x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრაზილიური "საპნის ოპერის" 5 ლამაზმანი, მაშინ და ახლა

ალბათ, ბევრს ახსოვს დაუსრულებელი სატელევიზიო სერიალების და «საპნის ოპერების» ერა. ყველაფერი კი, ჯერ კიდევ სსრ კავშირში, «მონა იზაურას» ჩვენებით დაიწყო... ვინც იმ დროს ვერ მოესწრო, ალბათ იმის გაგება გაუკვირდება, რომ დიდებმა და პატარებმა, დღის რეჟიმის აწყობა, ტელესერიალების ტრანსრილების საათის მიხედვით დაიწყეს. ხოლო, როდესაც ტელევიზორში სერიალს აჩვენებდნენ, ქუჩები იცლებოდა და საეჭვოდ მშვიდი გარემო სუფევდა. სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს, ალბათ, ვერ შევძლებდით, ერთ დროს პოპულარული, რომელიმე სერიალის თავიდან ბოლომდე ყურებას – სიუჟეტი მოსაწყენად მოგვეჩვენებოდა, ხოლო მოვლენები – «თითიდან გამოწოვილად».

დღეს ბრაზილიური და მექსიკური სერიალები ამერიკულმა და თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა, თან ინტერნეტის წყალობით, ყველას «საკუთარი» სერიალი აქვს. მაგრამ, ბევრს ალბათ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ და რას აკეთებენ, წარსულში პოპულარული სერიალების ვარსკვლავები და აქ 5 მათგანზე ვისაუბრებთ:


სუზანა ვიეირა, 81 წლის
image


სუზანა ვიეირას, სამშობლოში, «ბრაზილიური ტელენოველების დედოფალს» ეძახიან, რადგან მასში თამაში მსახიობმა, «საპნის ოპერების» ერის დასაწყისში დაიწყო. ვიეირამ კინოსტუდია – «Globo»–ზე 40 წელზე მეტ ხანს იმუშავა და უამრავ სერიაშია აქვს მონაწილეობის მიღება. 1985 წელს ვიეირა ჟურნალ Playboy-ის გვერდებზე გამოჩნდა და ბრაზილიის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობის სტატუსი მიიღო. მას პრესტიჟულ პრემიებზე, უამრავი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული და გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავს.

მსახიობი 3–ჯერ იყო გათხოვილი, ჰყავს ვაჟი. დღეს კი, სუზანა ვიეირა ოჯახური უღლიდან თავისუფალია და პროფესიული თვალსაზრისით, ისევ ისე მოთხოვნადია. მონაწილეობს სერიალებში, ფილმებში, თამაშობს თეატრში და ჯერ–ჯერობით, პენსიაზე გასვლას არ აპირებს.

საუკეთესო ტელეპროექტები: «შეყვარებული ქალები», «სასტიკი ანგელოზი, «ბედის პატრონი», «ოცნების კოშკები».


ვერა ფიშერი, 72 წლისimage


ძნელი წარმოსადგენია ბრაზილიური სერიალების სამყარო საოცარი ვერა ფიშერის გარეშე, რომელიც ბევრ პოპულარულ სერიალშია გადაღებული. გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელმა მსახიობმა, თავისი კარიერა, 15 წლის ასაკში, მოდელობით დაიწყო. ხოლო, 1969 წელს «მის ბრაზილია» გახდა. 80–იანი წლების დასაწყისში კი, ფიშერმა მონაწილეობა ტელესერიალებში დაიწყო. იყო გათხოვილი, ჰყავს ვაჟი. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ვერა ძველებურად პოპულარულია, მშვენივრად გამოიყურება, თამაშობს სერიალებში და ტელეშოუებს უძღვება.

საუკეთესო ტელეპროექტები: «ოჯახური კავშირები», «კლონი», «საბედისწერო მემკვიდრეობა», «ბედის პატრონი».


ჯოვანა ანტონელი, 47 წლის
image

ჰადეს როლმა, სერიალში «კლონი», მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. თუმცა, მან ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ როლის შესრულება, მისთვის ადვილი არ ყოფილა...

ჯოვანა ხელოვანების ოჯახში დაიბადა და მისი სატელევიზიო დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა. ის «Clube da Criança»–ის შოუს თანაწამყვანი იყო და სწორედ მაშინ შეამჩნიეს. მსახიობი დღემდე, აქტიურად თამაშობს სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კინოპროექტებში. იყო 3–ჯერ გათხოვდა. მისი მეორე ქმარი, «კლონში» მთავარი როლის შემსრულებელი მურილო ბენისიო იყო. ამ ქორწინებაში მას ვაჟი შეეძინა. ახლა კი ჯოვანას მეუღლე რეჟისორის ლეონარდო ნოგეირაა და მათ 2 ქალიშვილი ჰყავთ.

საუკეთესო ტელეპროექტები: «ოჯახური კავშირები», «კლონი», «ტროპიკელი ქალი», «დატკბი ცხოვრებით».


ვივიანე პასმანტერი, 52 წლისimage


ქალბატონი გამომხატველი თვალებით და მომხიბვლელი ღიმილით, თავისი თაობის, ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად ითვლება. ვივიანს დებიუტი 1990 წ. ტელესერიალ – «ოფიცრის ბედნიერება» შესდგა, რასაც არაერთი საკმაოდ წარმატებული სატელევიზიო პროექტი მოჰყვა... 2001 წელს მსახიობი გათხოვდა და ქორწინებაში ორი შვილი – ქალ–ვაჟი შეეძინა, ხოლო 7 წლის შემდეგ, მეუღლეს დაშორდა. ის სატელევიზიო პროექტებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

საუკეთესო ტელეპროექტები: «ახალი მსხვერპლი», «სიყვარულის სახელით», «ოცნების კოშკები».


კაროლინა ფერაზი, 56 წლის
image


ბრაზილიური სერიალების კიდევ ერთმა ულამაზესმა ვარსკვლავმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და მსახიობობას არ გეგმავდა. მაგრამ, მის მაგივრად, ყველაფერი, «მისმა უდიდებულესობამ, შემთხვევითობამ». გადაწყვიტა. ტელეარხის ხელმძღვანელმა, სადაც გოგონა, იმ მომენტში, წამყვანად მუშაობდა, გაგდების მუქარით, აიძულა, რომ სერიალში «პანტანალი» (1900) ერთ–ერთი როლი შეესრულებინა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კაროლინამ მსახიობობა... და რიგი წარმატებული პროექტების შემდეგ, მასზე დადებით კონტექსტში ალაპარაკდნენ. კაროლინა ამჟამად მეორე ქორწინებაშია. ჰყავს 2 ქალიშვილი.

ბოლო სერიალი მისი მონაწილეობით 2016 წ. გამოვიდა. ხოლო, 2019 წ. მსახიობმა საკუთარი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ახლა ის კულინარიული ბლოგერია და მის არხს მოძებნა ვიდეო საიტზე, Carolina Ferraz–ის სახელით შეგიძლიათ.

საუკეთესო ტელეპროექტები: «სიყვარულის ისტორია», «სიყვარულის სახელით», «ტროპიკელი ქალი», «იოლი ფული».


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან?

* 7 მითები ცხოველების შესახებ, რომლისაც ყველას სჯერა

* უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი ფსიქოლოგიიდან, რომლის ცოდნაც სასარგებლოა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?


0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0