრულებს. ალენ დელონი დიდ ეკრანზე 2008 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილი. მას შემდეგ, რაც ცეზარის როლი შეასრულა ფილმში «ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე» (фр. Astérix aux Jeux Olympiques). თითქმის 20 წლის მანძილზე, ის მხოლოდ თეატრში და ტელევიზიაში მუშაობდა. არის რეჟისორი, პროდუსერი და სცენარების ავტორი.
ცნობილ და ყველასთვის საყვარელი კინოვარსკვლავი, ბოლო წლებში, იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებზე, მაგრამ ლოკარნოს (შვეიცარია) კინოფესტივალზე, მორიგი ჯილდოს გადაცემის შემდეგ, მან პრესკომფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გარდაუვალ კითხვას, საყვარელი როლის შესახებ, მან პირდაპირ არ უპასუხა: – ჩემი კინო ადამიანებს ოცნებას აიძულებდა. დღეს მას სულ სხვა დანიშნულება აქვს! მენატრება, თუ არა კინოში მუშაობა? არა! მათ ენატრებათ, ვისაც არაფერი აქვთ. მე კი ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა... ყველაფერი გამოვიარე... და უაზრო ფილმებში გადაღებას, მოგონებებით ცხოვრება მირჩევნია!
მან ასევე გაიხსენა იმის შესახებაც, რომ კომპანია «პარამაუნტს» უარი უთხრა ამერიკაში მუდმივად ცხოვრებაზე: ენტონი დელონი
კითხვაზე ეშინია თუ არა სიბერის, მან უპასუხა: – არა, მეშინია დამბლის, ინსულტის, სისუსტის... მე არასოდეს წარვსდგები საკუთარი მაყურებლის წინაშე დასუსტებული და დაუძლურებული მოხუცის სახით! არასოდეს! – შირლი მაკლეინი და რომი შნაიდერი (ალენ დელონის ყოფილი მეუღლე). რომი შესანიშნავი ქალი და მსახიობი იყო. მე დღემდე მენატრება ის. არ შემიძლია ჩვენი ერთობლივი ფილმის, «აუზის» ყურება. და მის თვალები ცრემლით აევსო... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ «მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული გარდასახვის დიდოსტატები. 10 მსახიობი, რომელსაც ნებისმიერი როლის თამაში შეუძლია 10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ 6140 11-ს მოსწონს
|